პუტინი ქართველებისთვის საშიშს უწოდებს პრეპარატს, რომელსაც რუსეთში 2016 წლიდან “სასიცოცხლოდ” თვლიან

კითხვის დრო: < 1 minute

კითხვის დრო: < 1 minute

putini
397
VIEWS

2018 წლის 18 ოქტომბერს ქალაქ სოჩაში გამართულ ყოველწლიური კლუბ “ვალდაის” დასკვნით სესიაზე რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი საქართველოს უშიშროების ყოფილი მინისტრის, იგორ გიორგაძის ლუგარის ლაბორატორიის შესახებ გავრცელებულ კონსპირაციებს შეეხო. პუტინის თქმით, მისთვის ლუგარის ლაბორატორიაში მოსახლეობაზე ჩატარებული ცდები საგანგაშოა, რადგან პრეპარატებს, რომლითაც ცდები ტარდება, ნაციონალური კუთვნილებების მიხედვით ადამიანთა თაობებზე გენეტიკური ცვლილებების მოხდენა შეუძლიათ.

ვლადიმირ პუტინი: „რამდენად სანდოა დოკუმენტები [ლუგარის ლაბორატორიის შესახებ], ამის განსჯას საკუთარ თავზე ვერ ავიღებ. ვნახე საქართველოს უშიშროების ყოფილი მინისტრის განცხადება. უდავოდ საგანგაშოა, თუ მართლაც ატარებენ ასეთ სამუშაოებს, ეს ძალიან საშიშია. იქიდან გამომდინარე რაც ვნახე, საუბარია რაღაც პრეპარატებზე, რომლებსაც შეუძლია გავლენა მოახდინოს ადამიანზე კონკრეტული ეთნიკური ჯგუფის კუთვნილების შესაბამისად. 2-3 თაობის შემდეგ რადიკალურად იცვლება საწყისი სახე. თუ ვინმე ასეთ რამეს აკეთებს, უნდა იცოდეს, რომ სხვაც გააკეთებს. ამიტომ საჭიროა წინასწარ დაჯდომა და საერთო წესის შემუშავება ამ უკიდურესად მგრძნობიარე სფეროსთვის“.

პრეპარატი, რომელზეც ვლადიმირ პუტინი იგორ გიორგაძის მიერ გავრცელებულ დოკუმენტებზე დაყრდნობით საუბრობს, C ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტი “სოვალდია.” სოვალდი კი თავად რუსეთში ჯანდაცვის სამინისტროს მიერ 2016 წლიდან არის რეგისტრირებული, 2019 წლიდან კი ის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მედიკამენტების სიაში შევა. მიზეზი, რის გამოც “სოვალდი” რუსეთში ჯერ კიდევ არ არის მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი, პრეპარატის ფასია. რუსეთის ჯანდაცვის სამინისტრო კი “სოვალდის” მწარმოებელ კომპანიასთან – “გილეადთან” რამდენიმე წელია მოლაპარაკებებს აწარმოებს, რათა რუსეთმა “სოვალდის” ან მისი მსგავსი მედიკამენტის წარმოება რუსეთის ტერიტორიაზე უფრო იაფად შეძლოს.

დარღვევის ტიპი: მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ, რუსეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist