იდენტობა

Pressტიტუციამ ქალი აქტივისტების ფეისბუკ პოსტები გააყალბა

23 იანვარი, 2020

18 და 21 იანვარს ანტილიბერალურმა გვერდმა “Pressტიტუცია” ქალთა უფლებადამცველი აქტივისტების, ბაია პატარაიასა და იდა ბახტურიძის გაყალბებული ფეისბუკ პოსტების სკრინები გააზიარა, რომელიც მათ დისკრედიტირებას ისახავდა მიზნად. ორივე პოსტში მოცემულია სქრინები, რომლებიც, გვერდის მტკიცებით, ბაია პატარაისა და იდა ბახტურიძის ფეისბუკ პოსტებს ასახავს.  

""

სქრინები, რომლებსაც Pressტიტუცია ქალთა უფლებების თემაზე მომუშავე აქტივისტებს მიაწერს ყალბია და ქალი ფემინისტი აქტივისტების დისკრედიტაციისკენ არის მიმართული.   იდა ბახტურიძეცა და ბაია პატარაიაც “მითების დეტექტორთან” სქრინების ავთენტურობას უარყოფენ. 

რატომ არის ყალბი ეს სქრინები?

   1. ბაია პატარაიას პოსტის სქრინზე მითითებული დრო არ არსებობს

ბაია პატარაიას გაყალბებული პოსტის ფოტოში ჩანს, რომ მან ფოტო 21 იანვარს 22:00 a.m. - საათზე გამოაქვეყნა, თუმცა აღნიშნული დრო 12 საათიანი დროის აღრიცხვის სისტემაში არ არსებობს. 

a.m. და p.m.-ით დროის აღრიცხვისას საათი 1-დან 12 რიცხვამდე გამოისახება, განსხვავებით 24 საათიანი დროის აღრიცხვის ფორმატისა. ფეისბუქი იყენებს დროის 12 საათიან აღრიცხვის სისტემას, შესაბამისად, ფოტოზე ნაჩვენები დრო შეუძლებელია ფეისბუქში გამოქვეყნებულ რომელიმე პოსტზე გამოჩნდეს.  
 

    2. იდა ბახტურიძის სქრინის ვიზუალი არ შეესაბამება ფეისბუქის ახლანდელ დიზაინს

იდა ბახტურიძის პოსტის ყალბ სქრინზე 30 მოწონება და 18 გაზიარება ჩანს, თუმცა ამ დიზაინს კომპანია 2011 წლიდან 2017 წლამდე იყენებდა. ეს დიზაინი დღევანდელი დიზაინისგან  მნიშვნელოვნად განსხვავდება. 

საილუსტრაციოდ, გთავაზობთ იდა ბახტურიძის 19 იანვარს გამოქვეყნებულ ავთენტურ საჯარო პოსტს. როგორც რეალურ სქრინზე ჩანს, რეაქციები, კომენტარები და გაზიარებები ერთ ველზეა და განსხვავდება ფერის და სტილის მიხედვითაც. 

"

   3. ბაია პატარაია და იდა ბახტურიძე სქრინების ავთენტურობას არ ადასტურებენ

ორივე აქტივისტი “მთების დეტექტორთან” სქრინების ნამდვილობას უარყოფს. არცერთი მათგანის თაიმლაინზე მსგავსი შინაარსის პოსტი არ იძებნება. 


მოამზადა თეონა ბაბუციძემ
მედიაწიგნიერების ლაბორატორიის რეგიონული ქსელის წევრი