ჯანდაცვა/ბიოუსაფრთხოება

პორტუგალიელი მთავრობა სამედიცინო პერსონალის გარდაცვალებასა და ვაქცინაციას შორის კავშირს არ ადასტურებს

11 იანვარი, 2021

5 იანვარს “ალიამ”, “Newpost”- მა News-Front-ის ქართულენოვანმა ვებ-გვერდმა Pfizer-ის წარმოების ვაქცინის მიღების შედეგად  პორტუგალიელი ექიმის, 41 წლის სონია ასევედო  გარდაცვალების შესახებ იდენტური ინფორმაცია გამოაქვეყნეს. გავრცელებულ ინფორმაციაში, რომლის წყაროდ ბრიტანული გამოცემა Dailymail არის მითითებული, აღნიშნულია, რომ მას  თანმხლები დაავადება არ აღენიშნებოდა და “გვერდითი მოვლენები” არც ვაქცინაციის შემდეგ “უგრძვნია”. 5 იანვარს იგივე ინფორმაცია იდენტურ წყაროზე დაყრდნობით სააგენტო “პირველმაც” გამოაქვეყნა.  მომდევნო დღეს, 6 იანვარს იმავე შინაარსის ინფორმაცია, ასევე dailymail -ზე დაყრდნობით, ფეისბუკ გვერდმა “ბიბლიის მორწმუნე ქრისიანები” გაავრცელა. აღნიშნული პოსტი კი ფეისბუკ გვერდმა “სტალინმა” გააზიარა. 

გავრცელებული ცნობები, რომ პორტუგალიელი სამედიცინო პერსონალის გარდაცვალება კოვიდ-19-ის ვაქცინას უკავშირდება, მანიპულაციურია. იმუნიზაციის შემდეგ მას გვერდითი მოვლენები არ აღენიშნებოდა, რასაც მისი ოჯახის წევრებიც ადასტურებენ. პორტუგალიის მთავრობის ცნობით, აუტოფსიის პირველადი შედეგებით, ვაქცინაციასთან გარდაცვალების კავშირში არ დგინდება. 

ვაქცინაციასა და გარდაცვალებას შორის კავშირი არ დასტურდება

სონია ასავედო, პორტუგალიელი სამედიცინო პერსონალი 1 იანვარს გარდაიცვლა. მან კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა 30 დეკემბერს გაიკეთა. პორტუგალიის მთავრობის განცხადებით, იუსტიციის სამინისტროს მიერ 5 იანვარს ჩატარებული აუტოფსიის(გვამის გაკვეთა დიაგნოსტიკის მიზნით)  პირველადი შედეგებით, ექთანის გარდაცვალებასა და ვაქცინაციას შორის კავშირი არ არის. გარდა ამისა, მისი ოჯახის წევრები ადასტურებენ, რომ ვაქცინაციის შემდეგ მას გვერდითი ეფექტი არ აღენიშნებოდა. 

41 წლის პორტუგალიელი  სამედიცინო პესონალის, სონია ავასედოს 1 იანვარს გარდაცვალების შესახებ ცნობები ადგილობრივ და საერთაშორისო მედიაში გავრცელდა. ის პორტოს ონკოლოგიურ საავადმყოფოში, პედიატრიულ განყოფილებაში ოპერაციულ ასისტენტად მუშაობდა და  ამ საავადმყოფოში მომუშავე 500-ზე მეტ სამედიცინო პერსონალთან ერთად  30 დეკემბერს Pfizer და BioNTech-ის  მიერ წარმოებული კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთა.

პორტუგალიური ფაქტების გადამამოწმებელი ორგანიზაციის Estadão Verifica-ს ცნობით,   მის გარდაცვალებას ვაქცინაციას სხვადასხვა მედია საშულება და სოციალური მედიის მომხარებელი არასწორად უკავშირებდნენ. პორტუგალიაში კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ვაქცინაცია 27 დეკემბერს დაიწყო.