პოლიტიკანოს მანიპულაცია მოლდოვას ეკონომიკის შესახებ

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

ფდ
389
VIEWS

2018 წლის 19 ნოემბერს, ფეისბუქ გვერდზე “პოლიტიკანო” გამოქვეყნდა Ruptly-ს ვიდეო, რომელიც 18 ნოემბერს მოლდოვას დედაქალაქ კიშინოვში სოციალისტების მიერ ჩატარებულ მარშს შეეხებოდა. პოლიტიკანოს თქმით, დემონსტრანტებმა 2019 წლის 24 თებერვალს დანიშნულ საპარლამენტო არჩევნებში სოციალისტურ პარტიას დაუჭირეს მხარი. პოლიტიკანოსვე მტკიცებით, აქციის მონაწილეები ევროინტეგრაციას სკეპტიკურად უყურებენ, რადგანაც მოლდოვას მოსახლეობის უმეტესობა სიღარიბეში ცხოვრობს.

პოლიტიკანო: “დემონსტრანტები მოლდოვის ევროინტეგრაციას სკეპტიკურად უყურებენ, რადგანაც საქართველოს მსგავსად ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა სიღარიბეში ცხოვრობს.”

პოლიტიკანოს პოსტი მანიპულაციურია, რადგან: 1. პოსტში განზრახ არის გამოტოვებული ისეთი მნიშვნელოვანი ფაქტი, რომგორიცაა მოლდოვას სოციალისტური პარტიის ღიად-პრორუსული ორიენტაცია. 2. მოლდოვა ევროკავშირის წევრი ქვეყანა არ არის, თუმცა პოლიტიკანო მოლდოვის სიღარიბეს ევროკავშირს უკავშირებს.

მოლდოვას ეკონომიკა

მოლდოვას რესპუბლიკის დაბალი ეკონომიკური მაჩვენებელი ქვეყანაში არსებული მთელი რიგი პრობლემების შედეგია, რაც მოლდოვას შიდა პოლიტიკას უკავშირდება და არა ევროკავშირს.

  • ერთ-ერთი მხვილი საქმე, რამაც მოლდოვას ეკონომიკა დააზიანა 2014 წელს მოლდოვას სამი წამყვანი ბანკიდან 1 მილიარდი დოლარის გაქრობა იყო. დანაკარგმა მოლდოვას მთლიანი შიდა პროდუქტის 12 %  შეადგინა. ამ სკანდალმა მოლდოვას მნიშვნელოვანი ეკონომიკური პარტნიორები დააკარგინა. საერთაშორისო სავალუტო ფონდმა უკან გაიხმო მისია მოლდოვიდან, მას შეუერთდნენ ევროპული კომისია და მსოფლიო ბანკიც 2015 წლის ზაფხულში. ძარცვას ასევე მოჰყვა სამი ბანკის გაკოტრება.
  • 2015 წლის დასაწყისში ინფლაციის დონე 4.7 %-ს შეადგენდა, რაც წლის ბოლოსთვის 13.6%-მდე  გაიზარდა. ინფლაციამ კლება 2016 წლის იანვრიდან დაიწყო. 2015 წელს თითქმის 20%-ით გაუფასურდა ეროვნული ვალუტაც.

მოლდოვას ეკონომიკურ ზრდის მნიშვნელოვანი შემაფერხებელი ქვეყანაში არსებული კორუფციაა. “საერთაშორისო გამჭვირვალობის” კორუფციის აღქმის 2017 წლის ინდექსის მიხედვით მოლდოვა 180 ქვეყნიდან 122-ე ადგილს იკავებს. მოლდოვას კორუფცია აფერხებს ბიზნესის განვითარებასა და აფრთხობს უცხოურ ინვესტიციებს. ეკონომიკა დააზიანა აგრეთვე რუსეთის მიერ მოლდოვას სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების იმპორტზე სანქციებმაც.

The Heritage-ის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის თანახმად კი მოლდოვას 58.5 ქულა აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ ეკონომიკური თავისუფლების კუთხით ქვეყანა 195-ე ადგილს იკავებს. Heritage-ის შეფასებით, საშინაო პოლიტიკური მოვლენები, რაც ნაწილობრივ რუსეთის მიერ არის გამოწვეული, ხელს უშლის სტრუქტურულ რეფორმებსა და ქვეყნის პოტენციალის გააზრებას. Heritage-ის თქმით, ეკონომიკა მოწყვლადია სუსტი ადმინისტრაციის, ბიუროკრატიული ინტერესების, საწვავის მაღალი ფასების, რუსეთის მხრიდან პოლიტიკური და ეკონომიკური წნეხისა და დნესტრისპირეთის რეგიონის პრობლემების მიმართ.

რა მოუტანა მოლდოვას ეკონომიკას “ასოცირების შეთანხმებამ”?

ამის საპირისპიროდ, ევროკავშირთან სავაჭრო ურთიერთობამ და ვიზალიბერალიზაციამ პირიქით, მნიშვნელოვნად გაზარდა მოლდოვის რესპუბლიკის პროდუქციის ექსპორტის წილი ევროკავშირში და მეტიც, გაფორმებულმა ეკონომიკურმა ხელშეკრულებამ “ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ (DCFTA)” მოსალოდნელი გახადა მოლდოვას მთლიანი შიდა პროდუქტის ყოველწლიური ზრდა.

ევროკავშირის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ვკითხულობთ, რომ ევროკავშირმა მნიშვნელოვან ღონეებს მიმართა ქვეყანასთან პარტნიორობის მხრივ. ასოცირების ხელშეკრულებამ ევროკავშირსა და მოლდოვას შორის გააძლიერა მათ შორის ურთიერთობა და ორმაგი ძალისხმევა ქვეყნის ეკონომიკის განვითარების მიზნით.

  • 2017 წელს ევროკავშირსა და მოლდოვას შორის ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობა 18 %-ით გაიზარდა.
  • 2017 წელს ევროკავშირი მოლდოვური პროდუქტის იმპორტი 27 %-ით გაიზარდა, რამაც 1.6 მილიარდი ევროს ღირებულება შეადგინა.
  • ევროკავშირი მოლდოვას პირველი სავაჭრო პარტნიორი და ინვესტორია, რაც მთლიანი ვაჭრობის 55%-ს შეადგენს.
  • 2018 წლის პირველი ნახევრის მონაცემებით, კიდევ უფრო გაზრდილია მოლდოვური პროდუქტის იმპორტი ევროკავშირში, განსაკუთრებით ისეთი პროდუქტრების, როგორიცაა მზესუმზირის მარცვლები, ყურძენი, კრუპეულობა, ეთერზეთები, ფეხსაცმელი, ხალიჩები და სხვა.
  • პროგნოზის თანახმად, თუ რეფორმები წარმატებით გატარდება, DCFTA მოლდოვას მთლიან შიდა პროდუქტს წლიურად 5%-იან ზრდას მოუტანს.

რას წარმოადგენს მოლდოვას სოციალისტური პარტია?

მოლდოვას სოციალისტური პარტია 1997 წელს დაარსდა და 15 000 წევრს აერთიანებს. პარტია ღიად პრო-რუსულია რასაც პარტიის ლიდერების პოლიტიკური განცხადებები და რუსეთში ვიზიტები ცხადყოფს. სოციალისტური პარტია მოლდოვას ევროპული ინტეგრაციის წინააღმდებია და ის ქვეყნის ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებას უჭერს მხარს.

2017 წლის 13 თებერვალს, “მოლდოვის სოციალისტური პარტიის” ლიდერი – ზინაიდა გრეცეანი შეხვდა დიმიტრი მედვედევს. ვიზიტის ფარგლებში მოლდოვას სოციალისტურ პარტიასა და “Единая Pоссия”-ს შორის თანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა.

ზინაიდა გრეცეანი: “ჩვენს პარტიას ბევრი რამ აქვს საერთო “ერთიანი რუსეთის” პარტიასთან. უპირველეს ყოვლისა, ჩვენ გვაქვს საერთო მიდგომა პოსტ-საბჭოთა სივრცეში ინტეგრაციის პროცესებთან დაკავშირებით. სოციალისტური პარტია მუდმივად უჭერს მხარს მოლდოვას რესპუბლიკის ინტეგრაციას ევრაზიულ ეკონიკურ კავშირში და ამ საერთაშორისო ორგანიზაციის სისტემატურ განვითარებას. ჩვენ მხარს ვუჭერთ მოლდოვას რესპუბლიკის პრეზიდენტის, იგორ დოდონის ინიციატივას, რომ მოგვენიჭოს დამკვირვებლის სტატუსი ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში.”

"

2018 წლის 31 ოქტომბერს სოციალისტური პარტიის ლიდერი იგორ დოდონი, რომელიც 2016 წელს ქვეყნის პრეზიდენტად აირჩიეს, მოსკოვში ვლადიმირ პუტინს რუსულ-მოლდოვური ურთიერთობების, კულტურულ-ეკონომიკური და რეგიონალური საკითხების განსახლილველად შეხვდა.

"

შესაბამისად, Politicano • პოლიტიკანო-ს ფეისბუქ პოსტის ავტორი მსგავსი თემატიკის პოსტის გაზიარებით საერთაშორისო და მათ შორის ქართულ საზოგადოებაში ხელოვნურად იწვევს ევროკავშირის მიმართ სკეპტიკურ და ნეგატიურ დამოკიდებულებას. ამისათვის მას მოლდოვის რესპუბლიკა გამოჰყავს ეკონომიკურად “რეპრესირებულად”, რისთვისაც ქმნის ილუზიას, რომ ევროკავშირში წევრობის შედეგად (რაც აშკარა სიცრუეა) მისი ეკონომიკა გაუარესდა და საქართველოს მსგავსად, მოლდოვის საზოგადოება სიღარიბეს უჩივის, რის გამოც მოლდოვის საზოგადოება გარეთ გამოვიდა.

სინამდვილეში კი საუბარია 18 ნოემბერს გამართულ აქციაზე, სადაც აქციის მონაწილეებმა წითელი დროშებით მხარი დაუჭირეს მოლდოვის სოციალისტურ პარტიას – ღიად პრორუსულ პარტიას, რომელიც იწყებს კამპანიას არჩევნებისათვის. აქციას მოლდოვის პრეზიდენტი – იგორ დოდონიც შეუერთდა. დოდონმა განაცხადა, რომ მიუხედავად მასიური პროტესტისა და კრიტიკისა, რომელსაც იღებს ევროკავშირისაგან და ამერიკის შეერთებული შტატებისგან, სოციალისტები თავდაჯერებით გაიმარჯვებენ მომავალ არჩევნებს.

პოლიტიკანოს შესახებ

Politicano-ს ფეისბუქ გვერდი ევგენი პრიმაკოვის სახელობის რუსულ-ქართულ საზოგადოებრივ ცენტრთან დაკავშირებული მედიუმია. თავის მხრივ, პრიმაკოვის ცენტრი რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებით დაფუძნებული გორჩაკოვის ფონდისა და ქართული საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტის მიერ არის შექმნილი. “მედიის განვითარების ფონდის” ანტი-დასავლური პროპაგანდის 2017 წლის ანგარიშის მიხედვით, პოლიტიკანო ხშირად მიმართავს ისტორიის გაყალბებისა და საბჭოთა კავშირის მიმართ ნოსტალგიის გაღვივების მეთოდებს.


მედიაწიგნიერების ლაბორატორიის რეგიონული ქსელი

დარღვევის ტიპი: მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ევროკავშირი, მოლდოვა
წყარო

წყარო

პოლ
პოლიტიკანო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist