ფეისბუქმა რუსეთის მმართველ პარტიასთან დაკავშირებული ქსელი წაშალა

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

22
VIEWS

DFRLab-ის მასალა

2020 წლის სექტემბერში, კოორდინირებული არაავთენტური ქცევის გამო Facebook-მა  40 ფეისბუქ მომხარებლის პროფილი, 17 გვერდი, 1 ჯგუფი და 6 ინსტაგრამ პროფილი წაშალა. ეს ანგარიშები ეკუთვნოდა რუსეთის მმართველ პარტია ,,ერთიან რუსეთს” და მიმართული იყო მმართველი პარტიის მხარდაჭერასა და ოპოზიციის დისკრედიტაციისაკენ.

Facebook-ის 2020 წლის 8 ოქტომბერს გაკეთებული განცხადების მიხედვით, წაშლილი ქსელები იმართებოდა ქალაქ ვორონეჟის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ. ამ რესურსების გამოყენებით, ისინი ავრცელებდნენ დეზინფორმაციას რუსეთში მიმდინარე თითქოსდა პოზიტიურ მოვლენებზე და ასევე, წინასაარჩევნოდ განსაკუთრებული ინტენსივობით ებრძოდნენ ოპოზიციის წარმომადგენლებს. პოლიტიკური ტროლინგის მთავარი ადრესატები ოპოზიციიდან იყვნენ ალექსეი ნავალნი და მიხეილ ხოდოროვსკი. გავრცელებული დეზინფორმაციული წყაროები იუწყებოდნენ, რომ მიხეილ ხოდოროვსკი იყო ნეფტეიუგანსკის მერის  ვლადიმერ პეტუხოვის მკვლელი და მისი ადგილი არა პოლიტიკაში, არამედ ციხეში იყო, ხოლო ნავალნის (რომელიც 2020 წლის აგვისტოში ქიმიური ნივთიერებით მოწამვლის გამო გადაიყვანეს საავადმყოფოში)  მოიხსენიებდნენ დასავლეთის აგენტად და ფულის სანაცვლოდ დასავლეთის ინტერესების გამტარებელ პირად.

სხვადასხვა ანგარიშები ერთსა და იმავე დროს, ერთი და იმავე ანტი-ოპოზიციური ან მმართველი პარტიისათვის სასარგებლო შინაარსის შემცველ პოტებს აქვეყნებდნენ, რაც მათ კოორდინირებულობაზე მიუთითებდა.

;

საკუთარი ანგარიშების არაავთენტური ბუნების დასაფარად, ისინი სხვა რეალური მომხმარებლების ანგარიშებიდან იპარავდნენ ფოტოებს და ასაღებდნენ როგრც საკუთარს.  DFRLab-მა უამრავი ასეთი ანგარიში Google image search-ის საშუალებით აღმოაჩინა.

;

მათი ერთ-ერთი გვერდი Open Reporter პოზიციონირებდა, როგორც  ახალი ამბების სააგენტო, თუმცა ავრცელებდა კრემლისთვის სასარგებლო, ანტი-ოპოზიციურ კონტენტს. გვერდის წაშლის მომენტისთვის მას 36 045 გამომწერი ყავდა და მისი პოსტების ძირითადი ნაწილი ალექსეი ნავალნის დისკრედიტაციისაკენ იყო მიმართული. გვერდი აზიარებდა სტატიებს იმავე სახელწოდების ვებსაიტიდან, თუმცა გაზიარებული პოსტების ინტერაქცია ნულთან მიახლოებული იყო.

;

DFRLab-მა ჯგუფებში ასევე აღმოაჩინა რეალური პიროვნებები, ვინც მუშაობდნენ პარტია ,,ერთიან რუსეთში’’ და მეტიც, მათ აღნიშნული ფაქტი ფეისბუქზე სამუშაო ადგილის გრაფაში ჰქონდათ მითითებული.

;

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist