ფეისბუკ ანგარიშები რიონის მცველების სახელით და მათ წინააღმდეგ

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

177
VIEWS

23 მაისს თბილისში ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქცია გაიმართა, რასაც ფეისბუქზე ცრუ გვერდების მხრიდან მადისკრედიტირებელი პოსტების გავრცელება მოჰყვა. “მითების დეტექტორმა” 4 აქტიური ფეისბუქ გვერდი გამოავლინა, რომელთაგანაც 3 როგორც 23 მაისს, ასევე გასულ თვეებშიც აქციის ორგანიზატორების დისკრედიტაციას და გაშარჟებას ცდილობდა. 4 გვერდიდან ორი 2021 წლის აპრილში არის შექმნილი, ხოლო ორი – 2020 წლის აგვისტოსა და დეკემბერში.

;
აღსანიშნავია, რომ 2021 წლის 26 აპრილს შექმნილი გვერდი “მხარდაჭერა რიონის მცველებს” აქციის ორგანიზატორთა მხარდამჭერ პოსტებს აქვეყნებს, თუმცა 23 მაისს, აქციის დღეს გაავრცელა საფულის ფოტო, რომელშიც ჯვარცმის ხატი და პრეზერვატივი “სიკო” ერთდროულად ჩანს. პოსტში აღნიშნულია, რომ საფულე აქციაზე დაიკარგა. აღნიშნული პოსტი შეკრების დისკრედიტაციის ხასიათს ატარებს და იმის გათვალისწინებით, რომ წინა პოსტებში პროტესტის მხარდამჭერას გამოხატავდა, გვერდის წინააღმდეგობრივ ხასიათზე მიუთითებს.

;
გვერდი “სიმართლის მცველები • Protectors of truth” 2021 წლის 27 აპრილს შეიქმნა და მისი ყველა პოსტი აქციის ორგანიზატორებს ეხება. გვერდზე განთავსებული პოსტების თანახმად, აქცია მშვიდობიანი არ არის და ის მუქარითა და რადიკალური მოწოდებებით გამოირჩევა.

;;

23 მაისს გვერდს მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში დედაქალაქის პარალიზებასთან დაკავშირებით ვარლამ გოლეთიანის განცხადება დასპონსორებული აქვს.

;
2020 წლის 24 აგვისტოს შექმნილ გვერდს “პატრიოტთა გაერთიანება იბერია” მაისის თვეში ნამახვანჰესთან დაკავშირებით 2 დასპონსორებული პოსტი აქვს გამოქვეყნებული. აღსანიშნავია, რომ როგორც Ad Library აჩვენებს, გვერდს შექმნის დღიდან სხვა პოსტები დარეკლამებული არ ჰქონია.
;
გვერდი გავრცელებული პოსტებით აქტიურად ცდილობს, რომ აქციის ორგანიზატორები ძალადობრივი ჯგუფის ლიდერებს, მაგალითად ლევან ვასაძეს და გურამ ფალავანდიშვილს, ასევე რუსეთს დაუკავშიროს.

;
ამას გარდა, გვერდს “პატრიოტთა გაერთიანება იბერია” გამოქვეყნებული აქვს ბერდია კალანდიას პოსტი, რომელზეც ის უთითებს, რომ ინფორმაცია კალანდიას ხუმრობაა, თუმცა თავად ორიგინალი პოსტი შეცდომაში შემყვანია, რადგან მკითხველების დიდმა ნაწილმა ის ნამდვილ ამბად აღიქვა. მსგავსი პოსტი ფეისბუქზე ხელისუფლების მხარდაჭერმა ჟურნალისტმა ნინო ჯღარკავამაც გამოაქვეყნა, რომელიც ონლაინ მედია geotimes.com.ge-მ გადაბეჭდა და რეალურ ინფორმაციად გაავრცელა.

;;
კიდევ ერთი ფეისბუქ გვერდი “რიონის ხეობის ახალგაზრდული მოძრაობა” 2020 წლის 28 დეკემბერს არის შექმნილი და ის სახელწოდებიდან გამომდინარე ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციის მხარდამჭერად პოზიციონირებს, თუმცა რეალურად ცრუ მხარდამჭერის გვერდია და კომპანია “ენკას” და და იმ პირების განცხადებებს აზიარებს, რომლებიც აქციებს აკრიტიკებენ.

გვერდი რიონის ხეობის პროტესტს კანონიერ ქურდ რომან ლომთაძეს უკავშირებდა, ხოლო პროტესტის მონაწილეებს მოძალადეებად წარმოაჩენდა.
;;
23 მაისს ვარლამ გოლეთიანზე ფეისბუქ მომხმარებელმა მათე გულუამ ჯგუფში /სცმ/ ე.წ. მიმი გაავრცელა. მიმი სავარაუდოდ იმ პოსტებს ეხმიანება, რომლებიც ვარლამ გოლეთიანს ქრისტეს და ბერ გაბრიელს ადარებდნენ. 26 აპრილს გვერდი “ერთი მილიონი ქართველი” სავარაუდოდ ვარლამ გოლეთიანის გაშარჟების მიზნით ავრცელებდა ლექსს, სადაც წერდა, რომ “ვარლამი ქრისტეზე უკეთესია”. ამჟამად პოსტი აღნიშნულ გვერდზე აღარ იძებნება. (hotcanadianpharmacy.com)

;;

;

თემატიკა: ეკონომიკა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist