პატრიოტთა ალიანსის მტკიცება, თითქოს უცხო ქვეყნის მოქალაქეებს გვარის ქართულად შეცვლა შეუძლიათ, სიცრუეა

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

549f5e8ffad848abb903f0a1ce29a7e2_XL
265
VIEWS

2017 წლის 19 ოქტომბერს პატრიოტთა ალიანსის წევრმა ვაჟა ოთარაშვილმა ტელეკომპანია ობიექტივის ეთერში აზიური იდენტობის პირების მიმართ ქსენოფობიური განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ ისინი ბინადრობის უფლების საფუძველზე საკუთარ გვარებსა და სახელებს ქართული გვარებითა და სახელებით იცვლიან. პატრიოტთა ალიანსის წარმომადგენლის შეფასებით, ეს ყოველივე ქართული იდენტობის დაკარგვის საფრთხეს წარმოადგენს.

ვაჟა ოთარაშვილი: „მასიურად შემოჰყავთ უცხო ერის მოსახლეობა, რომელსაც უცბათ აძლევენ ბინადრობას. აი, ნახეთ! იუსტიციის სახლში ყოველდღე, მიბრძანდით ბატონებო!.. ნახავთ, 80% უცხოელები არიან, ახლა მიდის მასიურად გვარების გადაკეთება, სახელების გადაკეთება, ზოგი ჩინელის, ზოგი ინდოელის, ზოგი  არაბის, ნახეთ რა ამბავი იქნება, რა ვღებულობთ, ანუ ქართველობა, საქართველო, როგორც ქართველთა ქვეყანა აღარ იქნება, ბატონო!“

ოთარაშვილის განცხადება სიცრუეა, რადგან უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ ბინადრობის უფლების ქონა საქართველოში სახელის ან გვარის შეცვლის რეგისტრაციისთვის საკმარისი პირობა არ არის.

“სამოქალაქო აქტების შესახებ” საქართველოს კანონის  62-ე მუხლი, აგრეთვე საქართველოს იუსტიციის მინისტრის “სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ” ბრძანების 46-ე მუხლი სახელისა და გვარის რეგისტრაციის უფლების საკითხს არეგულირებს. აღნიშნული კანონის თანახმად, სახელის ან/და გვარის შეცვლა შეუძლია:

  • საქართველოს მოქალაქეს;
  • სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირს, რომლის დაბადება რეგისტრირებულია საქართველოში;

სამოქალაქო აქტების შესახებ კანონი: “საქართველოს მოქალაქეს, აგრეთვე საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირს, რომლის დაბადება რეგისტრირებულია საქართველოში (გარდა ამ კანონის 85-ე მუხლის შესაბამისად განხორციელებული დაბადების რეგისტრაციისა), უფლება აქვთ, შეიცვალონ სახელი ან/და გვარი.”

იუსტიციის მინისტრის ბრძანება სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ: “ სახელის და/ან გვარის შეცვლის რეგისტრაციის საფუძველია საქართველოს მოქალაქის ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის, რომლის დაბადება რეგისტრირებულია საქართველოში, განცხადება. განცხადების ფორმას ამტკიცებს სააგენტოს თავმჯდომარე.”

 

აქედან გამომდინარე, იმისათვის, რომ ჩინელებმა, ინდოელებმა თუ ფრანგებმა საქართველოში ქართული სახელისა და გვარის დარეგისტრირება შეძლონ, ისინი ან საქართველოს მოქალაქეები უნდა იყვნენ, ან მოქალაქეობის არ ქონის შემთხვევაში, საქართველოში უნდა იყვნენ დაბადებულები. სწავლის, მუშაობის თუ სხვა მიზნით საქართველოში ლეგალურად შემოსული უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომელთაც შესაბამისი ბინადრობის უფლება აქვთ, საკუთარ სახელებსა და გვარებს ქართულით ვერ შეიცვლიან.

წყაროს შესახებ:

პატრიოტთა ალიანსი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად პარლამენტში 6 მანდატით არის წარმოდგენილი. პარტია ტვ „ობიექტივთან“ არის დაკავშირებული და აღნიშნული მედია საშუალების მსგავსად, ქსენოფობიური და ანტიდასავლური მესიჯების ტირაჟირებით გამოირჩევა.


მითების დეტექტორის ლაბორატორია

თემატიკა: მიგრაცია
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist