პატრიოტთა ალიანსის წევრის რუსული ნარატივი, თითქოს აშშ პანკისის ხეობაში ტერორიზმს ახალისებს

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

sharee
314
VIEWS

2018 წლის 24 იანვარს “პატრიოტთა ალიანსის” წევრმა ვაჟა ოთარაშვილმა ტელეკომპანია “ობიექტივის” ეთერში განაცხადა, რომ აშშ ტერორისტებს თავად შობს და აშშ-ის პრეზიდენტის, ჯორჯ ბუშის მიზანი პანკისის ხეობაში ცეცხლის კერის გაჩენა იყო.

ვაჟა ოთარაშვილი:  „ამ ტერორისტებსაც თითონ ამერიკა აჩენს, იმისა არ იყოს ეხლა, სირიაში რო ხელოვნურად შექმნეს ფაქტიურად სახელმწიფო ტერორისტების და მერე თითონ ებრძვიან, ანალოგიური ცეცხლის კერა უნდოდა გაეჩინა ამერიკას პანკისის ხეობაში. ის წერილიც [ჯორჯ] ბუშისა მაგისი დასტურია, სხვათა შორის.”

ოთარაშვილის განცხადება სიცრუეა, რადგანაც სწორედ ამერიკის მთავრობის “წვრთნისა და აღჭურვის” (Train and Equip) პროგრამის დახმარებით აღადგინა საქართველოს ხელისუფლებამ პანკისის ხეობაზე კონტროლი და ქვეყანა რუსული ინტერვენციისგან იხსნა.

მდგომარეობა პანკისის ხეობაში “წვრთნისა და აღჭურვის პროგრამის” დაწყებამდე

1999 წლიდან პანკისის ხეობას საქართველოს ხელისუფლება ვერ აკონტროლებდა. ჩეჩნეთის მეორე ომის დაწყებიდან მალევე, საქართველოში რამდენიმე ათასი დევნილი ჩამოვიდა, რომლებმაც პანკისის ხეობას შეაფარეს თავი. 1999 წლიდან ხეობაში კრიმინალური მდგომარეობა გაუარესდა, მათ შორის ადგილი ჰქონდა ადამიანების გატაცების, ნარკო-ტრეფიკინგისა და მკვლელობების შემთხვევებს. Human Rights Watch-ის 2003 წლის  ანგარიში საქართველოში ადამიანის უფლებათა შესახებ, მეტწილად სწორედ პანკისის ხეობაში ადამიანის უფლებათა კუთხით არსებულ მდგომარეობას ეხება.

  • ადამიანების გატაცება: პანკისის ხეობაში ადამიანთა გატაცების ყველაზე გახმაურებული შემთხვევები 2000-2002 წლებში დეპუტატ პეტრე ცისკარიშვილის და ბრიტანელი ბანკირის პიტერ შოუს უკავშირდება. ამ უკანასკნელმა ტყვეობაში 141 დღე გაატარა. 2001 წლის დეკემბერში, დიდი გამოსასყიდის გადახდის შემდეგ, ტყვეობიდან გაათავისუფლეს ორი ბრიტანელი ბიზნესმენი, რომლებმაც ხეობაში წელიწადზე მეტი დრო გაატარეს. ამ სამი ინციდენტის ორგანიზებაში ბრალდებული შოთა ჭიჭიაშვილი 2003 წელს დააკავეს და 22 წლით პატიმრობა შეუფარდეს, ხოლო 2013 წელს ამნისტიის საფუძველზე გაათავისუფლეს.
  • იარაღით უკანონო ვაჭრობა: HRW-ის ანგარიშის მიხედვით, გარკვეულ შემთხვევებში, ხელისუფლება თავად მონაწილეობდა პანკისის ხეობაში კრიმინოგენულ სიტუაციაში, განსაკუთრებით კი იმ ფონზე, როდესაც საუბარია ჩეჩნეთში პანკისის ხეობიდან იარაღით უკანონო ვაჭრობის შესახებ. HRW-ის კითხვები ხელისუფლების მიმართ უკავშირდებოდა ჩეჩენი იარაღით მოვაჭრე აიუფ პაიკაევის ჩვენებებს, რომელიც ირწმუნებოდა, რომ იარაღით ვაჭრობა უშიშროების სამინისტროს მფარველობით ხორციელდებოდა.
  • რუსეთის მიერ საქართველოს დაბომბვა და შემდგომი ინტერვენციის მუქარა: პანკისის ხეობის სიტუაციის გამო, რუსეთი საქართველოს ხელისუფლებას ჩეჩენი მეამბოხეების მფარველობაში ადანაშაულებდა, რის გამოც ხეობაში რუსული ჯარის განთავსება სურდა. ამ მოტივით 2002 წლის 23 აგვისტოს რუსეთმა პანკისის ხეობა  დაბომბა. 2002 წლის 12 სექტემბერს ვლადიმირ პუტინმა გაეროს გენერალურ მდივანს, გაეროს უშიშროების საბჭოს წევრებსა და ეუთოს ლიდერებს წერილით მიმართა, რომელშიც ის შევარდნაძის მთავრობას პანკისის ხეობის მიმართ უმოქმედობაში ადანაშაულებდა და საქართველოს ხელისუფლების მხრიდან არაეფექტურობის შემთხვევაში ხეობის წინააღმდეგ შესაბამისი ზომების მიღებით იმუქრებოდა.

წვრთნისა და აღჭურვის პროგრამა

წვრთნისა და აღჭურვის პროგრამა (GTEP), 64 მილიონ დოლარიანი ბიუჯეტით 2002 წლის 27 მაისს დაიწყო და რამდენიმე ფაზად განხორციელდა.

GTEP-ის შედეგად, საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა კომბინირებული ოპერაციების განხროციელებაში თავისი შესაძლებლობები მნიშვნელოვნად გაზარდა, გაამჯობესდა და გაძლიერდა ანტი-ტერორისტული ოპერაციების ჩატარების შესაძლებლობები და უნარები. GTEP-ის ფარგლებში ჯამში წვრთნა დაახლოებით 2600 ქართველმა ჯარისკაცმა გაიარა.

პროგრამა 2004 წლის აპრილში დასრულდა. GTEP ქართულ-ამერიკული სტაბილურობის შენარჩუნების ოპერაციის პროგრამამ (SSOP) ჩაანაცვლა, რომელიც ერაყში სამშვიდობო მისიებისთვის ქართული შეიარაღებული ძალების მომზადებას გულისხმობდა.

უნდა აღინიშნოს, რომ 2002 წელს ამერიკის “წვრთნისა და აღჭურვის პროგრამამ” საქართველო რეალურად ანტი-ტერორისტული ოპერაციის მოტივით რუსეთის ინტერვენციისგან იხსნა. 2005 წელს საქართველოს ხელისუფლებამ პანკისის ხეობაზე კონტროლი სრულად აღადგინა.

რუსული ნარატივი

გზავნილი, რომ დღეს საქართველო ტერორისტებისთვის თავშესაფარსა და ტრანზიტს წარმოადგენს, რუსული ნარატივის ნაწილია. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი  ლავროვს არაერთხელ აქვს გაცხადებული, რომ ე.წ. “ისლამურ სახელმწიფოს” პანკისში საწვრთნელი ბაზები აქვს განთავსებული და ხეობას პირდაპირი კავშირი აქვს ე.წ. “ისლამურ სახელმწიფოსთან”, რასაც ლავროვი რუსეთის ეროვნულ საფრთხედ წარმოაჩენს.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist