“პატრიოტები” ქართული ჯარის თავდაცვისუნარიანობას და ნატოში ინტეგრაციას ეჭვქვეშ აყენებენ

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

რ4რ
293
VIEWS

ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში საქართველოს ინტეგრიერირების წინააღმდეგ ახალი კამპანია “პატრიოტთა ალიანსმა” 4 მაისს საზოგადოების მობილიზებით დაიწყო.  აღნიშნული კამპანია რამდენიმე კომპონენტს მოიცავს: 1) ხდება ნატოს მიმართ სკეპტიციზმის გაღვივება და იმის მტკიცება, რომ საქართველო ალიანსის წევრი ვერასოდეს გახდება; 2) ინტეგრირების განაცხადი რუსეთის პროვოცირებას ახდენს და საქართველოსთვის ამ პროცესს სიკეთე არ მოაქვს; 3) საქართველოსთვის  უსაფრთხოების გარანტია მიუმხრობლობის ანუ ნეიტრალიტეტის გამოცხადებაა.

დავით თარხან-მოურავი, პატრიოტთა ალიანსი: „არ არსებობს არცერთი წვრთნა ნატოსთან ერთად, რომელმაც სიკეთე მოუტანა საქართველოს… არაფერი მოუტანია ამას, არც თავდაცვისთვის არაფერი მოუტანია… არანაირი თავდაცვის სისტემა არ გვაქ ჩვენ, ორ დღეში მოხდება დაპყრობა ყველაფრის აქ სამწუხაროდ.” (8 მაისი, 2019)

ირმა ინაშვილი, პატრიოტთა ალიანსი: „ეხლა პატარა ბავშვსაც ესმის, რომ ინტეგრაციის ის პოლიტიკა, რასაც ნატო აწარმოებს საქართველოსთან და საქართველო ნატოსთან, არი უშედეგო და მომავალშიც უშედეგო იქნება…“(1 მაისი, 2019)

“საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” ლიდერების განცხადებები საქართველოს ნატოში ინტეგრაციის მიმართ ნიჰილიზმისა და სკეპტიციზმის გაღვივებას ისახავს მიზნად. ნატოს მიერ მხარდაჭერილი პროექტების შედეგად თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში მნიშვნელოვანი რეფორმები განხორციელდა.  

“მითების დეტექტორი” გთავაზობთ მიმოხილვას, თუ როგორ აისახა საქართველოს შეიარაღებული ძალების თავდაცვისუნარიანობაზე ნატოსთან ინტეგრაციის პროცესი; ასევე ინტერვიუს “საქართველოს ატლანტიკური საბჭოს” აღმასრულებელ დირექტორთან, გიორგი მუჩაიძესთან.

  • 1994 წელს ამოქმედებული პროგრამა “პარტნიორობა მშვიდობისთვის” იყო პირველი მასშტაბური პროექტი, რომელმაც უზრუნველყო დიდი რაოდენობის კადრების მომზადება და საბჭოთა რელსებიდან სახელმწიფოს თანამედროვე მართვის სისტემაზე გადაყვანა. პროგრამამ “პარტნიორობა მშვიდობისთვის” მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა როგორც თავდაცვის სფეროს, ასევე სხვა სახელმწიფო სტრუქტურების განვითარებაში. შესაბამისი განათლების მისაღებად, ნატოს ეგიდით, კურსები ტარდებოდა არა მხოლოდ თავდაცვის სფეროში მომუშავე პერსონალისთვის, არამედ სხვადასხვა უწყებების წარმომადგენლებისთვის, მათ შორის პარლამენტის წევრებისთვისაც.
  • 1999 წლიდან საქართველო-ნატოს ანალიზისა და დაგეგმვის პროცესის (PARP) დახმარებით საქართველოში სამხედრო რეფორმის პრიორიტეტებმა ხელი შეუწყვეს თავდაცვის სამინისტროში ფინანსური მმართველობის გაუმჯობესებას და შეიარაღებული ძალების სადაზვერვო სტრუქტურების რეფორმირებას. ამ ინიციატივის ფარგლებში საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორში გამჭვირვალობის კუთხითაც. გაიზარდა ელექტრონული შესყიდვების სისტემის გამოყენება, გააქტიურდა ურთიერთობა სამოქალაქო საზოგადოებასთან, განხორციელდა სანაპირო დაცვის რეფორმა.
  • 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ ნატო საქართველოს დაეხმარა სამოქალაქო ინფრასტრუქტურისთვის მიყენებული ზარალის შეფასებაში, თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების სტრუქტურაში რეფორმების ჩატარებაში, ანტი-საჰაერო სისტემების მოდერნიზაციაში და კიბერუსაფრთხოების სფეროში.
  •  ნატო-ს მხარდაჭერით, მიზნობრივი პროექტის ფონდმა 287 ათასი ევროს ბიუჯეტით 2010 წლის ოქტომბერში დაიწყო პროქტი, რისი მეშვეობითაც საქართველოს დახმარება გაეწია ჭურვების, ყუმბარების და სხვა აუფეთქებელი საბრძოლო მასალებისგან გაეწმინდა ყოფილი საბჭოთა სამხედრო ბაზების ტერიტორიები და 2008 წლის ნაომარი პუნქტები, რომლებიც საფრთხეს წარმოადგენდნენ ადგილობრივი მოსახლეობის სოცოცხლისათვის.
  • 2009 წელს ნატო-ს ეგიდით დაიწყო პროფესიული განვითარების პროგრამა (PDP), რომელიც მიზნად ისახავს საჯარო უსაფრთხოების სექტორში დასაქმებული პირების პროფესიულ განვითარებას. პროგრამის ფარგლებში ტარდება სხვადასხვა კურსები, სწავლებების, სამუშაო შეხვედრები და სტაჟირებები, რომლებიც უზრუნველყოფს უსაფრთხოების სექტორში დასაქმებულების პროფესიულ ზრდას და ასევე ეხმარება საქართველოს მთავრობას კანონმდებლობების გაუმჯობესებასა და შეფასებაში.
  • 2009 წელს ნატო-ს განათლების განვითარების პროგრამის (DEEP) ფარგლებში ყურადღება გამახვილდა საქართველოს თავდაცვისა და სამხედრო განათლების სფეროს მრავალმხრივად განვითარებაზე. პროგრამა ზრუნავს ეროვნული თავდაცვის აკადემიისა და სერჟანტთა მომზადების ცენტრის ცოდნის ამაღლებაზე, გამოცდილების გაზიარების, სხვადასხვა  სწავლებებისა და მობილური საწვრთნელი ჯგუფების (MTT) მეშვეობით.
  • ნატო-ს მხარდაჭერით საქართველოში ძლიერდება ეროვნული სამოქალაქო მზადყოფნა და მდგრადობა. პრაქტიკული თანამშრომლობა “კატასტროფებზე რეაგირების ევროატლანტიკურ საკოორდინაციო ცენტრთან” (EADRCC) ხელს უწყობს კრიზისების მართვის შესაძლებლობებსა და თავსებადობას. “კატასტროფებზე რეაგირების ევროატლანტიკურმა საკოორდინაციო ცენტრმა” საქართველოს კოორდინირებული დახმარება გაუწია 2005 წელს დიდი წყალდიდობის, 2006 წელს სამხრეთ საქართველოს ტყეებში გაჩენილი ხანძრებისა და 2009 წლის მიწისძვრის დროს.
  • 2014 წლიდან შემუშავდა  ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი (SNGP), რომელიც საქართველოს ეხმარება ჩამოაყალიბოს ნატოს სტანდარტების შესაბამისი მოქნილი შენაერთები, რომლებიც მოკავშირე ძალებთან ერთად განახორციელებენ ოპერაციებს უსაფრთხოების საერთო გამოწვევების საწინააღმდეგოდ. პაკეტი ათეულზე მეტ სფეროში სერიოზულ პროგრამებს ახორციელებს საქართველოს თავდაცვის შესაძლებლობების განსავითარებლად. ხდება შვეულმფრენების, ჯავშანტექნიკისა და სპეცდანიშნულების ჯარების განვითარება. მიმდინარეობს სანაპირო დაცვასთან დაკავშირებით განხორციელებული პროგრამები, ასევე სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლის კუთხით თანამშრომლობა და ლოგისტიკა. პაკეტის ფარგლებში შემუშავებულია ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრში (JTEC) განხორციელებული ტრენინგები, რომლებიც შეესაბამება საქართველოს და რეგიონალურ საჭიროებებს და აძლიერებს საქართველოს შეიარაღებული ძალების საწვრთნელ პროგრამებს, არსებულ პოლიტიკასა და დოქტრინებს.
  • ნატოს ეგიდით მიმდინარე საერთაშორისო სწავლებები გაიზარდა როგორც რაოდენობრივად, ასევე ხარისხობრივად. ამჟამად ეს სწავლებები გარდა სამშვიდობო ოპერაციების კუთხით ურთიერთქმედების გაუმჯობესებისა, წარმოადგენს რუსეთის აგრესიის მოსაგერიებლად მოსამზადებელ წვრთნებსაც. სცენარი, რომელიც ამ წვრთნებს უდევს საფუძვლად არის რუსეთის აგრესიის შემთხვევაში ერთობლივი მოქმედებების განხორციელება. რაც შეეხება შეიარაღებული ძალების შემადგენლობას, გაიზარდა მონაწილე პერსონალის რაოდენობა, ხარისხობრივად და რაოდენობრივად შეიცვალა საბრძოლო ტექნიკა.
  • შესაბამისი ნატოს წვრთნისა და შეფასების პროცედურების წარმატებით გავლის შემდეგ, 2015 წლიდან საქართველოს ერთი ქვეითი ასეული ჩართულია ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში. საქართველო ნატოს არაწევრ ოთხ ქვეყანას შორის, ფინეთთან, უკრაინასთან და შვედეთთან ერთად, ერთ-ერთია, რომელიც ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში მონაწილეობს, რაც საქართველოს შეიარაღებული ძალების მოკავშირეების შეიარაღებულ ძალებთან მაღალ თავსებადობაზე მეტყველებს.

{“preview_thumbnail”:”/sites/default/files/styles/video_embed_wysiwyg_preview/public/video_thumbnails/wpbLivsjb6o.jpg?itok=UsjRqs45″,”video_url”:”https://www.youtube.com/watch?v=wpbLivsjb6o”,”settings”:{“responsive”:1,”width”:”854″,”height”:”480″,”autoplay”:0},”settings_summary”:[“Embedded Video (Responsive).”]}

 

ქვეყანა/ორგანიზაცია: ნატო
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist