პანდემიის გეგმა თუ მომავლის ჰიპოთეტური სცენარი: რა არის “Lock Step” სინამდვილეში?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

80
VIEWS

2021 წლის 13 სექტემბერს ანტივაქსერმა ფეისბუქ მომხმარებლებმა ზვიად ტომარაძემ და კობა კუპრაშვილმა ვიდეო გამოაქვეყნეს, რომელშიც რამდენიმე თემას, მათ შორის კორონავირუსის წინააღმდეგ ბავშვების ვაქცინაციის საკითხს განიხილავენ. კობა კუპრაშვილის მტკიცებით, როგორც კორონავირუსის პანდემია, ისე ვაქცინაცია მთელ მსოფლოში ერთიანი და წინასწარ გაწერილი გეგმით მიმდინარეობს. კუპრაშვილის თქმით, ჯერ კიდევ 2010 წელს როკფელერების ფონდის მიერ ჩატარებულ “თამაშზე Lock step” გათამაშდა ის სცენარი, რომლითაც პანდემიის პერიოდში მიმდინარე მოვლენები ვითარდება.

20 სექტემბრის მონაცემებით, კობა კუპრაშვილისა და ზვიად ტომარაძის ვიდეოს 1000-ზე მეტი გაზიარება აქვს.

1

მტკიცება, თითქოს კორონავირუსის პანდემია და ვაქცინაციის პროგრამა როკფელერების ფონდმა 2010 წლის “თამაშზე” დაგეგმა, მცდარია. რეალურად, “Lock step” არა კორონავირუსის პანდემიის წინასწარ გაწერილი გეგმა, არამედ “მომავლის ტექნოლოგიებისა და საერთაშორისო განვითარების სცენარების” ანგარიშის ერთ-ერთი ქვეთავია, რომელიც მომავალში გრიპის პანდემიის შემთხვევაში მოსალოდნელ ვითარებას და ჰიპოთეტურ პროგნოზებს ეხება.

54 გვერდიანი ანგარიში “სცენარები მომავლის ტექნოლოგიებისა და საერთაშორისო განვითარებისთვის” როკფელერების ფონდმა და ბიზნესის გლობალურმა ქსელმა (GBN) 2010 წლის მაისში გამოსცა. ანგარიში მომავლის 4 ჰიპოთეტური სცენარისგან შედგება, რომელთაგანაც “Lock step” (“ფეხშეწყობით სვლა”) ერთ-ერთია. როგორც შესავალ ნაწილში ვკითხულობთ:

“როკფელერების ფონდს სჯერა, რომ საერთაშორისო განვითარების მომავალზე ტექნოლოგიების გავლენის მრავალი შესაძლო ფორმის გასაგებად, პირველ რიგში, მომავლის შესაძლებლობების შესახებ ჩვენი ინდივიდუალური და კოლექტიური გაგება უნდა გაღრმავდეს და გაფართოვდეს. ეს ანგარიში და პროექტი, რომელსაც ის ეფუძნება, ამის ერთ-ერთი მცდელობაა.”

ანგარიშის შესავალში ასევე აღნიშნულია, რომ დოკუმენტში მოცემული სცენარები არა წინასწარმეტყველებები, არამედ მომავალზე შემოქმედებითი ფიქრის შედეგად მიღებული ჰიპოთეზებია, რომელთა გააზრება მომავლის სხვადასხვა ვერსიასთან დაკავშირებულ გამოწვევებთან გასამკლავებლად  აუცილებელია.

2

ვრაუდობს, რომ მსგავსი ტიპის და მასშტაბის გამოწვევას ამერიკის შეერთებულ შტატებსა და დასავლურ დემოკრატიულ სისტემებზე უფრო ეფექტიანად ჩინეთი და ავტორიტატული მოწყობის მქონე ქვეყნები გაუმკლავდებიან, რადგან მათთვის კარანტინის შემოღება, საზღვრების ჩაკეტვა და მოქალაქეთა უფლებების სხვა შეზღუდვების დაწესება უფრო მარტივია. “Lock Step”-ის თანახმად, ავტორიტარულ მოდელებს თანდათან სულ უფრო მეტი განვითარებული ქვეყანა მიბაძავს, მსოფლიოში აგრესიული ნაციონალიზმი გაიზრდება, ხოლო 2025 წლისთვის შეზღუდვებით უკმაყოფილო მასები სხვადასხვა ქვეყანაში პროტესტს დაიწყებენ და სამოქალაქო დაძაბულობები გაღრმავდება.

3

რაც შეეხება ანგარიშში შესულ დანარჩენ სამ სცნარს:

  • “Clever Together” უშვებს, რომ 2008-2010 წლების გლობალური ეკონომიკური კრიზისის შემდეგ მსოფლიო ეკონომიკა კი არ შემცირდა, პირიქით, სწრაფი ტემპებით გაიზარდა და ინდუსტრიული ბუმი დადგა, რომელმაც განსაკუთრებული სარგებელი ინდოეთსა და ჩინეთს მოუტანა. შედეგად, მსოფლიოში სიმდიდრის უთანასწორო გადანაწილება იზრდება და ინდუსტრიალიზაციის თანმდევი ეკოლოგიური პრობლემები მწვავდება.
  • “Hack Attack”-ის მიხედვით, 2010 წლიდან 2020 წლის შუალდედში რამდენიმე მასშტაბური გლობალური კატასტროფა მოხდა: 2012 წლის ოლიმპიური თამაშების ტერაქტი, ძლიერი მიწისძვრა ინდონეზიაში, რომელმაც 40 000 ადამიანი შეიწირა, ნიკარაგუას ცუნამი და ბოლოს ჩინეთის მასობრივი შიმშილობა. აღნიშნულმა კატასტროფებმა 2008-2010 წლების ეკონომიკური კრიზისის შედეგები გააღრმავა და პლანეტა გაკოტრების და ეკონომიკური კატასტროფის პირზეა.
  • “Smart Scramble” ვარაუდობს, რომ 2008 წლის მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი 2010 წელს არ დასრულდა, მსოფლიოს წამყვანი ეკონომიკები – აშშ და ჩინეთი რეცესიასა და სტაგნაციაში დარჩა. კიდევ უფრო გაიზარდა ქვეყნების საგარეო ვალის წნეხი, ხოლო აფრიკის კონტინენტი უცხოური ინვესიტიციების გარეშე დარჩა, თუმცა ზოგიერთ განვითარებად ქვეყანაში ეკონომიკური სტაბილურობის აღდგენა დაიწყო.

4

აღსანიშნავია, რომ კორონავირუსის პანდემიის პერიოდში სხვადასხვა ჰიპოთეტური სცენარისა და სიმულაციის საფუძველზე პანდემიის წინასწარ დაგეგმვის შესახებ შეთქმულების თეორიები აქტიურად ვცელდებოდა. ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” სტატიები:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
წყარო

წყარო

ტომ
ზვიად ტომარაძე

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist