Panda-ს ახალ გვერდს ორივე პოსტი დასპონსორებული აქვს

კითხვის დრო: < 1 minute

კითხვის დრო: < 1 minute

80084109_2582932515364533_1492194075263107072_n
831
VIEWS

Panda-მ, რომელიც ფეისბუკმა სახელისუფლებო გვერდების არაავთენტურ ქმედებას დაუკავშირა,  ახალი გვერდი ფეისბუკის განცხადებიდან ორ დღეში, 22 დეკემბერს შექმნა. ამავე დღეს მათ Youtube-სა და ფეისბუქ გვერდზე ახალი კლიპიც გამოაქვეყნეს, რომელშიც “ცრუ ლიბერალებს” ცილისწამებასა და Panda-ს “დამარხვაში” ადანაშაულებენ. ამ კლიპთან ერთად Panda-ს გვერდზე კიდევ ერთი პოსტი, Panda-ს განცხადებაა გამოქვეყნებული. პანდას ორივე პოსტი დასპონსორებულია.

"

"

20 დეკემბერს ფეისბუკმა საქართველოდან, ვიეტნამიდან და ამერიკიდან კოორდინირებული არავთენტური ქმედების გამო ასობით ანგარიში დაბლოკა,  მათ შორის 386 ქართული.  ბევრი მათგანი საქართველოს ხელისუფლებასთან დაკავშირებული ფეისბუკ გვერდი და ჯგუფია.

ფეისბუკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია,  რომ საქართველოსთან დაკავშირებული გვერდები პოზიციონირებდნენ, როგორც მედია და იმიტირებდნენ პოლიტიკურ პარტიებს. ასევე ნათქვამია, რომ ამ გვერდებს რეკლამიებაში $316 000 აქვთ დახარჯული.

“მიუხედავად იმისა, რომ ამ ანგარიშების უკან მდგომი ადამიანები ცდილობდნენ, დაეფარათ თავიანთი იდენტობა და კოორდინირებული მუშაობა, ჩვენი გამოძიებით ეს აქტივობები საქართველოში მოქმედ სარეკლამო კომპანია პანდასა და ქართული ოცნების ხელისუფლებას უკავშირდება,”- ნათქვამია განცხადებაში.

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist