ОРТ “როიტერს” სიცრუეში ადანაშაულებს, “როიტერი” კრემლს – სირიაში გარდაცვლილთა სტატისტიკის გაყალბებაში

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

share
216
VIEWS

2017 წლის 2 აგვისტოს ОРТ-ს საინფორმაციო გამოშვებაში გავიდა სიუჟეტი, რომელიც სააგენტო „როიტერი“-ს მიერ მომზადებულ სტატიასექსკლუზივი: 2017 წელს რუსული დანაკარგი სირიაში გაიზარდა“ შეეხებოდა. როიტერის პუბლიკაცია სირიაში რუსეთის ფედერაციიდან გარდაცვლილთა ოჯახის წევრების, მეგობრებისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელთა მონათხრობის საფუძველზე ამტკიცებს, რომ სირიაში 2017 წელს არა 10 სამხედრო გადრაიცვალა, როგორც ამას რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, არამედ – 40.

ОРТ-ს საპასუხო სიუჟეტში საინფორმაციო სააგენტო „როიტერს“ სიცრუეში ადანაშაულოებს, ხოლო მასალაში მოყვანილი ფაქტებს რედაქცია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის შემდეგი კომენტარით უარყოფს:

იგორ კონაშენკოვი, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი: „როიტერი პირველად არ ცდილობს რუსეთის მიერ ISIS ტერორისტების გასანადგურებლად წარმოებული და სირიაში მშვიდობის დამყარების ოპერაციის ნებისმიერ ფასად დისკრედიტირებას. სირიაში დაღუპული რუსეთის სამხედრო მოსამსახურეების არავითარი, თითქოსდა „საიდუმლო“ დასაფლავებები არ ხდება. მცდელობები, მათი სხვა პირებად გასაღების, რომელთაც არავითარი კავშირი შეირაღებულ ძალებთან და მით უმეტეს სირიის ოპერაციასთან არ ჰქონიათ, თავიდან ბოლომდე სიცრუეა“.

ОРТ-ს სიუჟეტი “როიტერის” მასალის არცერთი კონკრეტული შემთხვევის შესახებ კომენტარს არ შეიცავს და მხოლოდ იგორ კონაშენკოვის ზოგად განცხადებას ეყრდნობა, მაშინ როცა „როიტერი“ ფაქტების დასადასტურებლად არაერთ წყაროს იყენებს.

“როიტერი” თავის მასალაში შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს ეყრდნობა:

  • როიტერის სტატისტიკა vs. რუსეთის ოფიციალური მონაცემები.

„როიტერმა“ ღია წყაროებზე დაყრდნობით მოიპოვა ინფორმაცია, რომელიც ამტკიცებს, რომ სირიაში გარდაცვლილთა რიცხვი ოფიციალური მონაცემებისგან განსხვავებულია. გარდაცვალების უმეტეს ფაქტს ადასტურებს ერთზე მეტი წყარო (უშუალოდ ის, ვინც იცნობდა გარდაცვლილს – ოჯახის წევრი, მეგობარი, ნათესავი ან ადგილობრივი ოფიციალური წარმომადგენლები). მხოლოდ 9 შემთხვევაში “როიტერი” ეყრდნობა ადგილობრივ ან სოციალურ მედიას, რომლებიც თავის მხრივ სხვა წყაროებს იყენებენ.

სააგენტო ავრცებელებს ინფოგრაფიკას, რომელზეც ასახულია, ერთი მხრივ, 2015-2017 წლებში სირიაში დაღუპულ რუსეთის სამხედროთა მონაცემები (წითლად) და მეორე მხრივ, როიტერის მიერ მოპოვებული ციფრები (ლურჯი), რომელიც ოფიციალურ სტატისტიკას აჭარბებს. ინფოგრაფიკა ინტერაქტიულია და ფერების გასწვრივ, ის თითოეული გარდაცვლილის გვარს უჩვენებს.

"

მასალის მიხედვით, სირიაში 2017 წელს მინიმუმ 40 რუსი ჯარისკაცი და კერძო კონტრაქტორი დაიღუპა: 21 კერძო კონტრაქტორი, 17 ჯარისკაცი, 2 ადამიანის სტატუსი ბუნდოვანია.
იხ. ინფოგრაფიკა

"

  • რუსეთში კერძო სამხედრო კომპანიები არ არსებობენ

კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ რუსი მოხალისეები, რომლებიც იბრძვიან სირიის არმიასთან ერთად რუსეთის თავდაცვის სამინისტროს არ გაუგზავნია.

დიმიტრი პესკოვი, რფ-ის პრეზიდენტის პრეს-მდივანი: “თუ რუსეთის მოქალაქეები სირიაში არიან როგორც მოხალისეები და ა.შ., ამას არანაირი კავშირი არ აქვს რუსეთის სახელმწიფოსთან”.

ოფიციალურად რუსეთში კერძო სამხედრო კომპანიები არ არსებობენ. “როიტერი” იმ პიროვნებების საშუალებითაც ვერ დაუკავშირდა სირიაში რუსეთის კერძო კონტრაქტორების მეთაურებს, რომელთაც მათთან ნაცნობობა აკავშირებდათ.

როიტერის რამდენიმე წყაროს მიხედვით, რუსი კერძო სამხედრო კონტრაქტორების სირიაში საიდუმლოდ გაყვანა ვინმე “ვაგნერი”-ს (ზედმეტსახელი) მეშვეობით ხდება.

  • 2015 წელს ინფორმაცია დაჭრილთა და გარდაცვლილთა რაოდენობის შესახებ სახელმწიფო საიდუმლოებად გამოცხადდა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 2015 წლის 28 მაისს, ანუ სირიის ოპერაციის დაწყებამდე 3 თვით ადრე, გამოსცა განკარგულება, რომლითაც სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ კანონში ცვლილება შევიდა. ამ განკარგულებით განისაზღვრა, რომ არა მხოლოდ ომის, არამედ მშვიდობიანობისა და სპეციალური ოპერაციების დროსაც ინფორმაცია დაჭრილთა და გარდაცვლილთა რაოდენობის შესახებ სახელმწიფო საიდუმლოებად გამოცხადდა.

ბრძანება

"

  • რუსეთის სამხედრო დაზვერვა (გრუ) და კერძო კონტრაქტორები

ალექსანდრე პრომოგაიბო (სირიაში გარდაცვლილი კერძო კონტრაქტორი) ერთ-ერთი კერძო კონტრაქტორი, რომლის სიკვდილი ოფიციალურად არ უღიარებიათ, სამხრეთ რუსეთის ქალაქ ბელორჩენსკის მკვიდრი, 40 წლის ალექსანდრე პრომოგაიბო იყო. ის 25 აპრილს გარდაიცვალა და ამის შესახებ მისი ბავშვობის მეგობარი არტურ მარობიანი საუბრობს. პრომოგაიბო ჩეჩნეთის ომში რუსულ ელიტურ პარაშუტისტთა რაზმში იბრძოდა. მისი მეგობარი ყვება, რომ მანამდე იგი დარაჯად მუშაობდა. მას სჭირდებოდა ფული, რათა აეშენებინა სახლი და ეცხოვრა თავის ცოლთან და ქალიშვილთან ერთად. გასულ წელს იგი შეურთდა კერძო სამხედრო კონტრაქტორებს, რომლებიც მჭიდროდ მუშაობენ რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან. მას დაჰპირდნენ თვიურ 6000 დოლარს ანაზღაურების სახით, რაც 9-ჯერ მეტია რუსეთში საშუალო ხელფასის ოდენობაზე. მარობიანის მიხედვით, პრომოგაიბოს სამსახური შესთავაზეს სამხედრო შენობაში, რომელიც რუსეთის სამხედრო დაზვერვის სამსახურს (გრუ) ეკუთვნის. იგი აიყვანეს მხოლოდ მესამე ცდაზე, ინტენსიური წვრთნის შემდეგ, რომლის შედეგადაც მან 55 კილოგრამი დაიკლო.

"

ფოტო: ალექსანდრე პრომოგაიბო (მარცხნივ) და არტურ მარობიანი (მარჯვნივ)

  • სირიაში დაღუპულებს დახურულ სამხედრო სასაფლაოზე კრძალავენ, სადაც შესვლა მხოლოდ პასპორტებით ხდება

გენადი პერფილევი (სირიაში დაღუპული ვიცე-პოლკოვნიკი). 51 წლის ვიცე-პოლკოვნიკი გენადი პერფილევი სირიაში სამხედრო მრჩევლად ჩავიდა. 8 აპრილს იგი ძლიერ საარტილიერიო დაბომბვას ემსხვერპლა, რის შესახებაც მისმა ყოფილმა თანაკლასელმა ჩელიაბინსკის უმაღლესი სატანკო სკოლიდან განაცხადა. “როიტერს” კიდევ ერთმა მისმა კლასელმა დაუდასტურა, რომ მას „მძიმე მეტალის რამდენიმე გრამი“ მოხვდა. ასევე მისმა კლასელმა უამბო სააგენტოს, რომ ის სადაზვერვო ოპერაციის დროს მოკლეს. პერფილევის სახელი არ ფიგურირებდა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ ნოტაში სირიაში დაღუპულ სამხედროების შესახებ. იგი დასაფლავებულია მოსკოვის გარეთ მდებარე ძლიერ დაცულ სამხედრო სასაფლაოზე, სადაც შესვლა მხოლოდ პასპორტების წარდგენისა და იმ ადამიანის დასახელების შემდეგ არის შესაძლებელი, ვისი საფლავის მონახულებაც შემსვლელს სურს. პერფილევის საფლავის ქვაზე სახელსა და გარდაცვალების თარიღს მისივე ფოტო ფარავს. ანალოგიური სურათია სხვა სირიაში დაღუპულ ჯარისკაცთა საფლავის ქვებზეც, ხოლო არა სირიაში დაღუპულთა საფლავის ქვებზე წარწერები ჩვეულბრივად იკითხება.

"

ფოტო: ვიცე-პოლკოვნიკ გენადი პერფილევის საფლავი

  • რუსეთი სირიაში დაღუპულთა ოჯახებს ჯილდოებს ფარულად აჯილდოვებენ

“როიტერი”-ს მიხედვით, ჯარისკაცთა სიკვდილიდან თვეების შემდეგ, რუსეთი ჩუმად აღიარებს ზოგიერთ დანაკარგს, მათ შორის კერძო სამხედრო კონტრაქტორების. მათი ოჯახები იღებენ სახელმფიფო მედლებს და ზოგიერთ სკოლას, სადაც გარდაცვლილი ჯარისკაცები სწავლოდბნენ, მათ სახელს ანიჭებენ.

  • “როიტერი”-ს არცერთ მიმართვას სახელმწიფო ორგანოებიდან რეაგირება არ მოჰყოლია

“როიტერმა” გამოძიების პროცესში კომენტარისა და ფაქტების გადამოწმების მიზნით კრემლს, ასევე რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიმართა, თუმცა რუსეთის ოფიციალურმა უწყებებმა ეს მიმართვები ურეაგიროდ დატოვეს.

სირიაში დაღუპულ სხვა ჯარისკაცთა საფლავები:

მაქსიმ სოროჩენკო

"

ოლეგ არხირიევი

"


“მითების დეტექტორის” ლაბორატორია

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: რუსეთი, სირია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist