ობიექტივი და პატრიოტთა ალიანსი ოკუპანტთან მარტო დარჩენას ითხოვენ

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

გგგგგგ_0
349
VIEWS

4 ოქტომბერს, TV ობიექტივის ეთერში გადაცემა „ღამის სტუდიის“ წამყვანმა ბონდო მძინარაშვილმა განაცხადა, რომ დასავლეთი საქართველოს უფლებას არ აძლევს რუსეთთან პირდაპირი დიალოგი დამოუკიდებლად აწარმოოს. მისი თქმით, პირდაპირი დიალოგი თავად მოსკოვისა და თბილისის, ასევე თბილისის და სოხუმის ან თბილისისა და ცხინვალის გადასაწყვეტია.  ბონდო მძინარაშვილის განცხადება პატრიოტთა ალიანსის  ვიდეოკლიპში გაჟღერებულ მოწოდებებს იმეორებს, რომელიც TV ობიექტივის ეთერში 2017 წლის 6 აგვისტოს გავიდა. კლიპში პატრიოტთა ალიანსი მოსახლეობას საქართველო- NATO -რუსეთის ფორმატის შექმნის, რუსეთთან პირდაპირი მოლაპარაკებების დაწყების და ოკუპაციის კანონის გაუქმების მხარდაჭერისკენ მოუწოდებდა.

ბონდო მძინარაშვილი, წამყვანი: „ჩვენც გვეუბნებიან ჩვენი მეგობრები, დასავლელი მეგობრები, რომ კი გვეუბნებიან, რომ უნდა დაელაპარაკოთ რუსეთს მაგრამ, თან გვეუბნებიან, რომ მათ ჩვენთან ერთად უნდა დაელაპარაკოთ. არის ეს მომენტი კიდევ, რომელიც ამ გაურკვევლობაში გვიქმნის პრობლემას, ანუ, საბოლოო ჯამში მოსკოვის და თბილისის გადასაწყვეტია პირდაპირი დიალოგი მოსკოვსა და თბილისს შორის და პირდაპირი დიალოგი თბილისსა და სოხუმსა და თბილისსა და ცხინვალს შორის. თორე ისე გამოდის, რომ რაკი ჩვენ არ გვაქვს, ჩვენ არ გვაძლევენ უფლებას. ხომ გახსოვთ, როდესაც საუბარი იყო რუსეთის ხელისუფლების მხრიდან შემოთავაზებაზე, პრეზიდენტმა [გიორგი] მარგველაშვილმა გააკეთა განცხადება, რომ ჩვენს პარტნიორებს დავეკითხებით და ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას გავმართოთ თუ არა შეხვედრები უმაღლეს დონეზეო და ეს იმდენად გასაოცარი პასუხი იყო პრეზიდენტის მხრიდან, რომ ანუ, პრეზიდენტი დამოუკიდებლად, პირველი პირია, ხო საქართველოს მთავარსარდალია, დამოუკიდებლად ვერ იღებს გადძიაწყვეტილებას ვის დაელაპარაკოს და ვის არა, უნდა დაელაპარაკოს პარტნიორებს“.

4 ოქტომბერი, TV  ობიექტივი, ღამის სტუდია

“ობიექტივის” წამყვანისა და პატრიოტთა ალიანსის განცხადებები მოსკოვთან, ცხინვალთან და სოხუმთან პირდაპირი დიალოგის დაწყებაზე ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატის გაუქმებას და აგრესორი ქვეყნის პირისპირ საქართველოს ერთი-ერთზე დარჩენას ისახავს მიზნად. ამასთან, რუსეთის მიზანია პრობლემა ქართველებსა და აფხაზებს, ქართველებსა და ოსებს შორის კონფლიქტად წარმოაჩინოს, სადაც ის შუამავლის როლს ასრულებს და არა ოკუპანტის.

ძირითადი ფაქტები

  • საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები  2008 წლის აგვისტოში საქართველოს მიმართ განხორციელებული სამხედრო აგრესიის და რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ე.წ. აღიარების საპასუხოდ 2008 წლის 2 სექტემბერს  გაწყვიტა.
  • ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატი, საქართველოსა და რუსეთს შორის 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესაბამისად შეიქმნა, რომელიც ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობების  უზრუნველყოფის  დაცვას ისახავს მიზნად.
  • ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები ერთადერთი ფორმატია, რომელიც აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან დიალოგს საერთაშორისო აქტორების – გაეროს, ეუთოს და ევროკავშირის და აშშ-ის მონაწილეობით უზრუნველყოფს. ჟენევის ფორმატში ასევე მონაწილეობენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე,  ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ასევე სოხუმისა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლები.
  • ჟენევის ფორმატი მნიშვნელოვანია იმით, რომ საქართველო აგრესორი ქვეყნის პირისპირ სასაუბროდ მარტო არაა დარჩენილი და მასში საქართველოს ყველა საერთაშორისო პარტნიორია ჩართული.
  • ჟენევის ფორმატში საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლები არა მხარეებად, არამედ ინდივიდუალურ პიროვნებებად არიან წარმოდგენილნი, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს თვითგამოცხადებული რესპუბლიკების სამართლებრივ სტატუსს და იმას, რომ 2008 წლის ომი საქართველოში მეზობელი სახელმწიფოს რუსეთის ინტერვენცია იყო და შესაბამისად კონფლიქტის მხარეები რუსეთი და საქართველოა.
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist