“ობიექტივი” 9 აპრილის ტრაგედიას ამჯერად აშშ-ს აბრალებს

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

ტფ
1.4k
VIEWS

2018 წლის 24 ნოემბერს ტელეკომპანია “ობიექტივის” ეთერში გადაცემის წამყვანი ვალერი კვარაცხელია 9 აპრილის მოვლენებს შეეხო და აღნიშნა, რომ 9 აპრილის “ნამდვილი შემოქმედი” არა საბჭოთა კავშირი, არამედ ამერიკის შეერთებული შტატები იყო. კვარაცხელია თავადვე აღნიშნავს, რომ ამის დამადასტურებელი ფაქტები არ აქვს, თუმცა მიაჩნია, რომ ყველა ის მოვლენა, რომელიც საქართველოსთვის მკტიცნეული იყო, სინამდვილეში არა რუსეთის, არამედ დასავლეთისგან მოდიოდა. რაც შეეხება საბჭოთა კავშირს, მის დაშლას “ობიექტივის” წამყვანი ერთა შორის დაპირისპირებას უწოდებს.

ვალერი კვარაცხელია: ,,ვიხსენებთ რა 9 აპრილს, ვტირივართ რა 9 აპრილს დაღუპულთა გამო და გვტკივა რა 9 აპრილის ტრაგედია, ჩვენ უნდა ვიცოდეთ ვინ არის მისი ნამდვილი შემოქმედი.  მისი ნამდვილი შემოქმედი არის ის, ვინც იბრძოდა საბჭოთა კავშირის დასაშლელად, ანუ, ამერიკის შეერთებული შტატები და ყველაფერი ის, რაც მოხდა, იყო ერთა შორის დაპირისპირების გასაღვივებელი რამ…
ძნელი არი საერთოდ და ძნელი იქნება ჩემთვისაც, რომ დაგარწმუნოთ თქვენ იმაში, რომ ეს სახელმწიფო გადატრიალება [1989 წლის 9 აპრილი] ისე კი არ  მოხდა როგორც ჩვენ გვგონია, საბჭოთა კავშირისა და რუსეთის ხელით, არამედ, ეს სახელმწიფო გადატრიალება მოხდა ამერიკის ხელით, დასავლეთის ხელით.
ძნელია დღესაც ამაში დაარწმუნო ადამიანები იმიტომ, რომ უშუალო ფაქტები არ არსებობს და რაც მთავარია, ვერაგული რაც იყო, დასავლეთის მიერ უკვე დამორჩილებული რუსეთის ხელით კეთდებოდა ყველაფერი. ის რაც რუსეთის ხელით კეთდებოდა და რაც ესოდენ მტკივნეული იყო ჩვენთვის, ყველაფერი ის, მოდიოდა დასავლეთიდან“.

“ობიექტივის” წამყვანი” 9 აპრილის ტრაგედიაში საბჭოთა კავშირის პასუხისმგებლობის მოხსნას ცდილობს და კონტრბრალდებების მეთოდის გამოყენებით ცდილობს პასუხისმგებლობა აშშ-ს დააკისროს, რაც თავად ამ ტრაგედიის მნიშვნელობის გაუფასურებას წარმოადგენს.

მანამდე, “ობიექტივის” კიდევ ერთმა წამყვანმა ნინო რატიშვილმა 12 ნოემბერს “ობიექტივის” ეთერში 9 აპრილის ტრაგედიაში რუსეთის პასუხისმგელობის ნაცვლად ყურადღება საბჭოთა ჯარის ეთნიკურ შემადგენლობაზე გაამახვილა და განაცხადა, რომ 9 აპრილს მის მოკვლას არა რუსები, არამედ შუა აზიელი ჯარისკაცები ცდილობდნენ.

9 აპრილის შესახებ 10 ნოემბერს  Al Jazeera-სთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა საქართველოს კულტურის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ და ფოტო დოკუმენტალისტმა იური მეჩითოვმა.  მეჩითოვი ამტკიცებდა, რომ 9 აპრილს თბილისში განზრახ არავინ მოუკლავთ, ადამიანები იქ ასფიქსიით გარდაიცვალნენ, ხოლო ორგანიზატორებმა 9 აპრილს რეალურად შოუ დადგეს. მეჩითოვმა მოგვიანებით თავისი განცხადების გამო ბოდიში მოიხადა.


პროპაგანდის მეთოდი
ავტორიტარული რეჟიმების მიერ ჩადენილი დანაშაულებების გამართლება ისტორიის გაყალბების ერთ-ერთი გავრცელებული მეთოდია. ამ მეთოდის ნაწილია ასევე კონტრბრალდებები ( whataboutism), რომელიც ბრალდებებზე ან რთულ საკითხებზე პასუხის გაცემის ნაცვლად ან საპირისპირო ბრალდებებს აყენებს ან სხვა საკითხზე გადააქვს აქცენტი, რაც არასწორი შედარებებისა და მანიპულაციური მორალური მსჯელობების გზით კრიტიკის ობიექტიდან ყურადღების გადატანას ან/და ამ ობიექტის გამართლებას ცდილობს.
თემატიკა: ისტორია
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ
წყარო

წყარო

ვალ
კვარაცხელია ვალერი

წყარო

ობ
ობიექტივი

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist