НТВ-ს გაყალბებული კადრები: რუსული ავიაციის მიერ დაბომბილი გორი ცხინვალად საღდება

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

სჰარეეს
941
VIEWS

8 აგვისტოს რუსულმა ტელეარხმა НТВ-მ გამოაქვეყნა ჟურნალისტ სერგეი ხოლოშევსკის საავტორო დოკუმენტური ფილმი “აგვისტო 2008: იძულება სიმართლისკენ”.  იმავე დღეს ტელეარხის ოფიციალურ  Facebook გვერდზე  დოკუმენტური ფილმის შესახებ ვიდეო განთავსდა, რომლის აღწერილობაში ნათქვამია, რომ 8 აგვისტოს საქართველო სამხრეთ ოსეთს დაესხა თავს. НТВ-ს თანახმად, ამავე დღეს საომარ მოქმედებებთან ერთად საინფორმაციო ომიც დაიწყო.

НТВ: “სამხრეთ ოსეთში მიმდინარე მოვლენების გაშუქებაზე დასავლეთმა ყველა ხელმისაწვდომი საინფორმაციო რესურსი მიმართა. ტელეარხები ქართველი მეომრების აგრესიას არ აჩვენებდნენ, მხოლოდ ერთხმად ადანაშაულებდნენ რუსეთს საქართველოზე თავდასხმაში. ეს იყო ერთადერთი ვერსია, რომელსაც საზოგადოებრივი აზრის ფორმირება უნდა მოეხდინა. რეალური ომი, ასობით მსხვერპლი, სააკაშვილის ქმედებების შეფასება, რომელმაც ღამის ცხინვალზე სროლის ბრძანება გასცა, ეს დასავლური მედიასაშუალებებისთვის საინტერესო არ იყო”

ვიდეოში ცხინვალის პურფუნთუშეულის კომბინატის დირექტორი,  ვადიმ ცხოვრებოვი ჰყვება, რომ ქართველი სამხედროები ცხინვალში სახცოვრებელ სახლებში შედიოდნენ და სარდაფებში ხელყუმბარებს ტოვებდნენ. ამის შემდგომ ვიდეოში ჩანს კადრი, რომელზეც 2008 წლის 9 აგვისტოს რუსული ავიაციის მიერ ქალაქ გორში საცხოვრებელი კორპუსის დაბომბვის დროს ამავე კორპუსში მცხოვრები დაჭრილი სოფიო მურადოვია ასახული. НТВ-მ აღნიშნული კადრი ქართული მხარის მიერ ქალაქ ცხინვალზე განხორციელებული თავდასხმის ილუსტრირებისთვის გამოიყენა.

"

გორში რუსული ბომბების მიერ საცხოვრებელი სახლის განადგურება და ალმოკიდებული სახლის ფონზე დაჭრილი საქართველოს მოქალაქის სოფიო მურადოვის ფოტო საერთაშორიო მედიის ყურადღების ცენტრში იმავე დღეს აღმოჩნდა და რუსეთის მიერ საქართველოში განხორციელებული აგრესიის სიმბოლოდ იქცა. სოფიო მურადოვს რუსული ჭურვის ნამსხვრევებმა ორივე კიდური დაუზიანა და 7 წლის განმავლობაში 13 ოპერაციის გაკეთება დასჭირდა. 9 აგვისტოს გორში რუსეთის მიერ  საცხოვრებელი კორპუსის დაბობმვის შედეგად 15 ადამიანი გარდაიცვალა.

"

რუსული მედიის მხრიდან ქალაქ გორის დაბომბვის კადრების გამოყენება  დეზინფორმაცული მიზნით პირველი შემთხვევა არაა. 2008 წლის 10 აგვისტოს რუსულმა მედიასაშუალებებმა  Комсомольская Правда, Правда.ru, Вести.ru  გაავრცელეს მასალები, რომლებიც ამტკიცებდა თითქოს გორის დაბომბვის კადრები  დადგმული იყო. დეზინფორმაციული კამპანიის ფარგლებში ერთ-ერთმა მედიასაშუალებამ ყალბი ინტერვიუც კი გამოიგონა. უშუალოდ ომის დაწყებაში ქართული მხარის დადანაშაულება 2008 წლის 8 აგვისტოს დაიწყო. ტელეკომპანია НТВ, Russia Today,  Аргументы и Факты, Комсомольская Правда-სთან ერთად ავრცელებდა მასალებს,  სადაც მოთხრობილი იყო, თუ როგორ დაესხა თავს საქართველო ე.წ სამხრეთ ოსეთს, მიწასთან გაასწორა დასახლებული პუნქტები და ქალაქი ცხინვალი.  რეალურად, რუსეთის ფედერაციის რეგულარული შენაერთები როკის გვირაბის გავლით საქართველოში 7 აგვისტოს, ცხინვალის რეგიონში შევიდნენ. აღნიშნულს წინ უძღოდა  ქართული სოფლების დაბომბვა და 2 ქართველი სამშვიდობოს დაღუპვა. იმავე დღეს 7 აგვისტოს საქართველოს პრეზიდენტმა რუსული ძალების შეჩერების ბრძანება გასცა.

ავტორის შესახებ. სერგეი ხოლოშევსკი 1996 წლიდან НТВ-ს კორესპონდენტია. ტელეარხის ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, მან  1992 წელს ლვოვის უმაღლესი სამხედრო-პოლიტიკური სასწავლებლის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი დაამთავრა, რის  შემდეგაც საბჭოთა არმიის ძერჟინსკის სახელობის დივიზიაში მსხაურობდა. სხვადასხვა პერიოდში აქვეყნებდა მასალებს გაზეთებში «На боевом посту», «Комсомольская правда», «Собеседник», ასევე აშუქებდა ჩეჩნეთის პირველი და მეორე ომის მოვლენებს, საომარ მოქმედებებს იუგოსლავიაში, კონფლიქტებს ისრაელში.  2014 წელს სერგეი ხოლოშევსკის ყირიმის მოვლენების გაშუქებისთვის მედალი “მამულის წინაშე დამსახურებისთვის”, გადაეცა.

დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: რუსეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist