NPA.ge ევროპარლამენტის რეზოლუციის შესახებ 1 წლის დეზინფორმაციას ავრცელებს

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

ertii
87
VIEWS

2017 წლის 7 დეკემბერს ულტრა-ნაციონალისტურმა, პროპაგანდისტულმა ონლაინ გამოცემამ Npa.ge ევროპალამენტის შესახებ ერთი წლისწინანდელი ყალბი ინფორმაცია გამოაქვეყნა, რომელიც 2016 წლის 1 დეკემბერს ქართულენოვანმა პორტალმა Mediacity.ge-მ გაავრცელა. Npa.ge-მ აღნიშნული მასალა Mediacity.ge-ს იდენტური სათაურით, ფოტოთი და ტექსტით გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია, რომ ევროპარლამენტმა რუსული მართლმადიდებელი ეკლესია შავი სიაში შეიყვანა და ის ტერორიზმს გაუთანაბრა. სტატიებში ასევე მოყვანილია სააგენტო РИА Новости-ს მიერ გამოქვეყნებული ვლადიმერ პუტინის ციტატა, სადაც რუსეთის პრეზიდენტი რეზოლუციას რუსულ მედიასთან მიმართებით “დემოკრატიაზე დეგრადაციულ წარმოდგენას” უწოდებს.

""

რეზოლუცია, რომელიც NPA.ge-სა და Mediacity.ge-ს მიერ არის გაყალბებული და ინტერპრეტირებული, ევროპარლამენტმა 2016 წლის 23 ნოემბერს მიიღო, რომელშიც რუსეთისა და ტერორისტული დაჯგუფებების პროპაგანდის ზრდის შესახებ არის საუბარი და ევროკავშირის ინსტიტუტებს სტრატეგიული კომუნიკაციების გააქტიურებისკენ მოუწოდებს.

რეალურად, რეზოლუცია მკაფიოდ მიჯნავს ერთმანეთისგან სახელმწიფო (რუსეთი) და არასახელმწიფო აქტორებისგან (დაეში/ISIS) მომდინარე პროპაგანდას, ხოლო რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესია რეზოლუციის ტექსტში საერთოდ არაა ნახსენები.

გაყალბებული ციტატა რეზოლუციიდან

"

დეტალურად აღნიშნული დეზინფორმაციის შესახებ იხილეთ  “მითების დეტექტორის” 2016 წლის 7 დეკემბრის პუბლიკაციაში.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ევროკავშირი, რუსეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist