News Front-ი რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური გამოცემის მანიპულაციას აქვეყნებს

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

30
VIEWS

2019 წლის 12 ნოემბერს საინფორმაციო სააგნეტო News Front-ის ქართულენოვანმა გამოცემამ გამოქვეყნა სტატია სათაურით „ПЁТР ВЕЛИКИЙ VS. RICHMOND: რუსული და ბრიტანული სამხედრო ხომალდების ჭიდილი“.მოცემულია  რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ტელევიზია Звезда-ს („ვარსკვლავი“) მიერ 2017 წელს მომზადებული სიუჟეტი, იმის შესახებ თუ როგორ დაარღვია ბრიტანულმა სამხედრო ხომალდმა „რიჩმონდმა“ საერთაშორისო საზღავო წესები და როგორ შეუქმნა საფრთხე რუსულ ფლოტს. News Frontm-მა ეს სიუჟეტი “რუსული და ნატოს ფლოტის ჭიდილის” მორიგ ეპიზოდად წარადგინა.სიუჟეტში ასევე ნათქვამია, რომ ბრიტანული ხომალდი ღიად და თავხედურად  ცდილობდა რუსული ავიამზიდების კოლონაში ჩადგომას, რაც მათი “ბანალური ცნობისმოყვარეობით” იყო განპირობებული. საბოლოოდ კი რუსული ხომალდის მიერ „რიჩმონდისთვის“ გზის გადაჭრამ და რუსულ ფლოტთან სიახლოვემ აიძულა ბრიტანულ ხომალდს უკან დაეხია.

მეტი სიცხადითვის, ჟურნალისტი ამ დაპირისპირებას სარბოლო ტრასაზე ისეთ სიტუაციას ადარებს, როდესაც, ერთი მანქანა ცდილობს მეორე გზიდან გადააგდოს და მათ შორის ამგვარი ჭიდილი მიმდინარეობს.

Звезда-ს სიუჟეტი და News Front-ის მიერ გამოქვეყნებული სტატია მანიპულაციურია, რადგან ბრიტანეთმა„რიჩმონდი“ 2016 წელს გაგზავნა რუსულ ხომალდზე “ადმირალ კუზნეცოვისა” და მისი სამუშაო ჯგუფზე დასაკვირვევბლად, ვინაიდან რუსულ ხომალდებს სირიის გზაზე ბრიტანეთის კუთვნილ საზღვაო ტერიტორიასთან ახლოს უნდა გაევლო. ამასთან, რუსული ხომალდებისთვის თავიდანვე იყო ცნობილი, რომ ბრიტანულ საზღვაო წყლებთან ახლოს გავლისას მათ ქმედებებს ხომალდი “რიჩმონდი” სხვა ბრიტანულ გემებთან ერთად დააკვირდებოდა.

ბრიტანული გემი “რიჩმონდი” რუსული სამხედრო ხომალდების გადაადგილებას 2016 წლიდან აკვირდებოდა, რის შესახებაც რუსეთიც ინფორმირებული იყო

BBC-სა და The Guardian– ის ცნობით 2016 წელს, რუსული ავიამზიდი  “ადმირალი კუზნეცოვი” და მისი სამუშაო ჯგუფი, მათ შორის ხომალდი “პეტრე დიდი ” რუსეთიდან სიირიისკენ დაიძრა.

მათი მარშუტი რუსეთიდან სირიისკენ, ნორვეგიის ზღვასა და შემდგომში ბრიტანეთის კუთვნილ საზღვაო ტერიტორიასთან ახლოს გავლას მოიცავდა, რაც რუკაზე ასე გამოიყურება.

12

ვინაიდან რუსულ შეიარაღებულ ხომალდებს ლა-მანშის სრუტეში უნდა გაევლოთ ბრიტანეთის თავდაცვის მდივანმა მაიკლ ფელონმა განაცხადა, რომ ისინი რუსული ხომალდების ყველა ნაბიჯს დააკვირდებოდნენ.

“ჩვენ დავაკვირდებით მათ [რუსულ ხომალდებს] რადგან ჩვენ გვაქვს ბრიტანეთის დაცვის მტკიცე ვალდებულება.”

სწორედ ამ დროს გაგზავნეს ბრიტანული ხომალდი “რიჩმონდი” რუსული ხომალდებისთვის თვალის სადევნებლად, როგორც რუსეთიდან-სირიისკენ მიმავალ გზაზე, ასევე სირიდან-რუსეთისაკენ.

რუსული ხომალდებისთვის კი თავიდანვე იყო ცნობილი, რომ ბრიტანულ საზღვაო წყლებთან ახლოს გავლისას მათ ქმედებებს ხომალდი “რიჩმონდი” დააკვირდებოდა. ამგვარად მტკცება, რომ რიჩმონდი თავხედურად, ცნობისმოყვარეობის გამო ცდილობდა რუსულ ფლოტთან მიახლოვებას, მანიპულაციურია.

“ზვეზდას” სიუჟეტში, “რიჩმონდსა” და “პეტრე დიდს” შორის აღწერილი დაპირისპირების ამსახველი კადრები არ ჩანს

სიუჟეტში სიტუაციის სადემონსტრაციოდ მანქანების რბოლის ეპიზოდი და შესაბამისი კადრებია გამოყენებული და არა რეალური კადრები, რომელშიც ჟურნალისტის მიერ აღწერილი სცენა იქნებოდა ასახული.

234

News Front- ის მიერ გამოქვეყნებული სტატია, 12 ნოემბერს პრო-რუსულმა Facebook გვერდებმა “საქართველო და მსოფლიო”-მ და “Kidobani News – ახალი ამბების კიდობანმა” გააზიარა.

სტატია 12 ნოემბერს სხვდასხვა ჯგუფში გააზაიარა ქართული News Front-ის ადმინისტრატორმა კონსტანტინე ჩიკვილაძემ

МЕЖДУНАРОДНОЕ СТАЛИНСКОЕ ДВИЖЕНИЕ საერთაშორისო სტალინური მოძრაობა, СТАЛИН ВЕЛИКИЙ УЧИТЕЛЬ სტალინი დიდი მასწავლებელი, PATRIOTI-TV.GE, კონსტანტინე ჩიკვილაძის ბლოგი, Россия и Грузия- дружба навеки!

News Front-ის შესახებ

ქართულენოვანი „News Front”-ის ფეისბუკ გვერდი 2019 წლის 13 ოქტომბერს შეიქმნა. News Front Georgia-ს ფეისბუკ გვერდის ადმინისტრატორი კონსტანტინე ჩიკვილაძეა, რომელიც ამავდროულად “საქართველო და მსოფლიოს” სტატიების ავტორი და მისი ფეისბუკ გვერდის ადმინისტრატორიცაა. პარალელურად, „News Front”-ის ფეისბუკ გვერდი მართავს საჯარო ჯგუფს – “Россия и Грузия- дружба навеки!”. ჯგუფი 2014 წლის 11 სექტემბერს შეიქმნა და მას შემდეგ სახელი სამჯერ გამოიცვალა. 2019 წლის 4 თებერვალს ჯგუფმა სახელი ორჯერ შეიცვალა, ჯერ ერქვა Kidobani, ხოლო შემდეგ Kidobani News. სახელი Россия и Грузия- дружба навеки! ჯგუფმა 2019 წლის 4 აგვისტოს დაირქვა. ჯგუფს News-Front Georgia-ს გვერდის გარდა 6 ადმინისტრატორი ჰყავს, ასევე 6 ადმინისტრატორი ჰყავს თავად News-Front Georgia გვერდს.

ვრცლად News Front-ის შესახებ იხილეთ “მითების დეტექტორის” პუბლიკაცია “News-Front Georgia – კრემლის ახალი საინფორმაციო ფრონტი საქართველოში”.

 

დარღვევის ტიპი: მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: დიდი ბრიტანეთი, რუსეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist