სხვადასხვა

Netflix-ს ნაცვლად ivi.ru, Apple Music-ს ნაცვლად - Яндекс. Музыка - რუსეთში უცხოურ მობილურ აპლიკაციებს რუსულები ჩაანაცვლებენ

2 აგვისტო, 2019

რუსეთში ინტერნეტის  განვითარების ინსტიტუტმა (ИРИ) უცხოური კომპიუტერული აპლიკაციების რუსული ალტერნატივების მოსაძიებლად კვლევა ჩაატარა. ინსტიტუტმა პროდუქტების 12 კატეგორია შეისწავლა, მათ შორის სოციალური ქსელები და მუსიკალური აპლიკაციები და გადაწყვიტა, რომ 12-დან 9 კატეგორიაში რუსული პროდუქცია თავისუფლად ჩაანაცვლებს უცხოურს. შეფასებისას ექსპერტებმა სხვა კრიტერიუმებთან ერთად სერვისებზე მოთხოვნა და აქტუალურობაც გაითვალისწინეს. 

კვლევის შედეგები ასე გამოიყურება:

  • Google Chrome, Opera, Safari და სხვა ცნობილი ვებ-ბრაუზერების რამდენიმე ღირსეულ ალტერნატივად  Яндекс Браузер, Рамблер-браузер და Спутник დასახელდა
  • Gmail-ს და Outlook-ს რუსული mail.ru ჩაანაცვლებს, რადგან Gmail-სგან განსხვავებით ის კორპორატიულ კლიენტებსაც უფასოდ ემსახურება
  • Google Drive-ს ნაცვლად Яндекс.Диск
  • Google Maps-ის უკეთეს ალტერნატივად Яндекс.Карты დასახელდა, ვინადიან მას დაფარვის უფრო ფართო არეალი აქვს
  • Facebook-ის, Instagram-ის და სხვა სოციალური ქსელების ჩანაცვლება Одноклассники-თ და Vkontakte-თი არის შესაძლებელი. 
  • Apple Music-ს, Shazam-ს და მსგავს მუსიკალურ სერვისებს Яндекс. Музыка, Zvooq და Boom ჩაანაცვლებს
  • ალტერნატივა მოუძებნეს საოფისე პროგრამებსაც. ინსტიტუტი ირწმუნება, რომ რუსული “Мой Офис” მათი ღირსეული შემცვლელია. 
  • რუსული ანტივირუსები Kaspersky და Mr. Web პოპულარობით და ეფექტურობით არ ჩამოუვარდება ისეთ ცნობილ პროდუქტებს, როგორებიცაა Avast, Norton და Macafee-ს. 
  • Netflix-ს და სხვა მსგავს სერვისებსაც კი რუსული ციფრული ტელევიზიები ჩაანაცვლებენ

"

ინფოგრაფიკა: iri.center

“ უცხოურ ანალოგებთან შედარებით მათ [რუსულ აპლიკაციებს] ოპტიმიზაციისა და დამატებითი პარამეტრების მოცულობის ხარჯზე აქვთ უპირატესობა, ხოლო რუსული გეოლოკაციის სერვისები ობიექტურად უფრო ზუსტია”, -განაცხადა ინსტიტუტის დირექტირმა სერგეი პეტროვმა. 

თუმცა ინტერნეტის განვითარების ინსტიტუტში აღიარებენ, რომ უცხოურ მესენჯერებს, ვიდეოპორტალებს (Youtube) და გადახდის სისტემებს (Apple Pay, Google Pay და Samsung Pay) ამ ეტაპზე კონკურენტი არ ჰყავთ. 

კვლევის შედეგებს განსახილველად რუსეთის ფედერაციის მთავრობას გადაუგზავნიან.