ნარკოპოლიტიკის შესახებ HRW-ის ანგარიშს მარშალპრესი მანიპულაციურად აშუქებს

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

44
VIEWS

2018 წლის 14 აგვისტოს ონლაინ გამოცემა “მარშალპრესმა” გამოაქვეყნა ინფორმაცია, სათაურით “HUMAN RIGHTS WATCH-ის საშიში მოწოდება ხელისუფლებას, რამაც საზოგადოება აღაშფოთა,” სადაც ნათქვამია, რომ Human Rights Watch-ი საქართველოს მთავრობას ნებისმიერ სახის ნარკოტიკის პირადი მოხმარებისა და პირადი მოხმარების მიზნით მცირე ოდენობით შეძენა/შენახვის დეკრიმინალიზაციისკენ მოუწოდებს. “მარშალპრესი” აღნიშნავს, რომ ამ მოწოდებას სოციალური მომხმარებელთა უმეტესობის  მხრიდან უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა.

“მარშალპრესის” სათაური მანიპულაცია, რადგანაც ის HRW-ის რეკომენდაციებს საფრთხესთან აიგივებს, მაშინ, როდესაც საერთაშორისო ორგანიზაცია ხელისუფლებას მოუწოდებს, ფოკუსირება საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეფექტიან ღონისძიებებზე მოახდინოს. მასალიდან არც იმის მტკიცებულება ჩანს, რომ HRW-ის მოწოდებამ მსუბუქი ნარკოტიკები სისხლის სამართლებრივი წესის ნაცვლად ადმინისტრაციული წესით დაისჯოს, სოციალური ქსელის უმრავლესობის უკმაყოფილება მოჰყვა.  

რა წერია Human Rights Watch-ის ანგარიშში?

HRW  2018 წლის 13 აგვიტოს ანგარიშში “სამაგალითი დასჯა: საქართველოს რეპრესიული ნარკოპოლიტიკის მძიმე ადამიანური შედეგები” (ქართულ ენაზე ხელმისაწვდომია ბმულზე) საქართველოში არსებულ მკაცრ ნარკოპოლიტიკას მიმოიხილავს. ანგარიშში აღნიშნულია, რომ ეს ნაკოპოლიტიკა პრიორიტეტს სისხლის სამართალს ანიჭებს და არა საზოგადოებრივ ჯანმრთელობაზე ორიენტირებულ მიდგომებს.

HRW-ი ასევე აღნიშნავს იმ ფაქტსაც, რომ ზოგ შემთხვევაში ნარკოტიკების პირადი მოხმარების მიზნით შენახვა შეიძლება უფრო ხანგრძლივი ვადით პატიმრობას ითვალისწინებდეს, ვიდრე ისეთი ძალადობრივი დანაშაულები, როგორიცაა მკვლელობა (7-დან 15 წლამდე პატიმრობა) ან გაუპატიურება (6-დან 8 წლამდე).

HRW-ის ხედვით, მკცარი ნარკოპოლიტიკა საზოგადოების უსაფრთხოების ეფექტიანი პოლიტიკა არ არის, რადგანაც არ არსებობს ემპირიული მონაცემი, რომელიც ნარკოტიკული დანაშაულის ჩამდენი პირების მიერ რაიმე სხვა, მძიმე დანაშაულის ჩადენას დაადასტურებდა. HRW-ს მიაჩნია, რომ ის რესურსი, რომელიც მკაცრ ნარკოპოლიტიკაზე იხარჯება (გამოვლენა, დაპატიმრება, გასამართლება, მსჯავრდება, თავისუფლების აღკვეთა, ზედამხედველობა) სწორი დანახარჯი არ არის და უფრო მეტი ზიანი მოაქვს ვიდრე სარგებელი.

ანგარიშში მკაფიოდაა აღნიშნული ის ზიანი, რომელიც ნარკოდამოკიდებულებას მომხმარებლებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის მოაქვს.

HRW: “ნარკოტიკების მცირე ოდენობით შენახვისა და მოხმარების დეკრიმინალიზაცია არ ნიშნავს იმ ზიანზე თვალის დახუჭვას, რაც ნარკოდამოკიდებულებას მოაქვს მომხმარებლებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის. პირიქით, ეს მოითხოვს მეტ ფოკუსირებას ნარკოტიკების პრობლემური მოხმარების პრევენციის ეფექტიან ღონისძიებებზე, თანმდევი ზიანის შემცირებაზე და იმ ადამიანების მხარდაჭერაზე, ვისაც ნარკოტიკებზე დამოკიდებულებისგან გათავისუფლება სურს. და ბოლოს, ჩამოთვლილი მნიშვნელოვანი მიზნები სისხლის სამართლის კანონმდებლობით ვერ მიიღწევა და ამის ნაცვლად, დამატებით ზიანს და ზარალს აყენებს ასეთ ადამიანებს. “

გარდა ამისა, ანგარიშში ხაზგასმულია, რომ HRW საქართველოს ხელისუფლებას ლეგალიზაციისკენ არ მოუწოდებს, არამედ მოუწოდებს მეტი ფოკუსირება მოახდინოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეფექტიან ღონისძიებებზე, რომლებიც ნარკოდამოკიდებულების პრევენციასა და დაძლევაზე და თანმდევი ზიანის შემცირებაზე იქნება ორიენტირებული.


მითების დეტექტორის ლაბორატორია

დარღვევის ტიპი: მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: Human Rights Watch
წყარო

წყარო

მარშ
მარშალპრესი

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist