მტკიცება, თითქოს „საბჭოთა აღმშენებლობის“ დროს დასავლეთში მეტროპოლიტენზე ოცნებობდნენ, მცდარია

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

axali_25722318
669
VIEWS

2017 წლის 17 ოქტომბერს ფეისბუკ გვერდმა „Politicano” გამოაქვეყნა ვიდეო ტექსტით, სადაც საბჭოთა პერიოდში თბილისის მეტროპოლიტენის გახსნასა და მის შექმნაში საბჭოთა მთავრობის დამსახურებაზეა საუბარია. სარედაქციო მინაწერში ამასთანავე საუბარია იმაზე, რომ დასავლეთის ქვეყნებს იმ პერიოდში, როდესაც საბჭოთა კავშირი მეტრო სადგურებს აშენებდა, მეტრო საოცნებო იყო.

პოლიტიკანო: “26 წლიანი დამოუკიდებლობის განმავლობაში თბილისში პირველი მეტროსადგური, უნივერსიტეტი გაიხსნა. მართლაც მოსალოცი და გრანდიოზული ამბავია❗️ ყველაფერი კი ასე იწყებოდა, 1966 წელს თბილისში გაიხსნა საბჭოთა კავშირში რიგით მეოთხე მეტროპოლიტენი (მოსკოვის, სანქტ-პეტერბურგის და კიევის შემდეგ). ეს იმ დროისთვის არნახული ინფრასტრუქტურული პროექტი იყო, რაღაც წარმოუდგენელი მასშტაბის. თვალსაჩინოებისთვის, ისეთ ქალაქებეში როგორებიცაა ამსტერდამი, ვარშავა, სტამბოლი, მაიამი, ჰელსინკი, ტურინი, სეული, სან-ფრანცისკო 1966 წელს მეტრო საოცნებო იყო და მხოლოდ რამდენიმე ათეული წლის შემდეგ ეღირსათ ამ ქალაქებს მეტროპოლიტენი.უხეშად რომ ვიანგარიშოთ, ინფლაციის გათვალისწინებით მაშინ ეს ძალიან დიდი თანხა დაჯდა, დღევანდელი 15-20 მილიარდი ამერიკული დოლარის ექვივალენტი, თუ არა მეტი. ამ ყველაფერში უდიდესი წვლილი მიუძღოდა იმ დროს საქართველოს პირველ პირს – ვასილ პავლოვიჩ მჟავანაძეს. მისი სახელობის ქუჩა ან შესახვევიც კი არ არსებობს თბილისში. #მეტროპოლიტენი #საბჭოთასაქართველო #მჟავანაძე”.

"

პოლიტიკანოს პოსტი მანიპულაციურია და საკითხის ისეთ კუთხით წამორჩინებას ცდილობს, თითქოს დასავლეთის ქვეყნებს არ შეეძლოთ მეტროპოლიტენის სისტემის შექმნა და ეს მათვის საოცნებოც კი იყო.

იხილეთ მონაცემები დასავლური ქვეყნების უძველესი მეტროპოლიტენის სისტემების შესახებ, რომლებიც “საბჭოთა აღმშენებლობამდე” გაცილებით ადრე შეიქმნა:

ლონდონის მეტროპოლიტენი მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი მსოფლიოში პირველი საქალაქო მიწისქვეშა სარკინიგზო სისტემაა. იგი 1863 წლის 10 იანვარს გაიხსნა და პედინგტონისა (იმდროინდელი ბიშოფის ქუჩა) და ფარინგტონის ქუჩებს აკავშირებდა.

ბუდაპეშტის მეტროპოლიტენის სისტემის მშენებლობა 1894 წელს გერმანული კომპანიის „Siemens & Halske“-ის მიერ ქალაქის პეშტის ნაწილში, დიული ანდრაშის გამზირის გასწვრივ დაიწყო. ბუდაბეშტის მეტროს პირველმა ხაზმა („ათასწლეულის მიწისქვეშა რკინიგზა“) ფუნქციონირება 1896 წლის 2 მაისს დაიწყო. იგი კონტინეტურ ევროპაზე პირველ ელექტრულ მიწისქვეშა ხაზს წამოადგენდა. ბუდაპეშტის მეტრო შედგება ოთხი ხაზისგან, აქედან ერთი ძველი და სამი ახალი. 2002 წელს ბუდაპეშტის მეტროს პირველ ხაზს იუნესკოს კულტურული ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

გლაზგოს მეტროპოლიტენი  ლონდონისა და ბუდაპეშტის მეტროპოლიტენების შემდეგ მსოფლიოში მესამე უძველესი მიწისქვეშა სარკინიგზო საშუალებაა. იგი 1896 წლის 14 დეკემბერს გაიხსნა და ერთი წრიული ხაზისა და 15 სადგურისგან შედგება, საერთო სიგრძე 10,4 კმ-ია, მთელ ხაზზე გადაადგილების დრო 24 წუთი.

პარიზის მეტრო 1900 წლის 19 ივლისს გაიხსნა. პარიზის მეტროს პირველ ხაზი „ვენსენის ციხესიმაგრე – პორტ-მაიო“  ბუდაპეშტის მეტროპოლიტენის შემდეგ კონტინენტურ ევროპაზე უძველესია. პარიზის მეტროს 1913 წელს უკვე 10 ხაზი ჰქონდა.

ბერლინის მეტროპოლიტენი (U-Bahn Berlin) 1902 წელს გაიხსნა. მისი პირველი ხაზი ნოლენდორპლაცსა და ვარშაუერის ქუჩას აკავშირებდა. დღესდღეობით ბერლინის მეტროს 9 ხაზი გააჩნია (U1-U9).

ნიუ იორკის მეტროპოლიტენი 1904 წლის 27 ოქტომბერს გაიხსნა. იგი მალევე  ამერიკის ყველაზე დიდ მეტრო სისტემად იქცა. პირველი ხაზის სიგრძე 9.1 მილი იყო და 28 სადგური გააჩნდა. დღეის მდგომარეობით ნიუ იორკის მეტროპოლიტენს 26 ხაზი და მსოფლიოში ყველაზე მეტი 468 სადგური აქვს.

ჰამბურგის მეტროპოლიტენი 1912 წლის 15 თებერვალს გაიხსნა. მას როგორც მიწისქვეშა, ასევე მიწისზედა ხაზები გააჩნია. ჰამბურგის მეტროპოლიტენი გამოირჩევა იმით, რომ ხაზების დიდი ნაწილი მიწაზე და ესტაკადებზე გადის.

მადრიდის მეტროპოლიტენი 1919 წლის 17 ოქტომბერს გაიხსნა.  გახსნისას მეტრო შედგებოდა რვა სადგურისაგან, რომელთა სიგრძე 3,5 კილომეტრი იყო.

StoryMap სრულად იხილეთ ბმულზე


მითების დეტექტორის ლაბორატორია

თემატიკა: ისტორია
დარღვევის ტიპი: მანიპულაცია
წყარო

წყარო

პოლ
პოლიტიკანო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist