მომღერალ თემურ წიკლაურის გარდაცვალების შესახებ გავრცელებული ცნობები ყალბია

10 იანვარი, 2021

10 იანვარს ფეისბუკში სხვადასხვა მომხმარებლებმა და გვერდმა გაავრცელეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მომღერალი თემურ წიკლაური გარდაიცვალა. ცნობა მომღერლის გარდაცვალების შესახებ Reginfo-სთან გორის სამხედრო ჰოსპიტალში არ დაადასტურეს, სადაც ის ამჟამად მკურნალობას გადის.

გავრცელებული ინფორმაცია არც მომღერლის შვილიშვილმა ანდრო გოგიბედაშვილმა დაადასტურა, რომელმაც ფეისბუკზე დაწერა, რომ მისი ბაბუა ცოცხალია და სტაბილურ მდგომარეობაშია.

1
თემურ წიკლაურს კორონა დაუდასტურდა და ის მკურნალობას გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადის.