მოდელირებული კვლევა მანიპულაციურად ვრცელდება

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

20
VIEWS

27 აპრილს ფეისბუქ მომხმარებელმა ბექა ვარდოსანიძემ გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც COVID 19-ის მესამე ტალღაზე საუბრობს. მისი თქმით, “ბრიტანეთის პანდემიური გრიპის მოდელირების სამეცნიერო ჯგუფის” (SPI-M-O)  მოდელირებული პროგნოზი აჩვენებს, რომ COVID 19-ის მესამე ტალღა გამოიწვევს ჰოსპიტალიზაციას და იმ ადამიანთა სიკვდილს, რომელთა 60–70% ვაქცინის ორივე დოზას მიიღებს.

ბექა ვარდოსანიძე: “ნაშრომი გვთავაზობს, რომ ჰოსპიტალიზაციის და სიკვდილიანობის ზრდაში დომინირებენ ისინი, ვინც მიიღეს ვაქცინის ორი დოზა, შესაბამისად ტალღის 60% და 70%”.

მართალია, პოსტის ბოლოს ვარდოსანიძეს მოჰყავს ამონარიდი კვლევიდან, სადაც განმარტებულია, რა შეიძლება განაპირობებდეს მიღებულ შედეგს, თუმცა პოსტის დასაწყისში ის მაინც ეჭვქვეშ აყენებს ვაქცინების ეფექტიანობას და წერს: “აბა ვაქცინა გვიცავსო?”

ვარდოსანიძე ინფორმაციის წყაროდ greatgameindia.com– ს ასახელებს.

;;
ვარდოსანიძის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია შეცდომაში შემყვანია და ვაქცინების ეფექტიანობის კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. SPI-M-O-ს ანგარიში წარმოადგენს მოდელირებულ კვლევას, რომლის მიზანია ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილიანობის მაჩვენებლების წინასწარ განსაზღვრა. დოკუმენტში სხვდასხვა დაშვების გაკეთების შემდეგ აღნიშნულია, რომ შესაძლოა, ვაქცინირებულთა 9.5 % მაინც დადგეს გარდაცვალების რისკის ქვეშ, თუმცა ეს ვაქცინის არაეფექტიანობის შედეგი არ არის. ვარდოსანიძის პოსტის ბოლოს მოკლედ არის ნახსენები მნიშვნელოვანი ინფორმაცია იმაზე, რომ მოდელირებისას გაკეთებული დაშვების მიხედვით, ვაქცინა უმეტესად ხანდაზმულთა ასაკობრივმა ჯგუფმა მიიღო, თუმცა აღნიშნული კონტექსტი პოსტში მკაფიოდ არ ჩანს. კონტექსტის გარეშე კი ვაქცინირებულთა 60-70%-ზე საუბარი და მათი მესამე ტალღასთან დაკავშირება ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს ვაქცინები გარდაცვალებისა და ჰოსპიტალიზაციისგან ადამიანებს არ იცავს.

დოკუმენტი, რომელიც წყაროდ ვარდოსანიძის მიერ გამოქვეყნებულ პოსტშია მითითებული წარმოადგენს მოდელირებულ კვლევას, რომელიც მიზნად ისახავს წინასწარ განსაზღვროს ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილიანობის მაჩვენებლები, მას შემდეგ, რაც გაერთიანებული სამეფო 2021 წლის ივლისამდე შეზღუდვების შემსუბუქების ოთხეტაპიან პროგრამას დაასრულებს. დოკუმენტი დაწერილია SPI-M-O- ს – სამეცნიერო პანდემიური გრიპის  მოდელირების ჯგუფის ოპერატიული ქვეჯგუფის მიერ, რომელიც ანგარიშს SAGE- ს, საგანგებო სიტუაციების სამეცნიერო მრჩეველთა ჯგუფს აბარებს. SAGE  კი თავის მხრივ რჩევას მთავრობას აწვდის. ეს მოდელირებული კვლევა, ჯერ არ არის განხილული (peer-reviewed) და ახლა მხოლოდ შეფასების ეტაპს გადის.

კვლევის დოკუმენტი საჯაროა და მის მე-18 გვერდზე მართლაც ვხვდებით მსგავს ჩანაწერს:

“ეს [დიაგრამა] გვიჩვენებს, რომ სიკვდილიანობა და საავადმყოფოში განთავსება გეგმის [იგულისხმება შეზღუდვების შემსუბუქების ოთხეტაპიან პროგრამა] განხორციელების შემდეგ გაიზრდება იმ ადამიანებში, რომლებმაც ვაქცინის ორი დოზა მიიღეს, მიუხედავად იმისა, შესუსტდება თუ არა  ვაქცინის დამცველობითი უნარი ან გამოჩნდება თუ არა ვირუსის ახალი ვარიანტი, რომელზეც ვაქცინა არ მოქმედებს”

ეს დასკვნა კი დოკუმენტში შემდეგნაირადაა განმარტებული: გაკეთებულია დაშვება, რომ ვაქცინა უმეტესად ხანდაზმულთა ასაკობრივმა ჯგუფმა მიიღო. მოდელირებული მონაცემებით თუ დავუშვებთ, რომ 50 წელს ზემოთ ადამიანთა 95% აცრილია და შესააბამისად 5% აუცრელი, მაინც არის შანსი, რომ აცრილთა გარკვეული ნაწილი ამ შემთხვევაში 9.5%  იყოს გარდაცვალების რისკის ქვეშ. აქვე ხაზგასმულია, რომ აღნიშნული შედეგი ვაქცინების არაეფექტიანობით არ არის განპირობებული

კვლევის ავტორები ვარაუდობენ, რომ მესამე ტალღის პიკი უფრო სუსტი იქნება, ვიდრე 2021 წლის იანვარში და 2020 წლის გაზაფხულზე იყო. მესამე ტალღის გამომწვევი მიზეზი კი ისაა, რომ ადამიანთა ზოგიერთ ჯგუფს (ძირითადად ბავშვებს) ვაქცინაციის მიღების უფლება არ აქვთ, ზოგი ვაქცინის მიღებაზე უარს ამბობს; ზოგი კი აცრილია, თუმცა სრულყოფილად არ არის დაცული (მათ შორის ისინი, ვინც ვაქცინის მხოლოდ პირველი დოზა მიიღო).

;
კვლევის მე-10 გვერდზე ასევე ნახსენებია, რომ მესამე ტალღის 60-70%-ს შესაძლოა სწორედ ვაქცინირებული ადამიანები შეადგენდნენ, რაც იმითაა განპირობებული, რომ ვაქცინას ძირითადად მოწყვლადი ჯგუფები იკეთებენ.

ინფორმაცია Fullfact-მაც გადაამოწმა და დაადგინა, რომ კვლევა გარკვეულ ეტაპზე ვაქცინირებულთა ჰოსპიტალიზაციის ზრდას ვარაუდობს, რაც იმითაა განპირობებული, რომ მომავალში ბევრი ადამიანი იქნება აცრილი. განსაკუთრებით, მაღალი ასაკობრივი ჯგუფიდან და სხვა მოწყვლადი ჯგუფებიდან, რომელთა ჰოსპიტალიზაციის შანსი ისედაც მაღალია.

;
სიკვდილიანობისა და ჰოსპიტალიზაციის მესამე ტალღა კი მოსალოდნელია არა ვაქცინის, არამედ საგაზაფხულოდ შეზღუდვების შემსუბუქების გამო.

აღსანიშნავია, რომ ვებ-გვერდი greatgameindia.com,  რომელიც ვარდოსანიძემ წყაროდ გამოიყენა სხვა მანიპულაციურ  მოსაზრებებს და კონსპირაციის თეორიებსაც ავრცელებს. მაგალითად იმის შესახებ, თუ როგორ გააყალბა ჯანმომ 10 წლის წინ H1N1-ის პანდემია.

;


ბექა ვარდოსანიძის პოსტის არქივი


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: დიდი ბრიტანეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist