ისტორია

მითი, თითქოს “ოვერლორდის” მნიშვნელობა ნაციზმზე გამარჯვებაში გადაჭარბებულია

24 ივნისი, 2019

2019 წლის 6 ივნისს ონლაინ გამოცემამ სპუტნიკ აფხაზიამ ნორმანდიის ოპერაციის 75-ე წლისთავთან დაკავშირებით გამოაქვეყნა სტატია სათაურით: “ზახაროვა ოვერლდორზე: გამარჯვებაში მოკავშირეების წვლილი არ უნდა იყოს გადაჭარბებული”. სტატიაში საუბარია ოპერაცია ოვერლორდზე, რომელიც დიდი ბრიტანეთის, კანადისა და აშშ-ის მიერ ნაცისტური გერმანიის წინააღმდეგ დასავლეთ ევროპაში, ნორმანდიაში, მეორე ფრონტის გახსნას უკავშირდება.  რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მარია ზახაროვამ აღნიშნა, რომ მოკავშირეთა წვლილს დღეს სპეციალურად აზვიადებენ, რითაც საბჭოთა კავშირის როლის დაკნინებას ცდილობენ. მისივე თქმით, მთავარი წვლილი მეორე მსოფლიო ომში გერმანიის დამარცხებაში საბჭოთა კავშირს მიუძღვის.

მარია ზახაროვა: “გამარჯვებაში მოკავშირეების წვლილი არ უნდა იყოს გადაჭარბებული… ისტორიკოსები აღნიშნავენ, რომ ნორმანდიაში მეორე ფრონტის გახსნას არ ჰქონდა ფუნდამენტური გავლენა მეორე მსოფლიო ომის შედეგზე, გამარჯვება წითელი არმიის გამარჯვების შედეგად განისაზღვრა, პირველ რიგში სტალინგრადისა და კურსკის დროს”.

“მითების დეტექტორი” გთავაზობთ მნიშვნელოვან ფაქტებს ოპერაცია “ოვერლორდის” შესახებ.

          1. “D-დღე” ოპერაცია ოპერაცია ოვერლორდის დასაწყისია:

ოპერაცია ოვერლორდი, ნორმანდიაში მოკავშირეთა არმიის გადასხმა, მეორე მსოფლიო ომის ერთ-ერთ მნიშნველოვანი შემადგენელი ნაწილია. “D” მილიტარისტული ტერმინია, რომელიც უშუალოდ საბრძოლო შეტევას უკავშირდება. ოპერაცია 1944 წლის 6 ივნისიდან აგვისტოს ბოლომდე მიმდინარეობდა. შეტევა ნაცისტების მიერ ოკუპირებულ საფრანგეთზე როგორც საზღვაო და სახმელეთო, ასევე საჰაერო ძალებითაც განხორციელდა. ოპერაციის მიზანს საფრანგეთისა და ჩრდილო-დასავლეთ ევროპის ნაცისტებისგან გათავისუფლება წარმოადგენდა. ამერიკის შეერთებული შტატები ამ ოპერაციის ერთ-ერთი ყველაზე დიდი აქტორი იყო. ოპერაციის უმაღლეს მეთაურად გენერალი და შემდგომში აშშ-ს პრეზიდენტი დუაიტ დეივიდ ეიზენჰაუერი დაინიშნა.

"
მოკავშირეთა შეტევის რუკა

               2. ოპერაცია ოვერლორდის შედეგად “მეორე ფრონტი” გაიხსნა

გეგმაზე მოკავშირეები ჯერ კიდევ თეირანის კონფერენციაზე შეთანხმდნენ, რომელიც 1943 წლის ნოემბერში მიმდინარეობდა. ოპერაციით მას სურდათ საფრანგეთის ჩრდილოეთი ნაცისტებისგან მთლიანად გაეთავისუფლებინათ და ამის საშუალებით გერმანიისთვის საბოლოო დარტყმა მიეყენებინათ. ოპერაციის შემდგომ მოკავშირეებმა გერმანიაში შესვლა გადაწყვიტეს, რათა იქ შეერთებოდნენ საბჭოთა ჯარს, რომელიც გერმანიის წინააღმდეგ აღმოსავლეთის ფრონტზე იბრძოდა.

               3. “დი დღე” ნაცისტების წინააღმდეგ საერთაშორისო ძალისხმევა იყო

ოპერაცია ოვერლორდი წარმატებით რომ დაწყებულიყო ეს დიდ საერთაშორისო ჩართულობას მოითხოვდა. 1944 წლისთვის ოპერაციის დასაწყებად 12 ქვეყნის 2 მილიონიანი არმია ბრიტანეთში ემზადებოდა. “დი დღეს” ძირითად არმიას ამერიკელები, ბრიტანელები და კანადელები აკომპლექტებდა, თუმცა მათ ეხმარებოდნენ ფრანგები, ბერძნები, ჩეხები, ნორვეგიელები, ახალ ზელანდიელები, ბელგიელები და სხვა. მტკიცება რომ მეორე მსოფლიო ომის გამარჯვებაში ოევრლორდის როლი გაზვიადებულია, მანიპულაციურია, რადგან დი დღის შედეგად და მანამდეც დასავლეთის სახელმწიფოებმა საკმაოდ დიდი რესურსები გაიღეს ნაცისტური გერმანიის წინააღმდეგ.

"
ფრანგული პოსტერი: “ყველანი ერთად, ერთი გამარჯვებისთვის”

                4. “დი დღე” ისტორიულად ყველაზე დიდი საზღვაო, სახმელეთო და საჰაერო ოპერაციაა

მოკავშირეებმა ოპერაციის დროს ნორმანდიაში დაახლოებით 132000 ქვეითი ჯარისკაცი და დიდი რაოდენობით ტექნიკა შეიყვანეს (1550 ტანკი, 12500 სამხედრო მანქანა, 4450 ბომბადმშენი, 120 სამხედრო გემი, 670 პლანერი, 100 ფრეგატი გამანდადგურებელი და სხვა), რის შედეგადაც პოზიციები გაიმყარეს. ძირითადი მიზანი იყო, რომ მაქსიმალურად დიდი არმია შესულიყო აღნიშნულ ტერიტორიაზე, რათა გერმანელებს ძლიერი წინააღდმეგობა ვერ გაეწიათ. გერმანულმა ჯარმა საფრანგეთი 1944 წლის 25 აგვისტოს დათმო.

"
 

              5. ოპერაციის შედეგად გერმანიამ საკმაოდ დიდი ზარალი მიიღო

ოვერლორდის ოპერაცია მეორე მსოფლიო ომის ერთ-ერთ მნიშვნელოვან გარდამტეხ მოვლენად მიიჩნევა სხვადასხვა მიზეზის გამო. უპირველესად, გერმანიამ დათმო ფრანგული მიწები. ოპერაციამდე ის თითქმის 4 წელზე მეტ ხანს რეგიონში დომინანტ სახელმწიფოს წარმოადგენდა. დანაკარგი გერმანულ ჯარში საკმაოდ დიდი იყო. გერმანიამ დაკარგა 200000 ჯარისკაცი, ხოლო თითქმის 200000 მოკავშირეებმა ტყვედ ჩაიგდეს. ამერიკის ჯარმა გერმანიის საზღვარს 16 სექტემბერს მიაღწია და 1945 წლის მარტში მოკავშირეებმა უკვე რაინიც გადაკვეთეს, რის შემდეგაც შეეძლოთ სსრკ-ს ჯარებთან ერთად გერმანიისთვის საბოლოო დარტყმა მიეყენებინათ.

აშშ-ის როლი მეორე მსოფლიო ომის დროს

ნორმანდიის ოპერაციის გარდა, აშშ-მა დიდი არმია გაგზავნა ბრიტანეთის დასაცავად და მის დასახმარებლად გერმანიის წინააღდმეგ. ჯარის რაოდენობა 2,876,439-ს უდრიდა, აქედან სახმელეთო - 1,931,885, საჰაერო - 659,554, საზღვაო კი - 285,000.  1940 წლის 2 სექტემბერს პრეზიდენტმა რუზველტმა ასევე სპეციალურ შეთანხმებას მოაწერა ხელი, რის შედეგადაც დიდმა ბრიტანეთმა დამატებითი 50 გამანადგურებელი მიიღო.

  • ლენდ-ლიზი

1941 წლის ე.წ „ლენდ-ლიზის" აქტით, აშშ საფრანგეთს, დიდ ბრიტანეთს, ჩინეთს და საბჭოთა კავშირს 1945 წლამდე საკვებს, ნავთობს, საბრძოლო თვითმფრინავებსა და გემებს, ასევე იარაღს აწვდიდა.

ლენდ-ლიზის პროგრამით დიდი დახმარება საბჭოთა კავშირმაც მიიღო, რათა ნაცისტური გერმანიის წინაშე ბრძოლაში არ დასუსტებულიყო და ეფექტური წინააღმდეგობა გაეწია. დახმარებაში შედიოდია საწვავი, საბრძოლო მანქანები, საკვები, ორთქმავალი და სხვა საჭირო აღჭურვილობა. აღსანიშნავია, რომ საბჭოთა კავშირი და დღეს რუსეთი იმ დროიდან მოყოლებული ცდილობდა და ცდილობს, რომ დაემალა ყველანაირი წყარო იმის შესახებ, რომ მათ დახმარება სხვისგან მიიღეს. საბჭოთა კავშირს სურდა წარმოეჩინა, რომ მხოლოდ ის იყო ომში გამარჯვებული.

საბჭოთა კავშირის მიერ გარე დახმარების მიღების ფაქტის უარყოფას ამერიკის ელჩმა მოსკოვში უილიამ სტენდლიმ ა1943 წლის მარტის პრეს-კონფერენციაზე ასე უპასუხა:

“როგორც ჩანს რუსეთის მთავრობას სურს დამალოს, რომ ის დახმარებას გარედან იღებს. აშკარაა, მათ სურთ, თავიანთი ხალხი დაარწმუნონ, რომ წითელი არმია ამ ბრძოლაში მარტო იბრძვის.”

ბიბისის მოსკოვის კორესპონდენტი ალექსანდერ უერთმა მოგვიანებით გაიხსენა:

“დაძაბული 5 საათიანი სატელეფონო საუბრის შემდეგ, რუსეთის ცენზურამ ნება დართო, რომ სტენდლის ეს ტექსტი გამოქვეყნებულიყო… პრესის დეპარტამენტში დასაქმებულები გაბრაზებულები იყვნენ, უფროსი ცენზორი კოჟემიაკო ბრაზისგან გათეთრებული იყო, როდესაც ტელეგრამას ბეჭედს არტყამდა.”

დიდი ბრიტანეთის დახმარება საბჭოთა კავშირს

1941 წელს საბჭოთა კავშირმა ბრიტანეთისგან ტანკები (3830) და თვითმფრინავები (4280) მიიღო. 1941 წლის 22 ივნისიდან 31 დეკემბრის ჩათვლით სსრკ-მა 20500 ტანკი დაკარგა და მას მოსკოვის დასაცავად მხოლოდ 670 ჰქონდა დარჩენილი. დიდი ბრიტანეთის მიერ გაგზავნილი იარაღის რაოდენობამ 308 მილიონი ფუნტი შეადგინა.

"
საბჭოთა გენერალი კუზნეცოვი გადმოდისბრიტანული ქარიშხლიდან"

დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი იმ პერიოდში, კლემენტ ეტლი, აღნიშნავს:

“ჩვენ მოხარულები ვართ, რომ შევძელით, დავხმარებოდით ჩვენს მოკავშირე საბჭოთა კავშირს, რათა აღჭურვილიყვნენ და შენარჩუნებულიყვნენ სასტიკ ბრძოლაში საერთო მტრის წინააღმდეგ”

დიდმა ბრიტანეთმა საბჭოთა კავშირს ასევე სხვადასხვა ნედლეული გადასცა:

  • ალუმინი - 2000 ტონა (720 000 ფუნტი)
  • სპილენძი - 13 000 ტონა (773 000 ფუნტი)

ასევე საბჭოთა კავშირს სხვადასხვა სახის ნედლეული ბრიტანეთის კოლონიებიდანაც მიეწოდა. მთლიანობაში ნედლეულის ღირებულება 47,841,000 ფუნტია.


მოამზადა ირაკლი იაგორაშვილმა
მედიაწიგნიერების ლაბორატორიის რეგიონული ქსელი