მითი, თითქოს ჰიტლერმა შვეიცარიის დაპყრობა მისი ნეიტრალიტეტის გამო ვერ გაბედა

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

შეარი
3.7k
VIEWS

ტელეკომპანია “ობიექტივის” 4 ივნისის გადაცემაში “დღის ბოლოს” პატრიოტთა ალიანსის ლიდერმა, დავით თარხან-მოურავმა განაცხადა, რომ მეორე მსოფლიო ომის დროს ჰიტლერმა შვეიცარიასთან დაპირისპირება ვერ გაბედა, რადგამ ამ სახელმწიფოს ნეიტალიტეტი იცავდა.

დავით თარხან-მოურავი, პატრიოტთა ალიანსი: “ნეიტრალური იყო შვეიცარია, სამხედრო მიუმხრობლობა ჰქონდა, ჰიტლერმა ვერ გაბედა შვეიცარიაზე თავდასხმა, ჰიტლერმა, რომელმაც მთელ მსოფლიოს გამოუცხადა ომი… სამხედრო მიუმხრობლობა ჰქონდა შვეიცარიას, ჰიტლერი ნახევარი მსოფლიო დაიპყრო, ვერ გაუბედა შვეიცარიას ომი.”

დავით თარხან-მოურავის განცხადება იმის შესახებ, რომ შვეიცარიის სამხედრო მიუმხრობლობის გამო ჰიტლერმა მასზე თავდასხმა ვერ გაბედა, სიმართლეს არ შეესაბამება და მიზნად საქართველოს ნეიტრალიტეტის იდეის გამართლებას ისახავს. ნაცისტურმა გერმანიამ საფრანგეთის დამარცხების შემდეგ შეიმუშავა შვეიცარიის დაპყრობის გეგმაც, რომელსაც დღეს ოპერაცია “ტანენბაუმის” სახელით ვიცნობთ. ეს გეგმა საბჭოთა კავშირზე თავდასხმისა და ჯარების აღმოსავლეთისკენ გაგზავნის გამო ვერ განხორციელდა.

1940 წლის 22 ივნისს საფრანგეთის მთავრობამ კაპიტულაციის აქტს მოაწერა ხელი. აქედან მალევე 1940 წლის 25 ივნისს გერმანიამ შვეიცარიის დაპყრობის გეგმის შემუშავება დაიწყო. ოკუპირებული საფრანგეთის ტერიტორიაზე იმ დროისთვის გერმანიის 102 დივიზია იმყოფებოდა, რაც საერთო ჯამში დაახლოებით, ორ მილიონ ჯარისკაცს უდრიდა. შეიცარიის დაპყრობა სწორედ მათ უნდა დაეწყოთ, სამხრეთიდან კი იტალიური დანაყოფები შეუტევდნენ. შვეიცარის ჯარების მეთაური 1939 წლიდან ჰენრი გიზინი იყო, ომის შემთხვევაში მას უნდა გამოეყენებინა ჯერ კიდევ მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს შემუშავებული თავდაცვითი გეგმა, რომლის მიხედვითაც სამხრეთით სტრატეგიულ ობიექტებს წარმოადგენდა სენ გოტარდის უღელტეხილი და სენტ მორისის ციხე სიმაგრე, ჩრდილოეთით კი – საგრასი. მიუხედავად ორივე მხარის სამხედრო მზაობისა, გერმანიის მხიდან თავდასხმა არ განხორციელდა, თუმცა ამის მიზეზი რომ შვეიცარიის ნეიტრალიტეტი ყოფილიყო, ტანენბაუმი არც შემუშავდებოდა.

  • თავდასხმა აღმოსავლეთ პოლონეთზე

მიზეზებს შორის უპირველესია 1941 წლის 22 ივნისს გერმანელების მხრიდან საბჭოთა კავშირზე თავდასხმა, სწორედ ამ დღეს გერმანიის ჯარები აღმოსავლეთ პოლონეთში შეიჭრნენ, რის გამოც ჰიტლერს მოუწია ძალების უდიდესი ნაწილი  აღმოსავლეთით გადაესროლა.

  • შვეიცარიის მობილიზაცია და ნაკლები საფრთხე

აღსანიშნავია ისიც, რომ  შვეიცარიის მოსახლეობა იმ დროისთვის 4 მილიონს შეადგენდა, ასეთ პირობებში სახელმწიფომ მოახერხა შეექმნა 850 000 კაციანი არმია სრული მობილიზებით, ამას ემატებოდა ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობაც, ალპებში გადადგილება და ბრძოლა გერმანული თვითმფრინავებისთვის და ტანკებისთვის გართულდებოდა და შესაბამისად, დაპყრობა დროში გაიწელებოდა. ამავდროულად, კონკრეტულად 1940 წლის ზაფხულში შვეიცარიის გერმანიის შემადგენლობაში არყოფნა მესამე რაიხს საფრთხეს არ უქმნიდა, ვინაიდან ეს ნეიტრალური სახელმწიფო სერიოზულ საფრთხეებს ვერ შექმნიდა ქვეყნისთვის, რომელიც თითქმის მთლიანად აკონტროლებდა დასავლეთ ევროპას.

  • შვეიცარიის დამოუკიდებლობის ეკონომიკური საჭიროება

გერჰარდ ვეინბერგი, ამერიკელი სამხედრო ისტორიკოსი და მესამე რაიხის მკვლევარი, გამოყოფს კიდევ ერთ მიზეზს, რის გამოც გერმანიამ შვეიცარიის დაპყრობაზე უარი თქვა. იმ დროს შვედეთის მთავრობა და ბანკები აცხადებდნენ, რომ გერმანიის მიერ დაპყრობილი ქვეყნებიდან მოპარული ოქრო და ფული ვერ იქნებოდა ლეგალური და შესაბამისად, არ უნდა შენახულიყო საერთაშორისო ბანკებში. შვეიცარია კი განსხვავებულ პოზიციაზე იდგა და მიიჩნევდა, თუ ერთი ქვეყანა მეორეს იპყრობს და მის სიმდიდრეს იტაცებს, ის მისი საკუთრება ხდება და შესაბაისად, მისი შენახვა ლეგალურია. აქედან გამომდინარე მიიჩნევა, რომ შვეიცარიის ეს პოზიცია გერმანიისთვის მას საჭიროს ხდიდა და წარმოადგენდა ერთგვარ შუამავალს ნაცისტურ იმპერიასა და გლობალურ ეკონომიკას შორის.

როგორც ვხედავთ, გერმანიამ შვეიცარიას რამდენიმე მიზეზის გამო არ შეუტია, თუმცა მათგან არც ერთი არ მდგომარეობს ნეიტრალიტეტის დაცვაში. მეორე მსოფლიო ომში ნეიტრალური ქვეყნის სტატუსი უსაფრთხოების გარანტია ნამდვილად არ იყო, ამას კარგად ადასტურებს ბელგიის მაგალითი. მეფე ლეოპოლდ მესამის ბრძანებით 1936 წელს ბელგია კვლავ ნეიტრალურ სახელმწიფოდ გამოცხადდა, 1937 წელს კი ნაცისტური გერმანიისგან ხემშეუხებრლობის გარანტიაც მიიღო, თუმცა, ამ ყველაფრის მიუხედავად, 1940 წლის 10 მაისს გერმანულმა ჯარებმა ბელგიის საზღვრები გადაკვეთეს, 28 მაისს კი ლეოპოლდ მესამემ კაპიტულაცია გამოაცხადა.

ხაზი უნდა გავუსვათ იმასაც, რომ ნაციტური გერმანია შვეიცარიის დამოუკიდებლობისა და ნეიტრალიტეტის პატივისცემით ნამდვილად არ გამოირჩეოდა. საფრანგეთთან ომის დროს შვეიცარიის საჰაერო სივრცე დაახლოებით ორასჯერ დაირღვა გერმანელი პილოტების მიერ. სასწავლო სახელმძღვანელოებში კი დიდი გერმანიის რუკაზე შვეიცარიის გერმანულენოვანი ნაწილიც იყო დატანილი, რაც ქვეყნის სუვერენულობის სრულ უარყოფას გულისხმობს.

 

თემატიკა: ისტორია
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: გერმანია, შვეიცარია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist