მითი საქართველოს ნეიტრალიტეტისა და „უბლოკო სტატუსის შესახებ”

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

F0686B8F-C561-40CC-AC71-22D3F81BA4E8_cx0_cy8_cw0_w1023_r1_s
1.4k
VIEWS

კრემლისტური მედიასაშუალებების, საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლების და ცალკეული პოლიტიკოსების მხრიდან პერიოდულად კეთდება განცხადებები, რომ ნეიტრალიტეტის ან „უბლოკო სტატუსის” მიღების სანაცვლოდ, რუსეთის ჩართულობით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხი მოგვარდება (იხ. ცხრილი).
ნეიტრალიტეტის ან უბლოკო სტატუსის გამოცხადებას რუსეთის ჩართულობით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მოგვარების მხრივ დადებითი ეფექტი ვერ ექნება, რაზეც შემდეგი ფაქტები მიუთითებს.

ფაქტი 1. საქართველოს მიერ ნეიტრალიტეტის/უბლოკო სტატუსის გამოცხადება წინააღმდეგობაში მოდის საერთაშორისო სამართლით აღიარებულ ნორმებსა და პრინციპებთან.
1907 წლის 18 ოქტომბრის ჰააგის V კონვენციის – „ნეიტრალური ძალებისა და პერსონების უფლებები და მოვალეობები სახმელეთო ომის დროს” პირველი პრინციპის თანახმად ნეიტრალური ძალების ტერიტორია არის დაურღვეველი. შესაბამისად, სახელმწიფო ვერ გახდება ნეიტრალური თუ მისი ტერიტორიები ოკუპირებულია და იგი იმყოფება კონფლიქტურ მდგომარეობაში. 2008 წლის ომის შემდგომ, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალები კვლავ იმყოფებიან საქართველოს ტერიტორიაზე და ახორციელებენ მისი 20%-ის ოკუპაციას.

ფაქტი 2. სახელმწიფოს სურვილი გახდეს ნეიტრალური და მიიღოს საერთაშორისო უსაფრთხოების გარანტიები საკმარისი პირობა არაა ამ მიზნის მისაღწევად. ნეიტრალიტეტი საერთაშორისო შეთანხმების შედეგად დგება.

  • 1815 წელს ვენის კონგრესზე შვეიცარიის კონფედერაციამ მუდმივი ნეიტრალიტეტი შემდეგი ქვეყნების – ავსტრიის, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, პორტუგალიის, პრუსიის, რუსეთის, ესპანეთის და შვედეთის შეთანხმებით და გადაწყვეტილებით მიიღო.
  • ავსტრიამ მუდმივი ნეიტრალიტეტი 1955 წლის 15 მაისს „ავსტრიის სახელმწიფო ხელშეკრულებით” მიიღო. რომლის თანახმადაც აშშ, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, საბჭოთა კავშირი და ავსტრიის მთავრობა ქვეყნის დეოკუპაციასა და მისი შემდგომი ნეიტრალიტეტის სტატუსის შესახებ შეთანხმდა.
  • 1995 წელს თურქმენეთის მიერ გამოცხადებული მუდმივი ნეიტრალიტეტი აღიარებულია გაეროს მიერ 50/80 რეზოლუციით, რომელიც ცნობს და მხარს უჭერს თურქმენეთის ამგვარ სტატუსს.

ფაქტი 3. მიუხედავად საქართველოს მიერ 1918 წელს გამოცხადებული ნეიტრალიტეტის, ასევე 1920 წელს სსრკ-სთან დადებული ხელშეკრულების პირობებისა, ბოლშევიკურმა რუსეთმა 1921 წელს საქართველოს ოკუპაცია მაინც განახორციელა.
1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნული საბჭოს მიერ მიღებულ „საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის” მე-3 პუნქტით საქართველომ საერთაშორისო ომიანობაში მუდმივი ნეიტრალიტეტი გამოაცხადა. 1920 წელს საბჭოთა რუსეთი და საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას შორის დადებული მოსკოვის ხელშეკრულებით, რუსეთმა ცნო საქართველოს დამოუკიდებლობა და დააკმაყოფილა საქართველოს ტერიტორიული პრეტენზიები. თავის მხრივ, საქართველომ პირობა დადო რომ საკუთარ მიწაზე არ განალაგებდა რუსეთის მიმართ მტრულად განწყობილ ჯარებს. მიუხედავად ამისა, ზემოჩამოთვლილი ფაქტებს ხელი არ შეუშლია რუსეთისთვის 1921 წლის 25 თებერვალს საქართველოს ოკუპაცია მოეხდინა.

ფოტო: მოსკოვის ხელშეკრულება, წყარო: ეროვნული არქივი

ფაქტი 4. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ, მოლდოვამ 1994 წლის კონსტიტუციით მუდმივი ნეიტრალიტეტი გამოაცხადა (მუხლი 11). მიუხედავად ამ ფაქტისა, რუსეთის მხრიდან რაიმე პოზიტიურ ქმედებებს დნესტრისპირეთის კონფლიქტის მოგვარების კუთხით ადგილი არ ჰქონია, სადაც დღესაც არის განთავსებული რუსული სამხედრო ძალები.

ფაქტი 5. რუსეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებს აფხაზეთსა და ე.წ სამხრეთ ოსეთს და მათთან სამხედრო თანამშრომლობის ხელშეკრულებები აქვს გაფორმებული. გარდა ამისა, რუსეთის ფედერაციის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების განმსაზღვრელ საბაზისო დოკუმენტებში ხაზგასმულია აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ცალსახა მხარდაჭერა.
2008 წლის 26 აგვისტოს, რუსეთის ფედერაციამ აფხაზეთი და ე.წ სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა (რუსეთის პრეზიდენტის დმიტრი მედვედევის განკარგულება #1260 და #1261) და მათთან სამხედრო შეთანხმებები გააფორმა, რომელთა მიხედვითაც უნდა მოხდეს „გაერთიანებული ჯარების დაჯგუფების შექმნა”. რუსეთმა სოხუმისა და ცხინვალის აღიარებისთვის ნიკარაგუას, ვენესუელას და ნაურუს 3 მილიარდ დოლარზე მეტი გადაუხადა.

რუსეთის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში ნათქვამია, რომ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკასთან ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის განვითარება რუსეთის ფედერაციის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ საკვანძო მიმართულებას წარმოადგენს. რუსეთის ფედერაციის სამხედრო დოქტრინის თანახმად, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკებთან თანამშრომლობა რუსეთის სამხედრო-პოლიტიკური თანამშრომლობის ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტია (იხ. მითების დეტექტორის მიერ ამ თემაზე მომზადებული ინფოგრაფიკა)

ნეიტრალიტეტის იდეის წყაროები


მითების დეტექტორის ლაბორატორიის სტუდენტი
მთავარი ფოტო – ზურაბ ქურციკიძე, European Press Photo Agency (EPA)

წყარო

წყარო

რრ
ჭყოიძე არჩილ

წყარო

ნინო
ბურჯანაძე ნინო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist