მითები, თითქოს იუვენალური კანონმდებლობა ოჯახის ინსტიტუტის წინააღმდეგ არის მიმართული, უსაფუძვლოა

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

ungiadze
215
VIEWS

ქართულ მედია-სივრცეში თუ საჯარო დისკურსში „იუვენალური კანონმდებლობის”ცნება არასწორად გამოიყენება. ვრცელდება უსაფუძვლო მოსაზრებები, თითქოს ეს თემა დასავლეთის მიერ არის შემოგდებული და არასრულწლოვანებს განუსაღვრელ უფლებებს აძლევს, რაც საბოლოო ჯამში ოჯახის ინსტიტუტის წინააღმდეგ არის მიმართული. ასევე უსაფუძვლოა მტკიცება იმის თაობაზე, რომ ევროპული იურისპრუდენცია და ევროკავშირის პრაქტიკა „იუვენალური ფაშიზმის” დამკვიდრებას უწყობს ხელს.

სინამდვილეში,იუვენალური კანონმდებლობის მთავარი მიზანია არასულწლოვანთა მიერ დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, დასჯის ნაცვლად უპირატესობა მათ რეაბილიტაციას მიანიჭოს. ამგვარი სისტემა მოწოდებულია არასრულწლოვან დამნაშავეთა მიმართ ინდივიდუალური მიდგომის დანერგვაზე, რომლის მიზანიაარასრულწლოვანთა რესოციალიზაცია და სარეაბილიტაციო პროგრამებში მათი ჩართულობა. იუვენალური კანონმდებლობის მიხედვით, თავისუფლების აღკვეთა და დაპატიმრება არასრულწლოვანთა მიმართ სასჯელის გამოყენების უკიდურეს ზომად ითვლება, სწორედ ამიტომ საჭიროა ალტერნატიული სანქციების გამოყენების პრაქტიკის დანერგვა, რომელიც გაითვალისწინებს ბავშვის ემოციურ, მენტალურ და ფიზიკურ მოწიფულობას, ასევე კონკრეტული საქმის თავისებურებებს.იუვენალური კანონმდებლობაეფუძნება ადამიანის უფლებებს და ბავშვთა უფლებების კონვენციის ფუნდამენტურ პრინციპებს. ის ითვალისწინებს ისეთ მნიშვნელოვან მარეგულირებელ დოკუმენტებს, როგორებიცაა ბავშვთა უფლებების კონვენცია, 2008 წელს მიღებული„ევროპული წესები არასრულწლოვანი დამნაშავეების შესახებ, რომლებიც სანქციებს და ზომებს ექვემდებარებიან”, „ევროკავშირის სახელმძღვანელო ბავშვთა უფლებების შესახებ”. ევროკავშირი განუხრელად ცდილობს ბავშვთა და არასრულწლოვანთა უფლებების დაცვის სფეროში პროგრესის მიღწევას. მთავარი მიზანია ბავშვთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრა, ბავშვთა უფლებების დაცვა შეიარაღებული კონფლიქტების დროს და ასევე ბავშთა შრომითი უფლებების უზრუნველყოფა. ევროკავშირის ვალდებულულება დაიცვას ბავშვები ხაზგასმულია„ევროკავშირის სახელმძღვანელოში ბავშვთა უფლებების შესახებ”,რომელიც 2007 წელს იქნა მიღებული და რომელშიც ბავშვთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრა უპირველეს პრიორიტეტადაა მიჩნეული.

ძალადობის მსხვერპლი შეიძლება ნებისმიერი ბავშვი გახდეს. ეს გულისხმობს არა მხოლოდფიზიკურ დამენტალურ ძალადობას, ასევე ბავშვთა უგულებელყოფას.ბავშვებზე განხორციელებული ძალადობა ოჯახის წევრების მხრიდან ბავშვის მომავლისთვის და განვითარებისთვის სავალალო შედეგების მომტანი შეიძლება აღმოჩნდეს. ზიანდება ბავშვის მეტად ფაქიზი ფსიქოლოგია, უარესდება ფიზიკური ჯანმრთელობა, ადგილი აქვს სტრესს, მუდმივ დაძაბულობას. ბავშვი ხდება პასიური და სრულად ვერ იყენებს საკუთარ ინტელექტუალურ და ფიზიკურ პოტენციალს. სხვადასხვა კვლევების მიხედვით, ზრდასრული დამნაშავეების უმეტესობა ბავშვობაში ძალადობის მსხვერპლი იყო.

სწორედ ამიტომ, ნებისმიერი სახელმწიფოსთვის, რომლის მიზანია სრულფასოვანი საზოგადოების ჩამოყალიბება, უმნიშვნელოვანესია
მისი მომავალი თაობის ფიზიკური მენტალური და ფსიქოლოგიური ჯანმრთელობა. შესაბამისად, საჭიროა ისეთი დამცავი
მექანიზმების ჩამოყალიბება, რომელიც ხელს შეუწყობს ბავშვთა მიმართ ძალადობის მაქსიმალურ პრევენციას, არასრულწლოვან
დამნაშავეთა უფლებების დაცვას და დასჯის ნაცვლად პრევენციული და სარეაბილიტაციო ზომების დანერგვას.

არასწორ კონტექსტში ტერმინ იუვენალური კანონმდებლობის გამოყენება, ასევე იუვენალური
ფაშიზმის
შესახებსტატიები დამოსაზრებები გავრცელებულია არა დასავლეთში, როგორც
ქართულმედიაშისხვადასხვა
რესპონდენტები აღნიშნავენ, არამედ რუსულვებ-გვერდებზე:
Геноцид Русов, omiliya.ru, Ювенальная юстицияდა სხვები. სპეციალურად შექმნილ რუსულ საიტებზე (“Геноцид Русов”, „Стоп Ювенальной Юстиции”)განთავსებული მასალები ქართულ მედიაში გავრცელებული ნარატივის იდენტურია.სტატიები ამტკიცებს, რომ იუვენალური
კანონმდებლობა მიმართულია ბავშვების მორალური, სოციალური და მენტალური კეთილდღეობის წინააღმდეგ და ხელს უწყობს
მშობლებისთვის ბავშვებზე მეურვეობის უფლების ჩამორთმევას. გავრცელებული შეხედულებით, ამგვარი სისტემა ანადგურებს ოჯახებს,
ხოლო ბავშვთა უფლებების დაცვა ხდება დამახინჯებული ფორმით. უფრო მეტიც, მითითებულია, რომ იუვენალური
კანონმდებლობით ბავშვის მიმართ “დედობრივი სიყვარულის” გამოვლენაც კი აკრძალულია და იდევნება. მაგალითები:

7

დღეს რუსეთში იუვენალური მართლმსაჯულება, როგორც მართლმსაჯულების სისტემის განცალკევებული დარგი- არ არსებობს. არ არსებობს ასევე იუვენალური მართლმსაჯულების სფეროში არსებული სიტუაციის შესახებ მონაცემების სისტემატიური აღრიცხვისა და ანალიზის პრაქტიკა. არსებული რუსული სასამართლო სისტემა არ იძლევა არანაირ გარანტიას, რომ დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში გათვალისწინებული იქნება არასრულწლოვანთა ინტერესები და შემუშავებულ იქნება ინდივიდუალური მიდგომა. აღსანიშნავია, რომ წინადადებები საოჯახო და არასრულწლოვანთა სასამართლოების განცალკევებული სისტემის დაფუძნების შესახებ რეგულარულად შედის რუსეთის საკანონმდებლო ორგანოებში, თუმცა უშედეგოდ. 1999 წელს, ქალაქ სანკტ-პეტერბურგის საქალაქო სასამართლოში დაინერგა ექსპერიმენტული პრაქტიკა, რომელიც საქალაქო სასამართლოს საქმიანობაში სოციალური მუშაკების ჩართვას ითვალისწინებდა. ამ სისტემის წყალობით, განმეორებადი დანაშაულის დონე არასრულწლოვნებში მნიშვნელოვნად შემცირდა, რის შედეგადაც 2001 წლიდან მსგავსი სისტემა კიდევ ორ რეგიონში დაინერგა. სამწუხაროდ, საბიუჯეტო შეზღუდვების გამო სისტემა ვერ განვითარდა.

2008 წელს,UNICEF-ის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის/დსთ-ს რეგიონული ოფისის მონაწილეობით ჩატარებულ კვლევაში, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, ასევე დსთ-ს სივრცის 20 ქვეყნის[1]სტატისტიკის ეროვნულ სამსახურებთან  მუშაობის შედეგად, გამოვლინდა ბავშვთა უფლებების დაცვის სფეროში არსებული დარღვევები. კვლევის თანახმად, 2002 დან 2005 წლამდე პერიოდში რეგიონის ქვეყნების უმეტესობაში არასრულწლოვან დამნაშავეთა დონე არ გაზრდილა. გამონაკლისს წარმოადგენს ბელარუსი და რუსეთის ფედერაცია. ამავე კვლევის თანახმად, რეგიონში არასრულწლოვან დამნაშავეთა რიცხოვნობითაც რუსეთი ლიდერობს – ყოველ 100 000 არასრულწლოვანზე 323 დამნაშავე.

რუსულ მედია დისკურსში დომინირებს ნარატივი იმის შესახებ,რომ იუვენალური მართლმსაჯულების პრაქტიკის დანერგვა უშედეგოა დახელს არ უწყობს არასრულწლოვანთა დანაშაულის შემცირებას. თუმცა, UNICEF-ის მიერ, 2013 წელს მომზადებულ ანგარიშში „იუვენალური მართლმსაჯულება ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის/დსთ-ს რეგიონში: პროგრესი, გამოწვევები, დაბრკოლებები და შესაძლებლობები”მითითებულია, რომ: 2000 წლიდან მოყოლებული, რეგიონის ქვეყნებმა გააძლიერეს ძალისხმევა იუვენალური მართლმსაჯულების დანერგვის მიმართულებით, რაც გულისხმობდა საკანონმდებლო ცვლილებებს და რეფორმებს სასჯელაღსრულების სისტემებში. აღნიშნული ღონისძიებების შედეგად, არასრულწლოვანთა რიცხვი სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში შემცირდა. მაგალითად: 2007-2010 წლებში მოლდოვის რესპუბლიკაში, წინასწარ პატიმრობა შეფართებულ ბავშვთა საერთო რიცხვი, არასრულწლოვანთა ციხეში მყოფ პირთა რიცხვთან ერთად 68% ით შემცირდა. ამგვარი შედეგი რეგიონის უმრავლეს ქვეყნებში გატარებული რეფორმების შედეგია, რომლებმაც სხვა ცვლილებებთან ერთად აკრძალა წინასწარი პატიმრობის შეფარდება იმ არასრულწლოვანთათვის, რომლებიც მძიმე დანაშაულში არიან ბრალდებულნი, წინასწარი პატიმრობის ვადა შეამცირა 4 თვემდე, შესაძლებელი გახადა არასრულწლოვანთა განთავისუფლება მათთვის მისჯილი საპატიმრო ვადის 2/3-ის გასვლის შემდგომ. სომხეთში 2010-2013 წლის განმავლობაში, ყველაზე დაბალი რიცხვები დაფიქსირდა.[2]

გარდა ამისა, აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტის, იუვენალური მართლმსაჯულების და დელიკვენტობის პრევენციის აპარატის მონაცემებით, 2012 წელს აშშ-ს სასჯელაღსრულების სააგენტოების მიერ 1,3 მილიონამდე არასრულწლოვანის დაკავება მოხდა, რაც 10%-ით დაბალი მაჩვენებელია ვიდრე 2011 წელს. უფრო მეტიც, 1980 წლის შემდგომ, 2012 წელს დაფიქსირდა არასრულწლოვანთა მიერ ჩადენილი დანაშაულების ყველაზე მცირე რაოდენობა. ძალადობრივი კრიმინალის ინდექსი რომელიც 1994 წელს ყველაზე მაღალი იყო, 2012 წლისთვის 63%-ით შემცირდა.[3]

შედეგად, მტკიცება თითქოს იუვენალური მართლმსაჯულების სისტემის დანერგვა უშედეგოა სიმართლეს არ შეესაბამება. გარდა ამისა უსაფუძვლოა იუვენალური მართლმსაჯულების განხილვა, როგორც ოჯახის ინსტიტუტისადმი ზიანის მომტანი მექანიზმი. ამგვარი მსჯელობა არ ეფუძნება რეალურ ფაქტებსა და არგუმენტებს.

საქართველო: იუვენალური მართლმსაჯულება

საქართველო-ევროკავშირს შორის დადებული ასოცირების შესახებ შეთანხმების მიხედვით, საქართველომ მართლმსაჯულების სისტემის რეფორმირება უნდა მოახდინოს, რომელიც მოწოდებული იქნება ბავშვთა უფლებების დაცვაზე. აღებული ვალდებულებების ფარგლებში[4] მოსამართლეებს ჩაუტარდათ ტრენინგები, შემუშავდა სპეციალური კურიკულუმი არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სფეროში მოსამართლეთა გადამზადებისთვის.

ამასთან, იუსტიციის სამინისტრომ გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) და ევროკავშირის მხარდაჭერით დაიწყო მუშაობა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის შემუშავებაზე. შეიქმნა სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მოამზადა კოდექსის პროექტი. 2014 წლის ნოემბერში, არასრულწლოვანთა განრიდება-მედიაციის თემაზე გადამზადდა 35 პროკურორი, სოციალური მუშაკები და მედიატორები, რომლებიც მზად არიან განახლებული პროცედურებისათვის. 2014 წელს, „პატიმრობის კოდექსში შეტანილი ცვლილებების საფუძველზე არასრულწლოვანთათვის გაუმჯობესდა სასჯელის მოხდის პირობები.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ:

 


[1]ალბანეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, ბოსნია და ჰერცოგოვინა, ბულგარეთი, ხორვატია, საქართველოს, ყაზახეთი, ყირგიზეთი, მოლდოვა, რუმინეთი, რუსეთი, მაკედონია, სერბეთი, მონტენეგრო, ტაჯიკეთი, თურქმენეთი, უკრაინა და უზბეკეთი

[2]http://www.unicef.org/ceecis/Juvenile_Justice_CEECIS_A4_EN_web.pdf. აღნიშნული კვლევა არ მოიცავს მონაცემებს რუსეთზე.

[3]http://www.ncjj.org/pdf/Juvenile%20Arrests%20Bulletins/248513-1.pdf

[4]არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემის რეფორმირება, რათა დაცულ იქნას ბავშვთა უფლებები (ასოცირების დღის წესრიგი. 2.1. პოლიტიკური დიალოგი და რეფორმა, მართლმსაჯულება)

 

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: UNICEF
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist