მითები ჯორჯ სოროსის შესახებ

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

36
1k
VIEWS

ქართულ მედიაში მუდმივად ვრცელდება მითები ფილანტროპ ჯორჯ სოროსის ანტიქართული საქმიანობის შესახებ. გაზეთ “ასავალ-დასავალის” 2016 წლის 12-18 სექტემბრის ნომერში გამოქვეყნდა პოლიტიკური გაერთიანება “ქართული იდეის” ლიდერის, სანდრო ბრეგაძის ინტერვიუ, რომელიც მორიგ დეზინფორმაციას შეიცავდა. კერძოდ, სანდრო ბრეგაძემ შემდეგი განცხადება გააკეთა:

“საქართველოს მოსახლეობამ აუცილებლად უნდა იცოდეს -სოროსის ფონდის ცენტრალურმა ოფისმა რომელიც ბუდაპეშტში მდებარეობს, ქართველთმოძულე არასამთვრობო ორგანიზაციებს 114 ათსი ევრო გამოუყო, რათა მათ ბრძოლა აწარმოონ რეფერენდუმის საინიციატივო ჯგუფისა და პირადად ჩემ წინააღმდეგ! ჩვენთვის ცნობილია ისიც, რომ სოროსის ფონდი დამატებით 3 მილიონ ევროს გამოუყოფს ქართულ ლიბერასტულ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რათ მათ ეროვნული ძალების წინააღმდეგ ფრონტი გაშალონ!”

მითი N 1. სოროსი არასამთავრობო ორგანიზაციებს ფარულად აფინანსებს

ფონდ ღია საზოგადოების პროგრამების შესახებ ინფორმაცია განთავსებულია მათ ვებ-გვერდზე და ხელმისაწვდომია ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის. მათ შორისაა ინფორმაცია საგრანტო კონკურსებისა და პროგრამების შესაბამისად გამოყოფილი ფინანსური რესურსის შესახებ. გამჭვირვალეა ინფორმაცია ფონდის საგრანტო კონკურსებში გამარჯვებული ორგანიზაციების და მათ მიერ განხორციელებული აქტივობების შესახებაც.

მითი N 2. სოროსი ებრძვის ქართულ კულტურას

კულტურის სფეროში ფონდმა “ღია საზოგადოება-საქართველომ” 1994 წლიდან მოყოლებული 365 პროექტი დააფინანსა. მათ შორის კულტურული მემკვიდრეობის აღწერისა და ფოტოფიქსაციის, არქეოლოგიის, მუზეუმებისა და თანამედროვე ხელოვნების განვითარების მიმართულებით.

""

მითი N 3. სოროსი ებრძვის მართლმადიდებლურ ეკლესიას

“ღია საზოგადოება – საქართველოს” დაფინანსებული აქვს პროექტები, რომლებიც ეხება ეკლესიებისა და ფრესკების რესტავრაციას, მათ შორისაა ყინწვისის ანგელოზის ცნობილი ფრესკა.

"

მითი N 4. სოროსი ებრძვის განათლების სისტემას

1994-2014 წლებში ფონდ “ღია საზოგადოება – საქართველოს” საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელების მიზნით, დაფინანსებული ჰყავს 1091 სტუდენტი. განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით ფონდმა დახარჯა 12 522 00 $ მათ შორისაა პროექტები, რომლებიც განათლების პოლიტიკის, სკოლამდელი, სასკოლო და უმაღლესი განათლების, მეცნიერების განვითარებას ეხება.

"

მითი N 5. სოროსის მიზანი “ანტიეროვნული” ორგანიზაციების გაძლიერებაა

ადამიანის უფლებების მიმართულებით ფონდის ყველაზე მსხვილი პროექტები სამართლებრივი დახმარების სისტემის რეფორმირებას, სამართალდამცავი სისტემის თანამშრომელთა გადამზადებას, წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციას და უფლებადამცველი ორგანიზაციების გაძლიერებას მოიცავს.

  • შეიქმნა იურიდიული დახმარების დამოუკიდებელი სისტემა, რომლითაც 10 000-ზე მეტმა მოქალაქემ ისარგებლა;
  • ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაიგზავნა 580 დევნილის საქმე;
  • შეიქმნა იურიდიული დახმარების საქმის წარმოების კომპიუტერული პროგრამა, რომლითაც სარგებლობს 10 სახელმწიფო ინსტიტუტი, 2 უნივერსიტეტი, 5 არასამთავრობო ორგანიზაცია;
  • შეიქმნა 10 სასწავლო მოდული საპატრულო პოლიციის თანამშრომელთთათვის;
  • გადამზადდა 300-მდე პოლიციის თანამშრომელი და 132 პროკურორი;
  • 500-ზე მეტმა წამების მსხვერპლმა გაიარა რეაბილიტაცია;
  • 20 არასამთავრობო ორგანიზაციას ჩაუტარდა ადგილობრივი და საერთაშორისო ადვოკატირების კურსები;
  • 1000-ზე მეტმა ადამიანმა გაიარა ტრენინგი ადამიანის უფლებების დარღვევის მონიტორინგისა და პრევენციის მიზნით;
  • შევიდა ცვლილება იურიდიული დახმარების, პერსონალურ მონაცემთა დაცვის, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების შესახებ 24 კანონპროექტში.
  • შეიქმნა ისეთი ორგანიზაციები, როგორიცაა ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი, ხელმისაწვდომი გარემო ყველასთვის, სამართებრივი კვლევების ცენტრი, სოციალური დაცვის ლიგა, ნერვული დაავადებებით დაავადებულ ბავშვების მშობელთა ასოციაცია და სხვა.

1994-2014 წლებში ფონდმა საქართველოში 80 000 000 $-ზე მეტი ისეთ მნიშვნელოვან პროგრამებზე დახარჯა, როგორიცაა კულტურა, ადამიანის უფლებები, დემოკრატიული არჩევნების ხელშეწყობა, განათლება და მეცნიერება, აგვისტოს ომის შედეგად დაზარალებულებთა დახმარება, ჯანდაცვა, მედია, ტექნოლოგიები, თვითმმართველობის ხელშეწყობა და სტუდენტების სწავლის დაფინანსება. ყველაზე დიდი ფინანსური რესურსი ფონდმა განათლებისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიმართულებით დახარჯა.

2

 

თემატიკა: NGO, სხვა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist