მიგრანტების შესახებ “ანტილიბერალური არხის” ფოტომანიპულაცია, სინამდვილეში ფილმის კადრია

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

fr
747
VIEWS

2017 წლის 19 ნოემბერს ულტრანაციონალისტურ ფეისბუკ გვერდზე “ანტილიბერალური არხი” გამოქვეყნდა სურათი, წარწერით – ,,მიგრანტების მშვიდობიანი აქცია საფრანგეთში”. აღერაში კი ვკითხულობთ: “ამათ ვენაცვალე მე, კულტურის ეტალონია ეს ხალხი.”

"

რეალურად სურათზე გამოსახულია სცენა ფილმიდან ,,მსოფლიო ომი Z”, რომელიც 2013 წელს რეჟისორმა მარკ ფორსტერმა გადაიღო. ფილმის სიუჟეტი დედამიწაზე გავრცელებულ, ამოუცნობ ინფექცია  – ზომბების პანდემიასთან ბრძოლაა, რომელიც მთელ კაცობრიობას განადგურებით ემუქრება. “ანტილიბერალური არხი” ამ ფოტომანიპულაციით მიგრანტებს მსოფლიოს წინაშე არსებულ საფრთხეებთან აიგივებს.

via GIPHYგიფი ფილმიდან

პროპაგანდისტული პლატფორმების მიერ ფილმის სცენების რეალურ ამბად გასაღება აპრობირებული მეთოდია. მაგალითად, 2016 წლის 26 აგვისტოს ონლაინ გამოცემამ “საქართველო და მსოფლიო” გამოაქვეყნა სტატია, თითქოს აშშ-ში ადამიანებისა და ცხოველების შეჯვარების ცდებს ატარებდნენ. მასალას ილუსტრაციად კი “ვარსკვლავური ომების” პროდიუსერის ახალი სამეცნიერო ფანტასტიკური დრამის “The Chimeran” პოსტერიდან იყო.

"

იგივე მეთოდი აქტიურად გამოიყენებოდა უკრაინის მოვლენებისა და რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის პარალელურად, როდესაც პრო-რუსული პროპაგანდისტული პლატფორმები ფილმის კადრებს რეალურ მოვლენად ასაღებდნენ, რაც უკრაინის ხელისუფლების პოლიტიკის აგრესიულობის დამადასტურებელ საბუთად მოჰყავდათ. ამის მაგალითი იყო 2014 წლის 2 მაისს ინტერნეტ პორტალ Боевая Висота-ს მიერ მომზადებული მასალა ოდესის პროფკავშირების სახლის დაწვის შესახებ. მასალის ერთ-ერთი ფოტოილისტრაცია სინამდვილეში იყო კადრი მეორე მსოფლიო ომის შესახებ გადაღებული ამერიკული სერიალიდან War And Remembrance (“ომი და მეხსიერება”), რომელიც ეკრანებზე 1988 წელს გამოვიდა.

"

პროპაგანდის მეთოდი
ფოტომანიპულაცია საზოგადოებრივი აზრის ფორმირებისა და არსებული სტერეოტიპების კიდევ უფრო გასამყარებლად პროპაგანდის ერთ-ერთი გავრცელებული მეთოდია. ვიდეომანიპულაციასთან ერთად, ფოტომანიპულაციებს მკთხველზე/მნახველზე დიდი გავლენა აქვს, რადგანაც მასზე ვიზუალური და ემოციური ზემოქმედება ხდება.

მითების დეტექტორის ლაბორატორია

თემატიკა: მიგრაცია
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: საფრანგეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist