​​​​​​​მანიპულაციები სოციალურ ქსელში კაპიტოლიუმში შეჭრას BLM-სა და ანტიფას უკავშირებენ

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

106
VIEWS

2021 წლის 7 იანვარს ფეისბუკ მომხმარებელმა ბექა ვარდოსანიძემ გააზიარა ფოტო, აღწერით “BLM”, რომელზეც 6 იანვარს კაპიტოლიუმში შეჭრილი ჯონ სალივანის ტვიტერის გვერდი და სხვადასხვა ფოტო იყო გამოსახული. პოსტის მიხედვით კონგრესში შეჭრილი ადამიანი მოძრაობას “შავკანიანთა სიცოცხლე მნიშვნელოვანია” (BLM) უკავშირდება და შესაბამისად ის პრეზიდენტ ტრამპის მხარდაჭერს არ წარმოადგენდა. იმავე დღეს ფეისბუკ მომხმარებელმა კახა სიხარულიძემ ასევე გამოაქვეყნა კაპიტოლიუმზე შეტევის ერთ-ერთი ფოტო წარწერით “ეს პიდარასტები არიან ანტიფა და ბლმ წევრები”.

;

 

;

ბექა ვარდოსანიძის პოსტი მანიპულაციურია. რეალურად ჯონ სალივანი მართლაც არის BLM მოძრაობის ქომაგი და ის არ წარმოადგენს დონალდ ტრამპის მხარდამჭერს, თუმცა პოსტში არ ჩანს ის, რომ სალივანი რეალურად მომიტინგეებს კი არ შეერთებია, არამედ ადგილზე მოვლენების აღსაწერად იყო მისული. რაც შეეხება კახა სიხარულიძის გამოქვეყნებულ ფოტოს, რეალურად იქ გამოსახული ადამიანები დონალდ ტრამპის მხარდამჭერებს წარმოადგენენ და BLM-თან და Antifa-სთან კავშირი არ აქვთ.

  • ვინ არის ჯონ სალივანი?

ჯონ სალივანი ორგანიზაციის “Insurgente USA” დამფუძნებელია. აღნიშნული ორგანიზაცია ჯორჯ ფლოიდის სიკვდილის შემდგომ შეიქმნა და მიზნად რასობრივი პრობლემების და პოლიციის ძალადობის აღმოფხვრა დაისახა. ჯონ სალივანი, აქტივისტი იუტადან, დონალდ ტრამპის მხარდამჭერების კაპიტოლიუმში შეჭრის დროს იქ ნამდვილად იმყოფებოდა, თუმცა მისი კომენტარიდან ირკვევა, რომ სალივანი კაპიტოლიუმში მოვლენების აღსაწერად და ფაქტების შესაგროვებლად იყო და ის დარწმუნებული იყო, რომ აქცია ძალადობრივ სახეს მიიღებდა.

ჯონ სალივანი: ”ჩემთვის, ჩემი ჯგუფისა და ჩემს გარშემო მყოფი ხალხისთვის მნიშვნელოვანია დაინახონ მოვლენების ეს მხარე, დაინახონ სიმართლე…”

მისივე თქმით, მან საიდუმლო მიმოწერებიდან იცოდა, რომ კაპიტოლიუმს აქტივისტები შეუტევდნენ და ეს ყველასთვის ცნობილი იყო, შესაბამისად სალივანი თავისი ორგანიზაციის მხრიდან მოვლენების გაშუქებას აპირებდა. სწორედ მას ეკუთვნის ვიდეო, რომელზეც ჩანს, თუ როგორ ემსხვერპლა ერთ-ერთი აქტივისტი ქალი გაწეულ წინააღდმეგობას. როგორც სალივანი აცხადებს, ის იყო ერთადერთი ადამიანი იქ, ვინც BLM მოძრაობის მხარდამჭერია, სხვები კი დონალდ ტრამპის მომხრე სხვადასხვა ჯგუფებს წარმოადგენდნენ.

  • ვინ მონაწილეობდნენ კაპიტოლიუმზე შეტევაში?

ამ მოვლენასთან დაკავშირებით მანიპულაციები დასავლურ მედიაშიც გავრცელდა. სოციალური მედიით გამოქვეყნებული ზოგიერთი პოსტი ამტკიცებდა, რომ სპეციალურ ფორმაში (რქები, სპეციალური სამოსი და შეღებილი სახე) გამოწყობილი ადამიანი BLM და ანტიფაშისტური მოძრაობის Antifa-ს წევრი იყო და ის ჯორჯ ფლოიდის სიკვდილის შემდგომ გამართულ ძალადობრივ აქციებშიც მონაწილეობდა. მსგავს გზავნილს შეიცავს კახა სიხარულიძის გამოქვეყნებული ფოტოს ტექსტიც.

;
ტრამპის მხარდამჭერის მანიპულაციური პოსტი ტვიტერზე

აღსანიშნავია, რომ ფოტოზე წითლად მონიშნული ადამიანის ბეიჯზე არ იკითხება არც BLM და არც Antifa. ის ორგანიზაცია Navistan Direct Marketing-ს ეკუთვნის, რომელშიც აქციის მონაწილე მუშაობდა. მისი აქსესუარები, ქუდი ტრამპის წარწერით, ტრამპის მხარდამჭერი დროშა (ტრამპი ჩემი პრეზიდენტია), ჩასაცმელი  კი დონალდ ტრამპის მხარდაჭერაზე მეტყველებს. აღსანიშნავია, რომ ორგანიზაციამ აქციის მონაწილე ძალადობრივი ქმედების გამო სამსახურიდან გაათავისუფლა და სპეციალური განცხადება გააკეთა.

;

;
ფოტო რომელზეც გარკვევით ჩანს აქციის მონაწილის ბეიჯი (ორგანიზაცია NDM)
ფოტოს ავტორი: Manuel Balce Ceneta/AP

ამავე ფოტოზე სპეციალურ ფორმაში გამოწყობილი ადამიანი, ჯეიკ ანჯელი, ნამდვილად იმყოფებოდა ჯორჯ ფლოიდის სიკვდილის შემდგომ გამართულ მასობრივ აქციებზე, თუმცა მისი ბანერზე შემდეგი ტექსტი ეწერა: “მე აქ გამომგზავნა Q-მ”. Q ამ შემთხვევაში ჯგუფ QAnon-ს უკავშირდება, რომელიც კონსპირაციული და ულტრამემარჯვენე ჯგუფია და მხარს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს უჭერს.

აღსანიშნავია, რომ გავრცელებულ სქრინებში ჯეიკ ანჯელის პლაკატი მოჭრილი იყო, შესაბამისად არ ჩანდა ტექსტი “მე აქ გამომგზავნა Q-მ”. ფოტოების ნახვით კი მნახველს ექმნებოდა შთაბეჭდილება, რომ ის BLM-ის წევრი იყო და მათ საპროტესტო აქციებს უერთდებოდა.

;
ტრამპის მხარდამჭერის გაზიარებული მოჭრილი ფოტო, სადაც არ იკითხება ბანერის ტექსტი

;
იმავე ფოტოს სრული ვერსია


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს – შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist