ლიბიიდან პალერმოში თუ აცრის რიგში?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

45
VIEWS

2021 წლის 23 აპრილს  მამუკა ქარჩხაძემ თავის ფეისბუქ გვერდზე გამოაქვეყნა ფოტო, აღწერით: „იტალიელები აცრის რიგში“. ფოტოს, რომელზეც შავკანიანები რიგში პირბადეების გარეშე, ახლო დისტანციით დგანან, დამატებითი აღწერა თან არ ახლავს და ლოკაციის დადგენა ან ფოტოზე ასახული პიროვნებების იდენტიფიცირება არსებული ინფორმაციით შესაძლებელი არ არის.

;

გავრცელებული ფოტო, თითქოს ის ვაქცინაციის რიგში მდგომ იტალიელებს ასახავს, სიმართლეს არ შეესაბამება. რეალურად, ფოტო 2015 წლისაა და მასზე მიგრანტები არიან გამოსახული.

Reverse Image Search-ის საძიებო ინსტრუმენტის დახმარებით, აღნიშნული ფოტო პირველად 2015 წლის 15 აპრილს Euronews-ის სტატიაში გვხვდება, ხოლო 16 აპრილს კი გერმანულ გამოცემა Spiegel-ში. ძიების ამ შედეგებს ფოტოს საძიებო ინსტრუმენტის მეშვეობით, Bing-ს საძიებო სისტემა გვიჩვენებს.

;

აღნიშნული ფოტო ასახავს 2015 წლის მოვლენებს, როდესაც ლიბიიდან ლტოლვილები იტალიის საზღვრების გადალახვას ცდილობდნენ. მიგრაციის  საერთაშორისო ორგანიზაციის განცხადებით, იტალიაში ჩასვლის მცდელობისას 2015 წლის დასაწყისში ხუთასზე მეტი მიგრანტი გარდაიცვალა.

2015 წლის 15 აპრილის ფოტოს აღწერაში Spiegel-ზე დაყრდნობით, მითითებულია, რომ პალერმოში 480 ლტოლვილი გემით ჩავიდა.

;

მამუკა ქარჩხაძე აქტიურად ავრცელებს ანტიდასავლურ, კონსპირაციულ გზავნილებს, წინააღმდეგია აცრისა და პირპადეების ტარების. ფეისბუქს აღნიშნული პირის ზოგიერთი პოსტი ყალბ ინფორმაციად აქვს მონიშნული.

;

;


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: იტალია, ლიბია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist