ლევოფლოქსაცინით კორონავირუსის მკურნალობის შესახებ ცრუ ინფორმაცია ვრცელდება

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

120
VIEWS

12 ნოემბერს ფეისბუკ მომხმარებელმა Gio Gio-მ საჯარო ჯგუფში ,,ჩემი გორი ✔” გამოაქვეყნა ფოტო, რომელზეც ლათინური შრიფტით დატანილია ინფორმაცია მედიკამენტ ლევოფლოქსაცინის შესახებ. პოსტი ამტკიცებს, რომ ის კოვიდ-19-ს კურნავს. ფოტოზე ვკითხულობთ: ,,ხალხო, იხილეთ წამალი ლევოფლოქსაცინი ეს არის პირველი წამალი რაც კორონას შველის!!!! (Xanax) (სულ 10 ტაბლეტი უნდა)”. პოსტის აღწერაში მომხმარებელი  აუდიტორიას მოუწოდებს, მედიკამენტის მიღება რაც შეიძლება მალე დაიწყონ და  მის შესახებ ინფორმაცია დროულად გაავრცელონ. Gio Gio-ს პოსტს 16 ნოემბრის მონაცემებით 8 200-ზე მეტი გაზიარება აქვს.

გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს  ლევოფლოქსაცინი კოვიდ-19-ს კურნავს,  მცდარია. სინამდვილეში,  პრეპარატი ლევოფლოქსაცინი ანტიბაქტერიული საშუალებებაა, კოვიდ-19 კი არა ბაქტერიული ინფექცია, არამედ ვირუსული დაავადებაა. ამასთანავე ,,ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია’’ კორონავირუსის საწინააღმდეგოდ კონკრეტული სამკურნალო მედიკამენტის არსებობას არ ადასტურებს.

ლევოფლოქსაცინის შესახებ

პრეპარატი ლევოფლოქსაცინი, რომელზეც პოსტშია საუბარი, ანტიბაქტერიული საშუალებების ჯგუფს მიეკუთვნება. კოვიდ-19 კი არ აბაქტერიული დაავადება, არამედ ვირუსია.  მედიკამენტის აღწერაში ვკითხულობთ, რომ ის  სასუნთქი გზების, ყელ-ყურ-ცხვირის, საშარდე ტრაქტის, კანისა და რბილი ქსოვილების, აგრეთვე სასქესო ორგანოების ინფექციების მკურნალობის დროს გამოიყენება. მედიკამენტი ეფექტიანია ქრონიკული ბრონქიტის, პნევმონიისა და სინუსიტის მკურნალობისას, აგრეთვე  პროსტატიტისა და უროგენიტალური ქლამიდიოზის დროსაც.

პრეპარატს ინდოეთში კომპანია  Mepro Pharmaceuticals აწარმოებს და საქართველოში მხოლოდ ფორმა #3 რეცეპტით გაიცემა.

მედიკამენტოზური მკურნალობა კოვიდ-19-ის დროს

,,ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის’’ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კორონავირუსის საწინააღმდეგო მედიკამენტი ჯერჯერობით არ არსებობს და ამ საკითხთან დაკავშირებით ჯერ კიდევ კლინიკური ცდები მიმდინარეობს. ამასთანავე ორგანიზაცია ყველას მოუწოდებს,  კორონავირუსის სიმპტომების გამოვლენისას თვითმკურნალობას არ მიმართონ.

კოვიდ-19-ით დაინფიცირებისას მედიკამენტების გამოყენების პრაქტიკა ქვეყნების მიხედვით განსხვავებულია. აშშ-ს სურსათისა და წამლის ადმინისტრაციამ (FDA) პრეპარატი Remdesivir-ი კორონავირუსით დაავადებულთა სამკურნალოდ დაამტკიცა. რაც შეეხება დიდ ბრიტანეთს, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები პანდემიის დაწყებიდან პაციენტების სამკურნალოდ მედიკამენტ დექსამეტაზონს იყენებდნენ.

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა (NCDC) 24 ოქტომბერს ოფიციალურად განაცხადა, რომ  COVID-19-ით დაინფიცირების შემთხვევავასა და პროფილაქტიკისთვის ცენტრი არც ერთ მედიკამენტს არ უწევს რეკომენდაციას. ამავე განცხადებაში აღნიშნულია, რომ გამოვლენილია  შემთხვევები, როდესაც ცენტრისა და ლუგარის ლაბორატორიის სახელით  მოქალაქეებს ურეკავენ და  პრეპარატს სთავაზობენ, რომელიც თითქოს ამ უწყებებიის მიერ არის რეკომენდებული, რაც  სიმართლეს არ შეესაბამებ. NCDC  მოქალაქეებს მოუწოდებს ნომერი, რომლიდანაც ზარი განხორცილედა შინაგან საქმეთა სამინისტროს გადასცენ.

ცრუ-მკურნალობის შესახებ ინფორმაციის გავრცელება სოციალური ქსელით

Gio Gio-ს მიერ 12 ნოემბერს გამოქვეყნებულ პოსტს საჯარო ჯგუფში ,,ჩემი გორი ✔”16 ნოემბრის მონაცემებით 8 200-მდე გაზიარება აქვს. CrowdTangle-ის მონაცემებით, იდენტური ფოტო სხვა ფეისბუკ გვერდებზეც გაზიარდა, მათ შორის  არის გასართობი გვერდი ,,შუა გზაზე”, სადაც პოსტს 80-მდე გაზიარება აქვს. ამასთანავე ორიგინალი პოსტი ფეისბუკ მომხმარებელმა Muka Shavadze-მ 16 ნოემბერს გააზიარა ჯგუფში ,,კახა კალაძე თბილისის მერი”.

,,მითების დეტექტორი” კოვიდ-19-ით დაინფიცირებისას სხვადასხვა მედიკამენტის გამოყენებით ცრუ მკურნალობის შესახებ აქამდეც წერდა. იხილეთ მასალები ამ თემაზე:


 

მასალის არქივის ბმული  https://archive.ph/58ZFt


მასალაში გამოყენებულია CrowdTangle-ის მონაცემები, რომელიც ფეისბუქის საძიებო ინსტრუმენტია

დარღვევის ტიპი: ცრუ მკურნალობა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist