ლევან ვასაძის დეზინფორმაცია და მანიპულაციური განცხადებები კაპიტოლიუმის მოვლენებზე

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

32
VIEWS

9 იანვარს ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ “ალტ ინფოსთან” ინტერვიუში ამერიკის შეერთებულ შტატებში განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა, კერძოდ კი კაპიტოლიუმში დემონსტრანტების შეჭრა განიხილა და განაცხადა, რომ მათ შორის მოძრაობა Black Lives Matter (BLM) და Antifa-ს წევრები იყვნენ. ვასაძემ ასევე აღნიშნა, რომ პოლიციელების ნაწილი თავად სწევდა მეტალის ღობეებს და პროტესტის მონაწილეებს კაპიტოლიუმში შევარდნისკენ აქეზებდა, რის საფუძველზეც გამოთქვა ვარაუდი, რომ პროცესი ტრამპის წინააღმდეგ იყო პროვოცირებული, რათა დაპირისპირების ესკალაცია გამოეწვია.

ლევან ვასაძე: “გამრავლდა კლიპები, რომლებიც ადასტურებს პროტესტანტების ჯგუფში ანტიფასა და ბმლ-ის წევრების მონაწილეობას, როგორც პროვოკატორებისა და ძალიან ხშირი არის ვიდეოები, სადაც ჩანს, რომ აი, ამ პირველი მიწოლისას, პოლიციელების ნაწილი თავისი ხელით წევს აი, ამ მეტალის ღობეებს და ჟესტებით ეპატიჟება ხალხს შემოვარდნაში, ეს კი აბსოლუტურად შეუძლებელია ბრძანების გარეშე…ძალიან გამრავლდა სპეკულაციების იმის შესახებ, ხომ არ იყო ეს პროვოკაცია რესპუბლიკური, კონსერვატიული ამ დაჯგუფების შიგნით ჩანერგილი აგრესიული პროვოკატორების მხრიდან და ასევე ამ ძალოვანების ასეთი მოქმედების გამო, მე პირადად მჯერა, რომ ეს ასე იყო, რომ მოხდა ესკალაცია ამ დაპირიპირებისა, რათა მერე ტრამპზე დაერტყათ და ამას ცოტა რამე თუ გადამარწმუნებს…“

იგივე მტკიცება, რომ პოლიციამ მომიტინგეებს კარი გაუხსნა, “ალტ ინფოს” 11 იანვრის ეთერშიც განმეორდა, რის საილუსტრაციოდაც კონკრეტული ვიდეო იყო ნაჩვენები.

ლევან ვასაძის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს პოლიციამ მომიტინგეებს მეტალის ღობეები და კაპიტოლიუმის კარები თავად გაუღო, მცდარია. ცალკეული ფრაგმენტები, რომლებშიც ჩანს, როგორც შედიან მომიტინგეები ჯერ კაპიტოლიუმის გარე ტერიტორიაზე, შემდეგ – შენობაში, მანიპულაციურია, რადგან ისინი არ ასახავენ პროტესტის მონაწილეების მიერ კაპიტოლიუმში ძალადობრივად შეჭრის თავდაპირველ კადრებს, სადაც ჩანს, როგორ გაარღვიეს მათ ბარიკადები და შეიჭრნენ  შენობაში. ვასაძის მეორე განცხადება კი, სადაც ის ამბობს, რომ მომიტინგეებს შორის BLM-ის და Antifa- წევრები იყვნენ, მტკიცებულებების გარეშეა.

როგორ განვითარდა მოვლენები?

6 იანვარს დონალდ ტრამპის მხარდამჭერები არჩევნების შედეგების დამტკიცების გასაპროტესტებლად ვაშინგტონში შეიკრიბნენ. საპროტესტო აქცია დღის 12 საათიდან მიმდინარეობდა, როდესაც დონალდ ტრამპი სიტყვით გამოვიდა და შეკრებილებს მოუწოდა, კაპიტოლიუმისკენ დაძრულიყვნენ, რათა “ძლიერება ეჩვენებინათ”. როგორც  სოციალური ქსელის მომხმარებლების, მათ შორის ტრამპის მხარდამჭერების გამოქვეყნებული ვიდეოებიდან ვიგებთ, კაპიტოლიუმის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში ბარიკადები პირველად 12:53 საათზე დაირღვა. ვიდეოში ჩანს, რომ ძალადობრივი ჯგუფი პოლიციელებს ფიზიკურად უსწორდება, რკინის ბარიკადებს შლის და შენობის გარე პერიმეტრს არღვევს.

;

;

კაპიტოლიუმის დასავლეთ ნაწილში დაპირისპირება გრძელდება და პოლიციის წინააღმდეგობის მიუხედავად პროტესტის მონაწილეები კაპიტოლიუმის ტერიტორიაზე შესვლას და შენობასთან მიახლოებას მაინც ახერხებენ. დაახლოებით 2 საათისთვის, იგივე სიტუაციაა კაპიტოლიუმის აღმოსავლეთ ნაწილში, სადაც პოლიციელთა რაოდენობა ბევრად მცირეა.

კაპიტოლიუმის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილშია გადაღებული ის ვიდეოც, რომელიც სპეკულაციის საგანი გახდა: ვიდეოში ჩანს, თუ როგორც იჭრებიან პროტესტის მონაწილეები კაპიტოლიუმის გარე ტერიტორიაზე, სადაც მათ პოლიცია წინააღმდეგობას არ უწევს. ვიდეო დღის 1:58 საათზე (EST) არის გამოქვეყნებული. როგორც New York Times წერს, პოლიციელებმა ბარიკადები მას შემდეგ გადასწიეს, რაც დემონსტრანტებსა და პოლიციის ოფიცრებს შორის ძალადობრივი დაპირისპირება მოხდა. ფაქტების გადამმოწმებელი პლატფორმა Politfact ვიდეოს გადამღებსაც დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა, რომ პოლიციელები გვერდზე გადგნენ, რადგან დემონსტრანტების დიდი რაოდენობის გამო, მათ შეკავებას ვეღარ ახერხებდნენ. შესაბამისად, მომიტინგეები კაპიტოლიუმის ტერიტორიაზე მას შემდეგ გადაადგილდებოდნენ თავისუფლად, რაც სიტუაცია უმართავი გახდა.

2:10 საათზე დასავლეთ და აღმოსავლეთ მხარის ბარიკადები, მათ შორის ბოლო ბარიერიც, გარღვეული იყო.

;
წყარო: The New York Times

დაახლოებით 2:11-2:15 საათისთვის დემონსტრანტები შენობაში შეიჭრნენ. როგორც New York Times, ასევე Bellingcat აქვეყნებს ინტერნეტში მომხმარებლების მიერ განთავსებულ ვიდეოების კრებულს, სადაც ჩანს (8:07 წთ-დან), თუ როგორ ამტვრევენ კარებსა და ფანჯრებს დემონსტრანტები, რათა კაპიტოლიუმის შენობაში შეაღწიონ. მომიტინგეების ძალადობრივი ვიდეოები Bellingcat-მა ულტრა-მემარჯვენე პლატფორმა Parler-დან შეაგროვა, რომელიც მნიშვნელოვანი ბაზაა დონალდ ტრამპის მხარდამჭერებისთვის.

;
წყარო: The New York Times

;

რაც შეეხება “ალტ-ინფოს” მიერ 11 იანვარს გამოქვეყნებულ ვიდეოს, მასში ჩანს, რომ პროტესტის მონაწილეები შენობაში უკვე გაღებული კარიდან შედიან, ხოლო დაცვა მათ წინააღმდეგობას არ უწევს, უცნობია, დროის რომელ მონაკვეთშია გადაღებული ეს ვიდეო და წინ რა უსწრებდა ამ მოვლენებს, რადგან კადრში კარი უკვე ღიაა.

პროტესტი ძალადობრივი იყო, ხოლო  პროცესი უმართავი გახდა მას შემდეგ, რაც სამართალდამცავებმა მასზე კონტროლი დაკარგეს, რასაც სენატისა და წარმომადგენელთა პალატის წევრების, ასევე სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან კრიტიკული შეფასებები მოჰყვა. წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის, განცხადებით, კაპიტოლიუმის პოლიციელები გაბედულად მოიქცნენ და ისინი მადლიერებას იმსახურებენ, თუმცა იყო ჩავარდნა კაპიტოლიუმის პოლიციის ზედა ეშელონებში. გამოძიება უკვე დაწყებულია იმ საკითხზე, თუ რატომ ვერ მოხდა შენობის პერიმეტრის უსაფრთხოების სათანადო უზრუნველყოფა.

მონაწილეობდნენ თუ არა BLM-ის Antifa-ს წევრები კაპიტოლიუმში შეჭრაში?

რაც შეეხება ვასაძის მეორე განცხადებას, რომ პროტესტში BLM-ის Antifa-ს წევრები მონაწილეობდნენ, ამის დამადასტურებელი ფაქტები არ არსებობს და აქანდე გავრცელებული ფოტო კადრები, რომლებსაც სხვადასხვა წყაროები ავრცელებდნენ, არა BLM-ს, არამედ ტრამპის მხარდამჭერ QAnon-ს უკავშირდება, რომელიც კონსპირაციული და ულტრამემარჯვენე ჯგუფია. ამ თემაზე ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” პუბლიკაცია:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს – შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ
წყარო

წყარო

ვას
ლევან ვასაძე

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist