კურნავს თუ არა პორნოვარსკვლავი “ექიმის” პრეპარატი კორონავირუსს?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

აფეფგ
2.4k
VIEWS

2020 წლის 28 თებერვალს Facebook გვერდებმა “ქრისტეს გზა” და “ ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერები” გამოაქვეყნეს პოსტი, თითქოს საქართველოში ამერიკელი ეპიდემიოლოგი, კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატის შემქმელი, ჯონათან ვან სინი ჩამოვიდა. გვერდი “ქრისტეს გზა” ამერიკელი ეპიდემიოლოგის საქართველოში ჩამოსვლას პატრიარქს მიაწერს, ხოლო “ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერების”  ფეისბუქ გვერდზე აღნიშნულია, რომ ამერიკელი ექიმი საქართველოში მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით ჩამოვიდა.

""

ფეისბუქ გვერდების “ქრისტეს გზა” და “ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერების” მიერ გამოქვყნებული ინფორმაცია ყალბია, რადგან ფოტოზე გამოსახული ადამიანი არა ჯონათან ვან სინი, არამედ ჯონი სინსის სახელით ცნობილი პორნოვარსკვლავია. ყალბ გვერდს “ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერები” პოლიტიკურ პარტიასთან კავშირი არ აქვს და ის ხელისუფლების პოლიტიკური ოპოპნენტების დისკრედიტაციის მიზნით არის შექმნილი. 

  1. ფოტოზე გამოსახული მამაკაცი სინამდვილეში ამერიკელი პორნო ვარსკვლავი ჯონი სინსია. 

ფეისბუქ გვერდების “ქრისტეს გზა” და ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერების” მიერ გამოქვეყნებულ ფოტოზე გამოსახული მამაკაცი არა ჯონათან ვან სინი არამედ ამერიკელი მსახიობი და პორნო ვარსკვლავი ჯონი სინსია. სტივენ ვოლფი იგივე ჯონი სინსი კანადური პორნოგრაფიული კომპანიის Brazzers-ის მსახიაობია და პორნო ინდუსტიაში  2006 წლიდან მუშაობს.

"

ფეისბუქზე “ჯონი სინსის” სახელობის არაერთი იუმორისტული გვერდი არსებობს.

"

     2. ფეისბუქ გვერდი “ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერები” ყალბია და რეალურად ნაციონალური მოძრაობის წევრების დისკრედიტაციას ახდენს. 

ფეისბუქ გვერდს “ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერები” ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიასთან კავშირი არ აქვს და ის რეალურად ხელისუფლების ოპონენტების, მათ შორის ნაციონალური მოძრაობის,  დისკრედიტაციას ემსახურება. გვერდი 2018 წლიდან არის აქტიური და 2300 ზე მეტი გამომწერი ჰყავს.

""

"

2019 წლის 1 ივლისს გვერდი “ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერები”  პორნოვარსკვლავ ჯონი სინსს აქციების დარბევაში მონაწილე პოლიციელად ჯონი სინაძედ ასაღებდა.

"

 

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist