მედია

კრემლმა სახელმწიფო მედიას გამოქვეყნებული სტატიების წაშლა აიძულა

6 დეკემბერი, 2019

EUvsDisinfo-ს მასალის მიხედვით

კრემლისტური მედიის მთავარი რედაქტორები კრემლისგან ყოველკვირეულ ინსტრუქციებს იღებენ, თუმცა, ზოგჯერ ეს ინფორმაციის კონტროლისთვის საკმარისი მაინც არ არის. მათი დამატებითი ხელსაწყო უკვე გამოქვეყნებული, მათთვის უსიამოვნო ცნობების დაცენზურებაა.

2 დეკემბერს RIA Novosti-მ და TASS-მა რუსი ოპოზიციონერი აქტივისტის ალექსეი ნავალნის გამოძიებასთან დაკავშირებით სტატია გამოაქვეყნეს, შემდეგ კი წაშალეს. ნავალნის გუნდის გამოძიებამ  საეჭვო ფინანსური ტრანზაქციები გამოავლინა, რომელიც რუსეთის მეორე ყველაზე მსხვილი ბანკის VTB-ის პრეზიდენტმა, ანდრეი კოსტინმა, განახორციელა. ნავალნი კოსტინს  სახელმწიფო ხაზინიდან აღებული ფულით თავისი სასიყვარულო პარტნიორის, Rossiya 1-ის ჟურნალისტის ნაილია ასკერ-ზადეს ძვირადღირებული საჩუქრებით განებივრებაში ადანაშაულებს. 4-მილიონ დოლარიანი რეზიდენცია, 200-ფუტიანი იახტა და 470 000 დოლარიანი პერსონალური თვითმფრინავი მხოლოდ ერთი თვის განმავლობაში შეძენილი ქონების ჩამონათვალია.

Tass-ზე გამოქვეყნებული სტატია Google-ს ძიების შედეგებში ჯერ კიდევ ჩანს, თუმცა ბმულს Tass-ის მთავარ გვერდზე გადავყავართ. Ria Novosti-ს ბმულზე კი წერია, რომ ასეთი გვერდი არ არსებობს. 

"