კრემლმა მომიტინგეებთან საბრძოლველად ციფრულ საშუალებებს მიმართა

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

დეზ ინფო 1
120
VIEWS

DFRLab-ის მასალის მიხედვით

რუსეთში საპროტესტო აქციების ძალადობრივი მეთოდებით დაშლა პროტესტის მუხტის ჩასახშობად კრემლის ერთადერთი ტაქტიკა არ არის, როგორც აღმოჩნდა, ხელისუფლება მომიტინგეებთან საბრძოლველად ციფრულ საშუალებებსაც მიმართავს.

როდესაც აგვისტოში მოსკოვის ქუჩები საპროტესტო აქციებმა მოიცვა, კრემლმა აიძულა სატელეფონო ოპერატორები, შეეზღუდათ კავშირი საპროტესტო არეალში, რათა   მომიტინგეებს შორის კოორდინაციისთვის შეეშალათ ხელი. მთავრობამ აქციებზე სახის ამომცნობი დამატებითი კამერებიც დააყენა. ამას გარდა, ხელისუფლება უცხოურ კომპანიებს, განსაკუთრებით კი Google-ს სადამსჯელო ღონისძიებების მიღებით დაემუქრა თუ ის YouTube-ზე საპროტესტო აქციების გადაცემას განაგრძობდა. ამ ქმედებებმა კიდევ უფრო დააქვეითა რუსეთის რეპუტაცია და ქვეყანაში მნიშვნელოვნად გაართულა სიტუაცია ადამიანის უფლებებისა და ციფრული ავტორიტარიზმის მიმართულებით.

ინტერნეტის შეფერხება

3 აგვისტოს აქციის მონაწილეებს რუსეთის მთავარი მობილური ოპერატორებისგან ინტერნეტის მიწოდება შეუწყდათ, რამაც ხელი შეუშალა აქციაზე დგომას და პარალელურად სოციალური ქსელების გამოყენებას ინფორმაციის განახლებისა და აქციების პირდაპირ რეჟიმში გადაცემისთვის. როგორც მომიტინგეებმა განაცხადეს, აქციების არეალში პოლიციამ ასევე აიძულა კაფეები და რესტორნები, გამოერთოთ Wi-Fi კავშირი. ინტერნეტ მონიტორინგის ჯგუფმა NetBlocks-მა დაადასტურა, რომ მოსკოვში 3 აგვისტოს ნამდვილად მოხდა ინტერნეტის მიწოდების შეზღუდვა.

იმავე დღეს, მოსკოვში ჟურნალისტი კოგერშინ საგიევა შეუფერხებლად ახორციელებდა Skype ზარებს და გორკის პარკიდან პირდაპირ რეჟიმშიც მოახერხა ბარბექიუ ფესტივალის გაშუქება, სადაც ბევრად მეტი ადამიანი იმყოფებოდა, ვიდრე აქციაზე. ეს ფაქტი გამორიცხავს იმ შემთხვევას, რომ ინტერნეტ-კავშირი შესაძლოა ხალხის სიმრავლის გამო გაწყვეტილიყო.

სახის ამოცნობის გაძლიერებული სისტემა

ჯერ კიდევ 2019 წლის მაისში მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა პირობა დადო, რომ 200 000 სახის ამომცნობ კამერას დააყენებდა, რათა შეექმნა ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ამომცნობი სისტემა მსოფლიოში, რომელიც ჩინეთის სადაზვერვო სისტემასაც კი გაუწევდა კონკურენციას. ჰონგ-კონგის პოლიციამ აქციების დროს ჩინური ტექნოლოგია საკმაოდ წარმატებით გამოიყენა მომიტინგეების იდენტიფიცირებისა და შემდგომ დაჭერისთვის. 

სახის ამომცნობი კამერები ვიდეოს ანალიზსა და ბრბოში ინდივიდების იდენტიფიკაციას სწრაფად ახდენენ. სამართალდამცავებს შეუძლიათ მარტივად ატვირთონ პიროვნების ფოტო სისტემაში და გაიგონ ვინ არის ეს ადამიანი, ასევე აღადგინონ მისი გადაადგილება ქალაქში.

Google-სა და Youtube-ს მიზანში ამოღება

10 აგვისტოს მოსკოვში აქციების კიდევ ერთი რაუნდი გაიმართა, რომელიც მოსკოვის მერიის მიერ იყო ნებადართული. აქციებში, დაახლოებით, 50 ათასი ადამიანი მონაწილეობდა, რასაც პირდაპირ ეთერში YouTube-ის საშუალებით არაერთი რუსული და საერთაშორისო მედია გადასცემდა.

11 აგვისტოს რუსეთის კომუნიკაციების სახელმწიფო მარეგულირებელმა ორგანომ “როსკომნადზორმა” Google-ს მოსთხოვა, რომ Youtube-ის მომხმარებლებისთვის აეკრძალა “უკანონო მასობრივი ღონისძიებების” რეკლამირება. “როსკომნადზორის” წერილში აღნიშნული იყო, რომ გარკვეული პირები YouTube არხებზე ყიდულობდნენ სარეკლამო საშუალებებს (მაგალითად ‘push notifications’), რათა არაავტორიზებული მასობრივი ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია გაევრცელებინათ. “როსკომნადზორის” განცხადებით, თუ Google ვერ აღმოფხვრიდა აქციების რეკლამირებას, მაშინ რუსეთი ამას სუვერენული სახელმწიფოს საშინაო საქმეებში ჩარევად მიიჩნევდა და შესაბამის ზომებს მიიღებდა.

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ხელისუფლებას მცირე კონტროლი აქვს უცხოური კომპანიების ონლაინ ქმედებებზე, 1 ნოემბერს ამოქმედებული “სუვერენული ინტერნეტის” კანონის საშუალებით, კრემლს გაუჩნდა ბერკეტი შეზღუდოს წვდომა კონტენტთან და იმ ვებ-გვერდებთან, რომელსაც საფრთხედ მიიჩნევს.

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist