ისტორია

კრემლისტური მედია ცდილობს ფაშიზმი პოლიტიკურად კორექტულად აქციოს

30 იანვარი, 2020

EUVSDISINFO.eu-ს მიხედვით

კრემლისტური მედია, ბოლო პერიოდია, ფაშიზმისადმი სიმპათიას არ მალავს. ეს ამბავი ახალი არ არის: რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში ბაზირებული საინფორმაციო სააგენტო News Front-ი სტატიაში ნაციზმს და ჰიტლერს აქებს; კრემლისტური გამოცემა Russia Insider არამხოლოდ ცდილობს ნაციზმის “გათეთრებას”, არამედ ანტისემიტურ გზავნილებსაც ავრცელებს. 

ბოლო პერიოდში, ფაშიზმისადმი სიმპათიებმა ახალ სიმაღლეებს მიაღწია. 2020 წლის იანვარში უკვე გაისმა შესაბამისი ფრაზები:

მუსოლინი შესანიშნავი ადამიანი იყო, მან მსოფლიოს მისცა მესამე გზა, რომელსაც რუსეთი, ნაწილობრივ მიჰყვება.”

მან განავითარა მრეწველობა, ააშენა გზები, ხელი შეუწყო მექანიკურ ინჟინერიასა და ავიაციაში მოწინავე ტექნოლოგიების დანერგვასა და განვითარებას. ჰიტლერთან ალიანსში ყოფნის ბოლო წლებში, იტალია საერთოდ არ ჰგავდა მე-20 საუკუნის 30-იანი წლების იმ იტალიას, რომელიც იმპერიის კვლავ აღდგენის პროექტით იყო შეპყრობილი”.

2013 წელს, კრემლის პროპაგანდისტმა და ევროკავშირის რეზიდენტმა ვლადიმირ სოლოვიოვმა ფილმი გადაიღო, სადაც მუსოლინზე დიდი პატივით საუბრობენ, როგორც მამაც ლიდერზე. 

სოლოვიოვის ფილმი 2013 წელს, უკრაინაში, ევრომაიდანის მოვლენების დროს გავიდა ეთერში და დიდი გამოხმაურება არ მოჰყოლია, თუმცა Russia Today-ს რეპორტიორის, იგორ მოლოტოვს ყურადღება კი მიიპყრო. მისი შეფასებით, ვლადიმირ სოლოვიოვმა შესანიშნავი ფილმი მოამზადა. იგი აცხადებს, რომ Il Duce (მუსოლინი) მანიაკად არის მიჩნეული, არადა ხალხმა არ იცის, რომ ფაშიზმი და საძულველი ნაციზმი სხვადასხვა რამეა.  მუსოლინი შესანიშნავი ადამიანი იყო, მან მსოფლიოს მისცა მესამე გზა, რომელსაც რუსეთი, ნაწილობრივ მიჰყვება”.

ვლადიმერ სოლოვიოვმა მოლოტოვის ქება სოციალურ ქსელში გააზიარა, რასაც რუსულ ინტერნეტ-სივრცეში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. რუსმა ოპოზიციონერმა ალექსეი ნავალნიმ სალავიოვს “ბენიტოს ერთგული შვილი” უწოდა. დამოუკიდებელმა ბლოგერმა, ილია ვარლამოვმა ბლოგში დაწერა, რომ მუსოლინისადმი ხოტბა რადიო “ეხო მოსკვი”-ს ან ტელეკომპანია “დოჟდს” რომ გაეშუქებინა, მარტივი წარმოასადგენია ამ ფაქტს სახელმწიფო ტელევიზიებისგან და რუსეთის დუმის მხრიდან რა ისტერიული რეაქცია მოჰყვებოდა.

"

ფაშიზმისადმი სიმპათიით Russia Today-ს გარდა, სხვა კრემლისტური მედია საშუალებებებიც გამოირჩევიან. მაგალითად, Geopolitica.ru ესპანეთის ფაშისტი დიქტატორის, ფრანკოს მოღვაწეობას აფასებს როგორც მშვიდობის, სოციალური სამართლიანობისა და კეთილდღეობის 40 წელიწადს”.მასთან დაკავშირებული ვებ-გვერდი  Kaheton.com-იც ესპანელ დიქტატორს ასხამს ხოტბას.

ზოგადად, გამოკვეთილია ტენდენცია, რომ კრემლისტური მედია ფაშისტურად აცხადებს ყველა პოლიტიკურ მოძრაობას, რომელიც მოსკოვის მიმართ კრიტიკულადაა განწყობილი. დეზინფორმაციის მონაცემთა ბაზაში 400-ზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული: რუსული პროპაგანდისტული მედიისთვის ლათინური ამერიკის არა-მემარცხენე მთავრობები “ფაშისტები” არიან, უკრაინას “ფაშისტები” მართავენ, ლიეტუველები “ფაშისტები” არიან, ევროპარლამენტში პოლიტიკური ძალები “ფაშიზმს” შეეკვრნენ. Russia Today-ს მიხედვით, ერთადერთი, ვინც ფაშისტი არ იყო, ადოლფ ჰიტლერია:

“ადოლფ ჰიტლერი საკუთარ თავს ფაშისტს არ უწოდებდა. იგი იყო ნაციონალ-სოციალისტი, მის პარტიას ერქვა გერმანიის ნაციონალ სოციალისტური მუშათა პარტია”.