კრემლისტური მედია კორონავირუსს ჰოლივუდში ეძებს

კითხვის დრო: < 1 minute

კითხვის დრო: < 1 minute

dsds
298
VIEWS

EUvsDisinfo-ს მასალის მიხედვით

გასულ კვირას კორონავირუსზე დეზინფორმაციები რუსულ მედიაში კიდევ უფრო კრეატიული გახდა. გარდა იმისა, რომ “კორონავირუსი აშშ-ის ბიოლოგიური იარაღია და ტრამპის ბრძანებით ჩინეთში განგებ გავრცელდა”, კრემლისტური მედია ასევე ამბობს, რომ ცნობილი მსახიობი ჯეკი ჩანი კორონავირუსით კერძო წვეულებაზე დაინფიცირდა და ამჟამად კარანტინშია. ინფორმაცია ამის შესახებ 26-27 თებერვალს Москва 24, Sputnik Georgia და ukraina.ru ავრცელებდნენ.

"

ჯეკი ჩანმა თავისი ოფიციალური ფეისბუქ გვერდის საშუალებით გვაცნობა, რომ ჯანმრთელია და კორონავირუსის გამო კარანტინში არ იმყოფება.

თუმცა კორონავირუსის ჰოლივუდში ძიება ამით არ დასრულებულა, დეზინფორმაციულმა მედიებმა 2011 წლის ფილმი Contagion კორონავირუსს დაუკავშირეს. ფილმი ეხება ვირუსს, რომელმაც პანდემია გამოიწვია და ერთ თვეში 26 მილიონი ადამიანი დახოცა. Russia Today-ს მტკიცებით, აღნიშნული ფილმი ადასტურებს, რომ კორონავირუსი სწორედ ამერიკელების შექმნილია და მათ მიზანში ამერიკის მტრები ამოიღეს.

კრემლისტური მედია კორონავირუსზე დეზინფორმაციას და კონსპირაციის თეორიებს პერიოდულად ავრცელებს. აღნიშნულ თემაზე იხილეთ:

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist