კრემლის შიშები

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

image1
66
VIEWS

EUvsDisinfo-მ კვირის დეზინფორმაციული მიმოხილვა კრემლის ყველაზე კოშმარული შიშების კატალოგს მიუძღვნა. Aletheophobia – სიმართლის შიში, Allodoxaphobia – განსხვავებული მოსაზრებების შიში, Demophobia – ხალხის/შეკრების  შიში, Mysophobia – ბაქტერიების შიში და სხვა. ბევრი მათგანი საქართველოსთვისაც არ არის უცხო. EUvsDisinfo-ს მასალაში კრემლის შიშების მაგალითებად ლუგარის ლაბორატორიის გარშემო გავრცელებული დეზინფორმაცია და ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის პასუხად გერმანიიდან რუსი დიპლომატების გამოძევებაზე კრემლისტური მედიის რეაქციაც  გვხვდება.

EUvsDisinfo კრემლის შიშების არასრულ ჩამონათვალს გვთავაზობს:

"
ძვ. ბერძნულიდან ἀλήθεια (aletheia) -სიმართლე; φόβος (phóbos) – შიში

Aletheophobia – სიმართლის შიში 

სიმართლის მიღება, შესაძლოა, ყველასათვის საშიში იყოს, მაგრამ კრემლი სიმართლეს განსაკუთრებულად მძაფრად აღიქვამს. მაგალითად ავიღოთ ყირიმი. კრემლისტური მედია განუწყვეტლივ ამტკიცებს, რომ უკრაინის ტერიტორიის უკანონო ანექსია, დადგმული “რეფერენდუმის” შემდეგ, დემოკრატიული და საერთაშორისო სამართალთან შესაბამისი გახდა. მაგრამ, რა თქმა უნდა, ასე არ არის: ყირიმის უკანონო ანექსია საერთაშორისო სამართლის დარღვევად რჩება, იმის მიუხედავად, რამდენად ხშირად და ისტერიულად მოიტყუება კრემლი. სიმართლიც შიშის მაგალითად შეგვიძლია ასევე განვიხილოთ საქართველოს მოქალაქის ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის პასუხად გერმანიიდან რუსი დიპლომატების გამოძევება. მიუხედავად იმისა, რომ გერმანულმა პოლიციამ სერიოზული სამხილი წარმოადგინა, რომელიც ამტკიცებს, რომ “მკვლელობა განხორციელდა რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო ინსტიტუტების ან ჩეჩნეთის ავტონომიური რესპუბლიკის, როგორც რუსეთის ფედერაციის ნაწილის, მიერ”, რუსეთის სახელისუფლებო მედიამ ამ შემთხვევაზეც მისთვის ჩვეული რეაგირება მოახდინა – “ყველაფრის უარყოფა”.

"
(ძველი ბერძნული  ἄλλος (állos) – სხვა;  δόξα (dóxa) – მოსაზრება; φόβος (phóbos) – შიში)

Allodoxaphobia – განსხვავებული მოსაზრებების შიში 

Allodoxaphobia უდავოდ კრემლის ყველაზე ძლიერი და ფუნდამენტური შიშია. EUvsDisinfo -მ  რუსი ხელისუფლების წარმოამდგენლების შესახებ, რომლებიც დამოუკიდებელი მედიის დახურვას და მედიაზე კონტროლი მოეპოვებას ცდილობდნენ, რამდენიმე მასალა გამოაქვეყნა (იხილეთ სტატიები აქ და აქ)

"
(ძველი ბერძნული – ατελής (atelès) -არასრულყოფილი; φόβος (phóbos) – შიში)

Atelophobia- არასრულყოფილების შიში

კრემლისთვის შეცდომაზე მეტად საშიში, ცოტა რამ  შეიძლება იყოს. არ აქვს მნიშვნელობა ეს იქნება საეჭვო დიპლომატიური და იმპერიული ნაბიჯები წარსულში, დაკვეთილი მკვლელობები, სპორტული მიღწევების ხელოვნურად გაუმჯობესების მცდელობები თუ გაუმართლებელი გადაწყვეტილებები ბრძოლის ველზე – კრემლს ფაქტობრივი მტკიცებულებების ან ისტორიული ფაქტების მიღება, რომელიც მის ბრალეულობას ამტკიცებს,  უბრალოდ არ შეუძლია (უფრო მეტად კი არ უნდა). კრემლისთვის შეცდომის აღიარება შემზარავი პერსპექტივაა.

"
(ძველი ბერძნული αὐτός (autos) – მარტო, საკუთარი თავი; φόβος (phóbos) – შიში)

Autophobia – მარტოობის შიში

კრემლისტურ დეზინფორმაციაში ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გავრცელებული შიშია, არ იყო სასურველი, არ უყვარდეთ და არ გაფასებდნენ. EUvsDisinfo-ს მონაცემებში “რუსოფობიის” 350-მდე შემთხვევაა დაფიქსირებული. “რუსოფობიის” კონცეფცია ემყარება აღქმას, თითქოს რუსეთი ხშირად უსაფუძვლოდ, ყოველგვარი ლეგიტიმური მიზეზების დაუფასებელი და დამცირებულია. კრემლისთვის “რუსოფობიად” აღიქმება: ნატო-ს მოქმედებები რუსეთის წინააღმდეგ, ლიტვის პოლიტიკა და დასავლური ჟურნალისტიკა.

"
(ძველ ბერძნული δῆμος (demos) -უბრალო ხალხი; φόβος (phóbos) – შიში)

Demophobia – ხალხის/შეკრების  შიში

პროტესტები, სამოქალაქო მოძრაობები და სამოქალაქო საზოგადოება – კრემლის პერსპექტივიდან ცოტა რამ არის უფრო საშიში, ვიდრე პოტენციური საფრთხე მისი ძლიერებისათვის. სწორედ ამიტომ, ნებისმიერი სამოქალაქო მობილიზება წარმოდგენილია, როგორც “არაავთენტური” და “ბოროტი ელიტების” მიერ ორგანიზებული, მაგალითად: რუსეთისა და ჩინეთის გავლენის შესასუსტებლად დასავლეთმა “ფერადი რევოლუციების” მეორე ტალღა წამოიწყო ან ასობით წლის წინ  სამოქალაქო ომი რუსეთში ანგლო-საქსებმა წაახალისეს. EUvsDisinfo-ს მონაცემებში თითქმის 500 შემთხვევაში გვხვდება ნარატივი, რომ ნებისმიერი სამოქალაქო პროტესტი, ეს იქნება ჰონგ კონგში, უკრაინაში, ბოლივიასა თუ ვენესუელაში, გარე ძალების გეგმის შედეგია.

qw

(ძველ ბერძნული ἐλευθερία (eleuthería)- თავისუფლება; φόβος (phóbos) – შიში)

Eleutherophobia – თავისუფლების შიში

ეს შიში  demophobia-სთან (ხალხის შიში) და allodaxophobia-სთან (განსხვავებული მოსაზრებების შიში) მჭიდროდ არის დაკავშირებული. ის პლურალიზმისა და განსხვავებულობის ღრმად ფესვგადმულ შიშში გამოიხატება. ნებისმიერი, ვინც ავტორიტეტებს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს, ქაოსის, ნგრევისა და რევოლუციების  პროვოცირების მხარდამჭერია. რა თქმა უნდა, ეს პროცესები კონსპირაციების გარეშე არაფერია. რელიგიის თავისუფლება რა შეიძლება იყოს სხვა,  გარდა აშშ-ის გეგმისა, გაანადგუროს ქრისტიანობა.

re

(ძველ ბერძნული ἔφηβος (éphēbos) – ახალგაზრდა; φόβος (phóbos) – შიში)

Ephebiphobia – ახალგაზრდების შიში

გრეტა თუნბერგი, შვედი მოსწავლე, რომელმაც კლიმატური ცვლილებების წინააღმდეგ სასკოლო გაფიცვა მოაწყო, თვეების მანძილზე კრემლის შიშების ერთ-ერთი მიზეზი გახდა. თუნბერგის “ომი თეთრი ადამინების წინააღმდეგ” კრემლის პროპაგანდისტებს სისხლს უდუღებს. კრემლისტური დეზინფორმაციული გამოცემები ორი კვირაა ერთსა და იმავეს იმეორებენ.

tr

(ძველ ბერძნული- μύσος (musos)- სიბინძურე; φόβος (phóbos) – შიში)

Mysophobia –  ბაქტერიების შიში

სპუტნიკის არაბული სამსახური, რომელსაც კრემლი ფლობს, ცდილობს წამროაჩინოს, თითქოს, საქართველოს ლუგარის ლაბორატორიაში ვირუსებსა და დაავადებებს ქმნიან. ამ ინფორმაციის გადამოწმება და უარყოფა  მრავალჯერ მოხდა, მას შემდეგ, რაც ის პირველად 2016 წლის დასაწყისში გამოჩნდა. ცხადია, ეს ამბავი ისეთივე სიცრუეა დღეს, როგორიც ადრე იყო.

კრემლის შიშების ეს სია  სრული არ არის. დასახელებული შიშების გარდა, ასევე გვხვდება, ევროფობია, უკრაინოფობია, ქსენოფობია, occidophobia (დასავლეთის შიში), პოლონოფობია და სხვა. კრემლისტური მედია შიშისა და პანიკის მდგომარეობას ასახავს.

თემატიკა: პოლიტიკა
ქვეყანა/ორგანიზაცია: რუსეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist