კრემლის ყალბი პროგნოზები საქართველოს ეკონომიკაზე

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

rgrgrgrg
172
VIEWS

Medium-ის მასალის მიხედვით

თბილისში ანტი-საოკუპაციო აქციების პარალელურად, რომელიც დუმის დეპუტატის სერგეი გავრილოვის საქართველოს პარლამენტში ვიზიტს მოჰყვა, კრემლისტურმა აქტორებმა სოციალურ ქსელებში საქართველოს რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულების შესახებ ყალბი ნარატივების გავრცელება დაიწყეს. ნარატივები მეტწილად რუსეთიდან ფრენების აკრძალვის შესახებ პუტინის გადაწყვეტილებას და ქართული ღვინის იმპორტზე კონტროლის გამკაცრებასთან დაკავშირებით „როსპოტრებნადზორის“ განცხადებას შეეხებოდა.

პროპაგანდისტული ვიდეოები

DFRLab-მა გააანალიზა კრემლისტურ მედიაში 2019 წლის 20 ივნისიდან 24 ივლისამდე გამოქვეყნებული ვიდეოები, რომლებიც საქართველოს ეკონომიკას შეეხებოდა.

20 ივნისიდან მოყოლებული, ჟურნალ PolitRussia-ს youtube არხმა არაერთი ვიდეო გააზიარა, რომელიც საქართველოს ეკონომიკურ კოლაფსზე კრემლისტურ ნარატივებს აჟღერებდა. PolitRussia-ს თანახმად, “სანამ საქართველო რუსეთს ებრძოდა, მათი ეკონომიკა და ვალუტა ჩამოიშალა.” რუსლან ოსტაშკო, არხის მთავარი ვიდეობლოგერი და პროდიუსერი კი ამტკიცებდა, რომ “თურქები და არაბები გეგმავენ საქართველოს ყველა ქალაქის ყიდვას და გასართობი ობიექტების მშენებლობას კაზინოებითა და იაფფასიანი ქართველი მეძავებით.” PolitRussia-ს ვიდეოებს 2 მილიონამდე ნახვა, 80 000 მოწონება და 2 753 არმოწონება ჰქონდა.

"
წყარო: medium.com

PolitRussia-მ და RGD News-მა მიზანში საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადება ამოიღეს, სადაც მან რუსეთს მტერი და ოკუპანტი უწოდა. ორივე პროპაგანდისტული არხი ახმოვანებდა ნარატივს, თითქოს ზურაბიშვილი ანტი-რუსულ სენტიმენტებს ავრცელებს და რეალურად რუსეთის სანქციებს საქართველოს ეკონომიკაზე გამანადგურებელი შედეგი ექნებოდა.

"
წყარო: medium.com

რუსლან ოსტაშკომ თავისი Youtube კონტენტის შეფასებები Twitter-სა და VKontakte (VK)-ის პირად გვერდებზეც გაავრცელა. 20 ივნისს მან ორივე პლატფორმაზე დაპოსტა ვიდეო სათაურით “ქართული ოცნება დაიშალა”, რომელშიც ოსტაშკო ამტკიცებს, რომ საქართველოს სახელისუფლებო პარტიამ ბათუმის პორტი “იაფფასიან ბორდელად” აქცია და ქვეყნის გაღატაკებას განაგრძობს.

"
წყარო: medium.com

რუსულენოვანი განცხადებები საქართველოს ეკონომიკის შესახებ სოციალურ ქსელებში და მედიაში

ვიდეოების გარდა, რუსული  მედია საქართველოს შესახებ ყალბ ნარატივებს სოციალურ ქსელებშიც  აქტიურად ავრცელებდა. DFRLab-ის მიხედვით, 30-დან 24 ივლისამდე “Экономика Грузии” (საქართველოს ეკონომიკა) ონლაინ პლატფორმებზე 1,232-ჯერ იყო მოხსენიებული. აღსანიშნავია, რომ 20 ივნისამდე, თბილისის ანტი-საოკუპაციო აქციების დაწყებადე ეს საკითხი საერთოდ არ იყო ნახსენები. ყველაზე მეტჯერ კი საქართევლოს ეკონომიკის შესახებ წერდნენ  8 ივლისს, როდესაც პუტინმა რუსეთიდან საქართველოში ფრენების გაუქმების შესახებ განცხადება გააკეთა.

"

2 თვის მანძილზე საქართველოს ეკონომიკის შესახებ გამოქვეყნებული რუსულენოვანი 300-ზე მეტი სტატიიდან უმრავლესობა ნეგატიურად აშუქებდა ქვეყანაში არსებულ ვითარებს, მათ შორის იყო: Business Gazeta, NovaiaGazeta , Ruposters, Vedomosti, tvrain.ru და  Ria.ru.

ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ნარატივი საქართველოს ეკონომიკის შესახებ არის ის, რომ საქართველოს მეღვინეობა და ზოგადად ეკონომიკა კოლაფს განიცდის თუ რუსეთი იმპორტს აკრძალავს. ამის შესახებ სტატიებში რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებები იბეჭდებოდა.

ასევე, ამავე პერიოდში მომხმარებელთა უფლებების დაცვის ზედამხედველობისა და კეთილდღეობის რუსეთის ფედერალურმა სამსახურმა ქართული ღვინის ცუდი ხარისხის შესახებ განცხადება გამოაქვეყნა.

საქართველოს ეკონომიკა

რუსული მედიის განცხადებების მიუხედავად, სინამდვილეში საქართევლოსა და რუსეთს შორის ურთიერთობების გამწვავება საქართველოშ ეკონომიკურ კოლაფსს არ იწვევს. 2018 წლის მონაცემებით, რუსეთისაგან მიღებული თანხა (ექსპორტი, ტურიზმი, ფულადი გზავნილები) საქართევლოს მთლიანი შიდა პროდუქტის მხოლოდ 10.3%-ს შეადგენს. საქართველოს ეროვნული სტატისტიკის ანგარიშის თანახმად, 2019 წლის ივნისში საქართველოს ეკონომიკა 5%-ით გაიზარდა, რაც ჯანსაღი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელია. მსოფლიოს ავტორიტეტული ფინანსური ორგანიზაციები, მათ შორის მსოფლიო ბანკის პროგნოზის მიხედვით, საქართველოს ეკონომიკა 2019 წელს 4.7%-ით გაიზრდება, 2021 წლისთვის კი 5%-ით.

ასევე, საქართველომ ღვინის საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირება მოახდინა. Galt & Taggart-ის 2019 წლის ანგარიშის მიხედვით, 2006 წლამდე ქართული ღვინის ექსპორტის 92% რუსეთზე მოდიოდა. 2006 წლიდან,მას შემდეგ რაც რუსეთმა ემბარგო დაუწესა ქართულ ღვინოს, საქართველოდან ღვინის ესპორტი 53 ქვეყანაში ხორციელდება და დღეს რუსეთის წილი 60%-ზე ნაკლებია. ანგარიშის თანახმად, რუსეთის მხრიდან ახალი ემბარგოს დაწესების შემთხვევაში “პროდუქციისთვის გასაღების ალტერნატიული ბაზრების მოძიება მარტივი არ იქნება, თუმცა შეუძლებელი არ არის”.

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist