კრემლის News Front-ი ნინო ლომჯარიას დისკრედიტაციის მიზნით დეზინფორმაციას ავრცელებს

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

55
VIEWS

5 ივნისს კრემლისტურმა გამოცემა News-Front-მა გამოაქვეყნა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია პედოფილიისა და ბავშვების ორგანოებით ვაჭრობის ქსელშია ჩართული და სწორედ ესაა იმის მიზეზიც, რომ ის არასწრულწლოვანთა საკითხებზე “ჰიპერ აქტიურობს.” News-Front-ის სტატიაში ვკითხულობთ იმასაც, რომ საქართველოში ისრაელის ელჩისა და ნინო ლომჯარიას ხშირი შეხვედრები სწორედ ბავშვთა ორგანოებით ვაჭრობას ეხება. სტატიის მიხედვით, ლომჯარია ასევე იცავდა ყაზახ ქირურგ აბილაი დონბაის და საქართველოში დაკავებულ უკრაინელი ვადიმ ალტმანს. სტატიის მიხედვით, ორივე მათგანი ადამიანის ორგანოებით ვაჭრობით იყვნენ დაკავებულნი. ამ ყველაფრის გარდა, News-Front-ის მიხედვით, ნინო ლომჯარია ამერიკული B4U-ს წევრია, რომელიც პედოფილიის ლეგალიზებისთვის იბრძვის.

News-Front-ის მასალა ასევე გაავრცელა კრემლისტურმა გამოცემა tvalsazrisi.ge-მ და ფეისბუქ გევდმა ალტერნატიული სამყარო.

12

3
მტკიცება იმის შესახებ, რომ ნინო ლომჯარია B4U-ACT-ის წევრია, “მითების დეტექტორთან” საუბრისას ომბუდსმენის აპარატში უარყვეს. მცდარია ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ ნინო ლომჯარია ყაზახი ქირურგი აბიდაი დონბაის დაცვის პროცესში მონაწილეობდა. ხოლო ნინო ლომჯარიასა და რან გიდორს შორის შეხვედრები სახალხო დამცველის მანდატის გაცნობასა და ჰოლოკოსტის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობას ეხებოდა. სახალხო დამცველის წინააღმდეგ კრემლისტური გამოცემების მიერ გავრცელებული დეზინფორმაციები იმ კამპანიის ნაწილია, რომელიც მის წინააღმდეგ ნინოწმინდის პანსიონში ბავშვთა უფლებების დაცვას უკავშირდება.

  • ბრალდებები B4U-ACT-სთან კავშირზე

“მითების დეტექტორი” ინფორმაციის გადასამოწმებლად ომბუდსმენის აპარატს დაუკავშირდა. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განაცხადეს, რომ ნინო ლომჯარიას ორგანიზაცია B4U-ACT-თან არავითარი კავშირი არ აქვს.

B4U-ACT-ი 2003 წელს დაარსდა და ორგანიზაციის მისიის განაცხადის მიხედვით, ის არსრულწლოვანთა მიმართ სექსუალური ლტოლვის მქონე ადამიანებს და ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტებს შორის კომუნიკაციას უწყობს ხელს.

  •  ბრალდებები ყახაზ ქირურგთან კავშირზე

News-Front-ის სტატიაში ნახსენები ყაზახი ქირურგი აბიდაი დონბაი, გამოცემის მიხედვით, ადამიანის ორგანოებით ვაჭრობაში იყო ბრალდებული, მის დასახმარებლად კი ლომჯარიას ინიციატივით, ომბუდსმენის “სატელიტმა” არასამთავრობო ორგანიზაციებმა დონბაის იურიდიული ხარჯები სრულად დაფარეს.  რეალურად აბიდაი დონბაი ყაზახეთში ცნობილი ქირურგია, რომელიც 2019 წლის ნოემბერში ორგანოების უკანონო გადანერგვის ბრალდებით მართლაც დააკავეს, ქირურგი ბრალდებებს უარყოფდა. ერთი წლის განმავლობაში მიმდინარე გამოძიების შედეგად დონბაი უდანაშაულოდ მიიჩნიეს და 2020 წლის დეკემბერში ის გათავისუფლდა, დონბაი სამედიცინო საქმიანობას დაუბრუნდა. ღია წყაროებში არ იძებნება ინფორმაცია აბიდაი დონბაის საქმესთან ნინო ლომჯარიას რაიმე სახის კავშირზე. “მითების დეტექტორთან” საუბარში ომბუდსმენის აპარატის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა ომბუდსმენის რაიმე ტიპის კავშირი აბიდაი დონბაის დაცვის პროცესთან უარყო.

 

  • ისრაელის ელჩთან სახალხო დამცველის შეხვედრა 

ომბუდსმენის ოფიციალურ საიტსა და ფეისბუქ გვერდზე ნინო ლომჯარიასა მისი მოადგილე თამარ გვარამაძის ისრაელის ელჩ რან გიდორთან შეხვედრის შესახებ ერთი ცნობა იძებნება. მათი შეხვედრა 2020 წლის 13 თებერვალს შედგა. მაშინ ახალდანიშნული ელჩი  სახალხო დამცველის მანდატს და საქმიანობას გაეცნო. შეხვედრის მონაწილეებმა საქართველოსა და ისრაელის მოქალაქეების უფლებების დაცვის საკითხებზე ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივებიც განიხილეს, კანონის უზენაესობისა და სამართალდამცავი სისტემების შესახებ იმსჯელეს. ამ შეხვედრის გარდა, ინფორმაცია რან გიდორისა და ნინო ლომჯარიას შეხვედრის, გარდა სხვადასხვა ღონისძიებებისა, რომლებსაც ორივე მათგანი ესწრებოდა არ იძებნება.

;
2021 წლის 27 იანვარს რან გიდორი ომბუდსმენის ორგანიზებით გამართულ ჰოლოკოსტის ხსოვნისადმი მიძღვნილ ონლაინ ღონისძიებას დაესწრო და სიტყვით გამოვიდა. შეხვედრას ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი,  აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დემოკრატიის, უფლებებისა და მმართველობის ოფისის დირექტორი, ილიას, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტებისა და სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

  • ვადიმ ალტმანის რუსეთში ექსტრადიციის საქმე

2020 წლის 3 აგვისტოს საქართველოს სახალხო დამცველმა პროკურატურას რეკომენდაციით მიმართა,  უკრაინის მოქალაქე ვადიმ ალტმანის რუსეთში ექსტრადაცია არ მომხდარიყო. ვადიმ ალტმანს რუსეთის ხელისუფლება რუსეთ-უკრაინის ომის დროს კრიმინალური ორგანიზაციის ჩამოყალიბებასა და ნარკოტიკული დანაშაულის ჩადენას ედავება. ალტმანი რუსეთის წინააღმდეგ განხორციელებულ აქტივობებსა და უკრაინის არმიის აღჭურვა-მომარაგებაში მონაწილეობდა. News-Front-ის მტკიცებით, რეალურად ალტმანი ომის დროს უკრაინელი სამხედროების ორგანოებით ვაჭრობით იყო დაკავებული და ნინო ლომჯარია ამიტომაც აფარებდა ხელს. ამის საილუსტრაციოდ მოხსენიებულია, რომ ალტმანი კავშირშია ექიმ ტრანსპლანტოლოგ ოლგა ვებერთან და სანდრა რულოვსთან, ასევე News-front-ის მიხედვით საეჭვოა პანდემიის დროს მისი საქართველოში ყოფნაც.

რეალურად  ოლგა ვებერი შვეიცარიაში მცხოვრები შინაგანი მედიცინის სპეციალისტი პრაქტიკოსი ოჯახის ექიმია, ხოლო სანდრა რულოვსთან დაკავშირებული დეზინფორმაცია იმის შესახებ, რომ ის ბავშვთა ორგანოებით ვაჭრობდა პრორუსული გამოცემა საქინფორმის მიერ 2018 წლის მაისში ვიდეო და ფოტომანიპულაციების გამოყენებით ვრცელდებოდა. აღსანიშნავია ისიც, რომ ვადიმ ალტმანი საქართველოში 2019 წლის 29 დეკემბერს ჩამოვიდა და როგორც რუსეთის მიერ ინტერპოლით ძებნილის, მისი დაკავება აეროპორტშივე მოხდა, რაც ნიშნავს, რომ ალტმანი საქართველოში პანდემიის დაწყებამდე იმყოფებოდა.

საქართველოს სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას წინააღმდეგ დეზინფორმაციის გავრცელება მას შემდეგ გააქტიურდა, რაც მან ნინოწმინდის ბავშვთა სახლში შესვლა მოითხოვა. ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების“ წარმომადგენლები გურამ ფალავანდიშვილი და ალექსანდრე ფალავანდიშვილი ამტკიცებდნენ, რომ ნინოწმინდის ბავშვთა სახლში სახალხო დამცველის შესვლის მიზანი არასრულწლოვნების გარყვნა იყო. რიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის დირექტორი დიმიტრი ლორთქიფანიძე კი ამტკიცებდა, რომ კონკორდატი ეკლესიას ბავშვთა სახლში სახალხო დამცველის არშეშვების უფლებას აძლევდა. ამ თემებზე იხილეთ “მითების დეტექტორის” მიერ მომზადებული მასალები:


ახალი ამბების ფრონტი – News Front


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ისრაელი, რუსეთი, უკრაინა, ყაზახეთი
წყარო

წყარო

sa
News Front Georgia

წყარო

ტვ
თვალსაზრისი.გე - Tvalsazrisi.ge

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist