ჯანდაცვა/ბიოუსაფრთხოება

კორონავირუსი ხელს უწყობს რუსეთ-ჩინეთის თანამშროლობას მაღალი ტექნოლოგიების სფეროში

29 მაისი, 2020

RFE/FL -ის მიხედვით

რუსეთი და ჩინეთი ჯერ კიდევ კოვიდ-19-ის პანდემიამდე თანამშრომლობდნენ მაღალ-ტექნოლოგიების სფეროში. თუმცა, პანდემიამ პეკინისა და მოსკოვის თანამშრომლობა კიდევ უფრო გააღრმავა. მოვლენების ასეთი განვითარება დიდ გავლენას მოახდენს ევრაზიაზე. 

“პანდემია არ ქმნის ახალ რეალობას, არამედ აფართოებს არსებულ ტენდენციებს” - განაცხადა მოსკოვის კარნეგის ცენტრის უფროსმა მკვლევარმა, ალექსნდრე გაბუევმა. “სანქციები და დასავლური ტექნოლოგიების მიმართ უნდობლობა მოსკოვსა და ჩინეთსა ისედაც აახლოვებდა, თუმცა კოვიდმა ამ მოძრაობას კიდევ უფრო მეტი სისწრაფე შესძინა”.

რუსეთის უდიდესმა სატელეფონო ოპერატორმა, MTS-მა, 5G ტექნოლოგიის მსოფლიოში ყველაზე დიდ განმავითარებელთან, ჩინურ კომპანია Huawei-სთან თანამშრომლობის შეთანხმებას 2019 წელს მოაწერა ხელი, რაც ქვეყნის მასშტაბით ინფრასტრუქტურის განვითარებას ითვალისწინებს. 

სახის ამოცნობის ტექნოლოგიის საშუალებით მოსახლეობის მასობრივი თვალთვალის იდეა რუსეთისთვის იმდენად მიმზიდველი ხდება, რომ მან თანამშრომლობა კიდევ უფრო გააღრმავა აღნიშნული ტექნოლოგიის მქონე ჩინურ კომპანია Hikvision-თან, რომელსაც ნაწილობრივ სახელმწიფო ფლობს. 

რადგან ჩინეთი წარმატებით აგრძელებს საკუთარი ტექნოლოგიების საშუალებით კორონავირუსის მართვას და საკუთარ თავს წარმოაჩენს როგორც პოსტ-პანდემიური მსოფლიოს წარმატებულ მოდელს, მოსკოვმა გადაწყვიტა ჩინურ ტექნოლოგიურ კომპანიებს კარი გაუხსნას და უფრო მეტად დაუახლოვდეს პეკინს. 

მოსკოვის ქალაქის მთავრობა ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც სახის ამოცნობის ტექნოლოგია დანერგა - 170 000 ზე მეტი სათვათვალო კამერის ქსელი შექმნა. ოფიციალური პირების განცხადებით, სწორედ ეს ქსელი დაეხმარათ მათ კოვიდ-19-ის გავრცელების გაკონტროლებაში და კარანტინის წესების დამრღვევთა აღმოჩენაში. თუმცა, კორონავირუსმა რუსული სათვალთვალო სისტემის ნაკლოვანებები და ხარვეზებიც გამოავლინა.  

ამის მაგალითი იყო QR-კოდზე დაფუძნებული ელექტრონული საშვის სისტემა, რომელიც მოსკოვში 15 აპრილს ამოქმედდა მოსახლეობის მოძრაობის შესაზღუდად და გასაკონტროლებლად კარანტინის პერიოდში. სუსტმა კავშირმა და კომუნიკაციამ ძალიან ბევრი ადამიანი საშვის გარეშე დატოვა, 900 000-მა ადამიანმა კი კოდი მიიღო და როგორც მერე ქალაქის მთავრობამ განაცხადა, არასამართლიანად. პოლიცია თავად ამოწმებდა საშვებს, რამაც უზარმაზარი რიგები გამოიწვია და კორონავირუსის გავრცელება საგრძნობლად დააჩქარა. 

QR-კოდის სისტემის გაუმართაობა კორონავირუსთან ბრძოლის საგაში მხოლოდ ერთ-ერთი ეპიზოდია, რომელიც პირიქით, უფრო გაზრდის კრემლის სურვილს სწრაფად და მასშტაბურად დანერგოს მთელს ქვეყანაში მონიტორინგის სისტემის ჩინური სტილი. 

“ვინაიდან რუსეთი არც თუ ისე წარმატებით ცდილობს მასობრივი თვალთვალის მოდელის დანერგვას, ეს მას უბიძგებს კიდევ უფრო მეტად ენდოს ჩინურ ნოუ-ჰაუსა და ტექნოლოგიას “ - ამბობს ბრედლი ჯარდინი, კისინჯერის ინსტიტუტის ვილსონის ცენტრის კვლევარი ჩინეთისა და აშშ-ის საკითხებში. 

პარტნიორობის დაბალანსება

პეკინმა და მოსკოვმა ლავსირები 2014 წელს, რუსეთის მიერ უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძულის უკანონო ანექსიის შემდეგ, ჩამოაყალიბეს. მიუხედავად იმისა, რომ ორი ქვეყნის ინტერესები ყოველთვის არ ემთხვევა, მათ მთავრობებს აშშ-ის მიმართ მტრული სულისკვეთება აერთიანებს, რამაც, საბოლოო ჯამში მოსკოვი და პეკინი ბოლო წლებში დასავლური ტექნოლოგიების გარეშე დატოვა. 

აშშ-ის მიერ Huawei-ზე დაწესებულმა აკრძალვამ და მის წინააღმდეგ მიმართულმა გლობალურმა კამპანიამ ჩინურ მობილურ გიგანტს უბიძგა უფრო დიდი როლი ეთამაშა რუსეთში. MTS-თან პარტნიორობის გარდა, Huawei-მ 2019 წლის ივნისში დამატებით 50 მილიონი აშშ დოლარი დახარჯა რუსული დამწყები კომპანია Vocord-ის მიერ შექმნილი სახის ამოცნობის ტექნოლოგიის უფლებების მოსაპოვებლად. აღნიშნული ნაბიჯი ჩინური კომპანიის ქოლგის ქვეშ რუსული ტექნოლოგიის მოქცევის პოტენციური მოდელია. 

გარიგებას ხელი მოეწერა რუსეთში ჩინეთის პრეზიდენტის, სი ძინპინის ვიზიტის დროს, რომელმაც პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ერთად მაღალ-ტექნოლოგიური პროექტებისთვის ერთობლივი საინვესტიციო ფონდის შექმნის შესახებ განაცხადა. ფონდი 2019 წლის სექტემბერში, 1 მილიარდი აშშ დოლარის საწყისი ბიუჯეტით დაფუძნდა. 2019 წელს, მოგვიანებით, Huawei-მ  სხვა გარიგება მოსკოვის მიერ მხარდაჭერილ ხელოვნური ინტელექტის კვლევით ცენტრთან დადო. 

ჩინეთზე დამოკიდებულების გაზრდის პროცესი გაგრძელდება, რადგა პანდემია რუსეთში ეკონომიკურ და პოლიტიკურ რეალობას ცვლის. 

მკაცრი საკარანტინო ზომები და ნავთობიდან მიღებული შემოსავლების კლება რუსეთის სახელმწიფოს ქამრების შემოჭერისკენ კიდევ უფრო მეტად უბიძგებს. კორონავირუსის გამო გაზრდილი დისტანციური, ონლაინ-მუშაობა ციფრული ინფრასტრუქტურის განახლებას და 5G ტექნოლოგიის კიდევ უფრო სწრაფად განვითარებას მოითხოვს. 

იმ პირობებში, როცა რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტი სერიული ზეწოლის ქვეშაა, ჩინურ კომპანიები, რომლებთაც დასავლურ კონკურენტებთან შედარებით უფრო იაფად შეუძლიათ ტექნოლოგიების შეთავაზება, სერიოზულ უპირატესობას ფლობენ.

დაბრკოლებები თანამშრომლობის გაღრმავების პროცესში

მიუხედავად იმისა, რომ პეკინსა და მოსკოვს შორის ტექნოლოგიური თანამშრომლობის გაღრმავება გარდაუვალია, აღნიშნულ პროცესს, შესაძლოა, რამდენიმე ფაქტორმა შეუშალოს ხელი. 

რუსეთი ყოყმანობს ჩინური კომპანიებისთვის  ყველა სექტორის სრულად გახსნას - ამის მიზეზი ჩინური კომპანიების მიერ რუსული კომპანიის მიერ შექმნილი ტექნოლოგიის მოპარვის ისტორიაა. კიდევ ერთი მიზეზი პატარა რუსული კომპანიების მზარდი შეშფოთებაა ჩინური გლობალური ტექნოლოგიური გიგანტების მოსალოდნელი დომინანტობის მიმართ. 

ჩინური სტილის თვალთვალის რუსეთის მასშტაბით დანერგვამ, შესაძლოა, უფრო დიდ სტრუქტურულ სირთულეებამდე მიგვიყვანოს , ამბობს RED WEB-ის ერთ-ერთი თანაავტორი, ანდრეი სოლდატოვი: ეს იქნება ბრძოლა რუსეთის ციფრულ დიქტატორებსა და ახალ, ონლაინ რევოლუციონერებს შორის იქ სადაც თვალთვალის ტექნოლოგიები დანერგილია - საქალაქო ან რეგიონულ დონეზე და არა საერთო ეროვნულზე. 

ეს იმუშავებს მოსკოვისთვის, სადაც ფული და შესაძლებლობებია, მაგრამ არა მთელს ქვეყანაში, რამაც, შესაძლოა, საკმაოდ რთულ და ბუნდოვან სიტუაციამდე მიგვიყვანოს.