​​​​​​​კონსპირაცია ანტიქრისტეს სახელმწიფოზე ბერძნული Apocalypsisnow-დან თვითგამოცხადებული СССР-ს youtube არხამდე

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

64
VIEWS

2021 წლის 29 აპრილს ფეისბუქ მომხმარებელმა გოჩა ჩუმაშვილმა  პირად ფეისბუქ ანგარიშზე გამოაქვეყნა პოსტი „საერთაშორისო მემორანდუმის“ შესახებ, რომელსაც მისი თქმით, ხელი 2014 წლის 25-29 ივნისს სტრასბურგში მოეწერა და ძალაში 2016 წლის 1 მაისიდან შევიდა. აქვე აღნიშნულია, რომ მემორანდუმის არსი ეყრდნობა ახალი პლანეტარული რელიგიის დამკვიდრებას ახალი ტიპის საზოგადოებასთან ერთად, კულტურის, განათლების, ჯანმრთელობის რეფორმებს, საბოლოო ჯამში კი,  პოსტის მიხედვით, მიზნად ისახავს ეკლესიისა და საზოგადოების სრულ რეკონსტრუქციას, ანტიქრისტეს სახელმწიფოს შექმნას.

აღნიშნულ მემორანდუმზე ასევე იძებნება 2016 წლის 23 ივნისის ფეისბუქ პოსტი, რომელიც ფეისბუქ გვერდმა “საზოგადოება ‘ქართველი’” გამოაქვეყნა. ეს პოსტი უფრო დეტალურია, მოიცავს მემორანდუმის სრულ ტექსტს და ეყრდნობა ბერძნულენოვან საიტს apokalypsisnow.blogspot.com.

;;
გავრცელებული ინფორმაცია „ახალი პლანეტარული რელიგის“ საიდუმლო საერთაშორისო მემორანდუმის შესახებ კონსპირაციაა. მსგავსი სახელწოდებისა და შინაარსის მემორანდუმი არ არსებობს, ის მხოლოდ საეჭვო ბერძნულ, რუსულ და რუმინულ საიტებზე იძებნება, ოფიციალური წყაროს მითითების გარეშე.

მემორანდუმის შესახებ ყველაზე ძველი ჩანაწერი ბერძნულენოვან ბლოგზე  “Apocalypsisnow” 2015 წლის 9 აპრილს გვხვდება. როგორც აღნიშნული საიტი წერს, დოკუმენტში ნათქვამია, რომ 2017 წლის 11 სექტემბრიდან საგანმანათლებლო დაწესებულებებში რელიგიური და ეროვნული დღესასწაულების გაუქმება მოხდება. ერთ-ერთ პუქტში ასევე წერია, რომ 14 წლიდან ზემოთ ინტერნეტში ბავშვთა პორნოგრაფიის გავრცელება ლეგალური გახდება. დოკუმენტის სრული ტექსტი “საზოგადოება ‘ქართველი’” ფეისბუქ გვერდზე ბერძნული წყაროდან უცვლელად არის გადატანილი.

;
ინფორმაცია ბერძნულმა ფაქტების გადამმოწმებელმა ორგანიზაციამ, Ellinika Hoaxes-მა გადაამოწმა. მასალაში აღნიშნულია, რომ მემორანდუმის გავრცელებულ ფოტოებში ბევრი უზუსტობაა პირების ვინაობასა და ადგილების სახელწოდებებში, დოკუმენტზე არ იძებნება ხელმოწერა და ტექსტი სავსეა გრამატიკული შეცდომებით. Ellinka Hoax-ის მიხედვით, ბერძნული წყარო წერს, რომ დოკუმენტის ორიგინალი ინგლისურ ენაზეა შესრულებული, თუმცა ინგლისურად მსგავსი დოკუმენტი არ იძებნება.

თავის მხრივ, დოკუმენტის სიყალბეზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ მემორანდუმის ე.წ. ხელმომწერების ვინაობასა და მათ თანამდებობებრივ სტატუსებს შორის შეუსაბამობებია. მაგალითად, გავრცელებულ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მას ხელს ევროპარლამენტის პრეზიდენტი ჰერმან ვან რომპოი (Herman Van Rompuy) აწერს. ჰერმან ვან რომპოი არასდროს ყოფილა ევროპარლამენტის პრეზიდენტი. ის 2008 წლის დეკემბრიდან 2009 წლის ნოემბრამდე ბელგიის პრემიერ-მინისტრი, ხოლო 2009-2014 წლებში   ევროპული საბჭოს პრეზიდენტი იყო.

ბერძნული ბლოგიდან ინფორმაცია ძირითადად ბერძნულ და რუსულ წყაროებში გავრცელდა. მათ შორის, ПРАВОСЛАВНЫЙ АПОЛОГЕТ (2015), Yandex Zen (2018), proza.ru (2017, Александр Витязев-ის ავტორობით), livejournal (2016), სოციალურ ქსელ vkontakte-ში (2015) და სხვა. ასევე Youtube-ზე იძებნება 2017 წლის 17 მარტს ატვირთული რუსულენოვანი ვიდეო, რომელშიც ე.წ. მემორანდუმის ტექსტი არის გაჟღერებული. ვიდეო ატვირთულია Кемеровская область РСФСР в составе СССР-ის არხზე. მემორანდუმის იგივე ტექსტი წარმოდგენულია ერთ-ერთ რუმინულ ბლოგზეც და 2016 წლის 22 მარტით თარიღდება.  არცერთი ეს ინტერნეტ რესურსი ბერძნულენოვანი ბლოგის გარდა სხვა წყაროს არ ასახელებს.

აღნიშნულ საიტებზე ინფორმაციის შინაარსი უცვლელია და გავრცელებულია, როგორც „შოკისმომგვრელი საიდუმლო დოკუმენტი.“

;
Кемеровская область РСФСР в составе СССР

Youtube არხი Кемеровская область РСФСР в составе СССР-ი კი, სადაც ვიდეო აიტვირთა, ჩვენს შესახებ განყოფილებაში ამტკიცებს, რომ საბჭოთა კავშირი არსად გამქრალა – იურიდიულად ის ვერ გაანადგურეს და 2010 წელს აღდგა. “ჩვენს შესახებ” განყოფილებაში ასევე ნახსენებია სერგეი ტარასკინი, რომელიც საბჭოთა კავშირის თვითგამოცხადებული პრეზიდენტია. ტარასკინი მოძრაობა “სსრკ-ის მოქალაქეების” დამფუძნებელია, ის რუსეთში ექსტრემისტების სიაშია შეყვანილი და ექსტრემისტული ორგანიზაციის შექმნის მცდელობისთვის 2020 წლის ნოემბერში შინაპატიმრობაც მიუსაჯეს.

ტარასკინმა თავი საბჭოთა კავშირის პრეზიდენტად 2010 წელს გამოცხადა, ის თვლის, რომ აღნიშნული პოზიცია 1991 წლიდან ვაკანტურია. მკვლევრები ფიქრობენ, რომ მოძრაობა “სსრკ-ის მოქალაქეები” გერმანული მოძრაობა “რაიხსბურგერების” ანალოგია, რომელიც თვლის, რომ გერმანული იმპერია არსებობას განაგრძობს. ორივე მათგანი ამტკიცებს, რომ მათი ქვეყნები აშშ-დან იმართება.

;


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: რელიგია
დარღვევის ტიპი: კონსპირაციის თეორია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist