ქლიქბეით საიტი კალაძის 2 წლის წინანდელ განცხადებას მანიპულაციურად ავრცელებს

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

40
VIEWS

2020 წლის 29 ნოემბერს ვებ-გვერდმა Geo Time-მა გამოაქვეყნა ინფორმაცია, სათაურით “ტაქსით მომსახურების საფასურიც უნდა გაიზარდოს, ძალიან იაფია ტაქსით მგზავრობა” – კახა კალაძე”. მასალის თანახმად, თბილისის მერმა კალა კალაძემ განაცხადა, რომ ტაქსით მგზავრობა ძალიან იაფია და მომავალში ამ მომსახურების საფასური უნდა გაიზარდოს. სტატიაში მოყვანილია კახა კალაძის სიტყვები, რომლის თანახმად, თბილისის მერი ამბობს, რომ ამ რეფორმის მნიშვნელობა გარემოსა და ქალაქისათვის ტაქსის მძღოლებსაც აქვთ გააზრებული.

Geo Time-ის url ბმულში ფიგურირებს სახელწოდება ambebi.siite, რაც ჰოლლდინგ “კვირის პალიტრის” ონლაინ პლატფორმის ამბები.ge-ს მიმსგავსებული სახელია, რომელიც საქართველოში პოპულარული პლატფორმაა და alexa-ს რეიტინგებით 30 ნოემბრის მონაცემებით 26-ე ადგილზეა.

;

Geo Time-ის ინფორმაცია, რომლის თანახმადაც თითქოს  თბილისის მერმა კახა კალაძემ ტაქსით მგზავრობის გაძვირების შესახებ განახცადა, მანიპულაციური და შეცდომაში შემყვანია, რადგან კახა კალაძემ აღნიშნული  განხცადება არა 2020 წელს,  არამედ 2 წლის წინ, 2018 წლის 21 დეკემბერს გააკეთა. თავად ინფორმაციის წყარო ქლიქბეით საიტია, რომლის IP მისამართი სანკტ პეტერბურგშია განთავსებული.

2018 წლის 21 დეკემბერს კახა კალაძემ  პალიტრა ტვ-ის ეთერში ტაქსების რეფორმაზე საუბრისას განაცხადა, რომ ტაქსით მგზავრობა იაფი ღირს და მომავალში მისი ფასი უნდა გაიზარდოს.

აღსანიშნავია, რომ 2018 წელს საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე, თბილისის მერიამ და საკრებულომ ტაქსების სფეროს რეგულირების წესები მიიღეს. 2018 წლის 1 აგვისტოდან ტაქსებისათვის რეგისტრაციისა და ნებრათვის მიღება სავალდებულო გახდა. 2019 წლს 1-ლი ოქტომბრიდან კი ტაქსის რეფორმის მეორე ეტაპი დაიწყო, რომლის თანახმადაც სხვა ვიზუალურ სტანდარტებთან ერთად განისაზღვა, რომ დედაქალქში თეთრი ფერის ტაქსები იმოძრავებენ.

შესაბამისად, 2 წლის წინანდელი განცხადების დღევანდელ კონტექსტში მოყვანა, შეცდომაში შემყვანია, მით უფრო მაშინ, როცა 28 ნოემბრიდან კოვიდის პანდემიასთან დაკავშირებით დაწესებული მთავრობის შეზღუდვები საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილებას შეეხო.

წყაროს შესახებ 

Geo Time-ი clickbait ვებ გვერდია.  ის  ფიგურირებდა “მედიის განვითარების ფონდის” 30 სექტემბრის მასალაში, რომელიც კორონავირუსის გადადების შემთხვევაში 1-7 წლით პატიმრობით დასჯის შესახებ მანიპულაციურ ინფორმაციას ეხებოდა. სექტემბერში Geo Time-ის domain-ის მისამართი https://gtime.fun/ იყო, შემდეგ კი ახალი domain-ი, მისამართით   https://ambebi.site/  შექმნეს. ძველ domain-ის მისამართზე განთავსებული მასალები ახალ მისამართთან ავტიმატურად არის დაკავშირებული.

ვებ-გვერდის მისამართის გადამოწმების შედეგად ირკვევა, რომ ძველი domain-ის მისამართი  gTime.fun 2020 წლის 4 აპრილს არის დარეგისტრირებული, მისი IP მისამართი კი სანკტ პეტერბურგში მდებარეობს.

;

ახალი domain-ის მისამართი AmbeBi.site 2020 წლის 12 ნოემბერს შეიქმნა. ძველი domain-ის მსგავსად მისი IP მისამართი სანკტ პეტერბურგშია განთავსებული.

;

;

;


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს – შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზეჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.  

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: მანიპულაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist