ქლიქბაიტები რუსული IP მისამართებით, ულტრანაციონალისტები, კრემლისტური და სახელისუფლებო ჯგუფები კარტოგრაფების წინააღმდეგ

კითხვის დრო: 8 წუთი

კითხვის დრო: 8 წუთი

115
VIEWS

28 იანვარს TV Pirveli-ს გადაცემაში “რეაქცია” სტუმრად ივერი მელაშვილი იმყოფებოდა. თავისი სტუმრობის ბოლოს ის საზღვრის სადავო მონაკვეთის დადგენის პროცესს შეეხო, ამ მონაკვეთიდან სხვადასხვა მედია საშუალებამ თუ პოლიტიკურმა აქტორმა მხოლოდ რამდენიმე წინადადება ამოჭრა და ფართოდ გაავრცელდა. აღნიშნულ ფრაგმენტში ნახსენებია სიტყვები “როგორ არის შენი, როცა არ არის შენი,” რაც ქმნის შთაბეჭდილებას, რომ მელაშვილი გარეჯის კუთვნილებას სრულად უარყოფს.

გადაცემის მომდევნო დღეებში ულტრანაციონალისტური და პროსახელისუფლებო ჯგუფების მიერ ამ სიტყვების მანიპულაციურმა, კონტექსტის გარეშე გამოყენებამ ივერი მელაშვილის წინააღმდეგ კამპანიური ხასიათი მიიღო, რაც კარტოგრაფების დისკრედიტაციას და მათ სამშობლოს მოღალატებად წარმოჩენას ისახავდა მიზნად.

კარტოგრაფების წინააღმდეგ კამპანიაში ჩაერთვნენ:

  1. სახელისუფლებო და ხელისუფლებასთან დაკავშირებული მედიები და ფეისბუკ ანგარიშები
  2. საჯარო მოხელეები
  3. ულტრანაციონალუსტი აქტორები
  4. სასულიერო პირები
  5. ქლიქბაიტ საიტები, რომელთა IP მისამართები რუსეთშია (მოსკოვი, პეტერბურგი) განთავსებული;
  6. კრემლისტური აქტორები.

ვიდეოს ნაწილი სრული კონტექსტის გარეშე ვრცელდებოდა. მელაშვილი სადავო ტერიტორიების საკითხზე საუბარს ქვეყნის ინტერესების დაცვისა და მეზობელ სახელმწიფოსთან მოლაპარაკების მნიშვნელობის ახსნით იწყებს და მწუხარებას გამოთქვამს, რომ საერო თუ სასულიერო პირების მხრიდან საქმის გახმაურებითა და “აჟიტირებით” მოლაპარაკების შესაძლებლობა შეიზღუდა და ქვეყნის ინტერესები დაზარალდა, აქვე ხნის მოლაპარაკების არსს და ხაზს უსვამს, რომ ის სამართლებრივ სტატუსზე საუბრობს და არა ისტორულზე. 

მელაშვილის წინააღმდეგ დისკრედიტაციის კამპანიამ ნოყიერი ნიადაგი შექმნა კრემლისტური და ულტრანაციონალისტური ჯგუფებისთვის, ისტორიული ტრავმების გაღვივებით, ისრები რუსეთის დღევანდელი ოკუპაციიდან ისტორიულ ოკუპაციაზე გადაეტანათ.

  • რა თქვა TV პირველის ეთერში ივერი მელაშვილმა?

TV პირველის “რეაქციის” სტუდიის დატოვებამდე ივერი მელაშვილი მიმდინარე გამოძიების პროცესს შეეხო და აღნიშნა: “მთელს ამ საქმეში, მთელს ამ სიბინძურეში ყველაზე დიდი სიცუდე ის არის, რომ ქვეყნის ინტერესები ფუჭდება.” წამყვანის შეკითხვაზე, ფიქრობს თუ არა, რომ ეს პროცესი მიზანმიმართულია, კარტოგრაფმა დადებითად უპასუხა და განმარტა, რომ თუ ეს პროცესი მართული არ იყო, მაშინ მოლაპარაკების გზას არ გადაუხვევდნენ და გამოძიების საჭიროების შემთხვევაში, მას არ გაახმაურებდნენ, რადგან სწორედ ეს რადიკალიზაცია და პოპულისტური ნაბიჯები ვნებს და აფერხებს მოლაპარაკებებს.

ივერი მელაშვილი: “სამწუხაროდ, მთელს ამ საქმეში, მთელს ამ სიბინძურეში ყველაზე დიდი სიცუდე ის არის, რომ ქვეყნის ინტერესები ფუჭდება და მეორე ქვეყანასთან ანუ შენს პარტნიორ ქვეყანას…

ინგა გრიგოლია: ეს მომხვდა ყველაზე მეტად დღეს თქვენ რაც თქვით და ვიდრე თქვენ მობრძანდებოდით, შესავალშიც მქონდა გამოტანილი ანუ ჩვენს პარტნიორ ქვეყანასთან მტრულ რეჟიმში…

ივერი მელაშვილი: ვაფუჭებთ ურთიერთობას

ინგა გრიგოლია: მიზანმიმართულია ეს თქვენი აზრით?

ივერი მელაშვილი: მიზანმიმართულია იმიტომ, რომ თუ არ გინდა მიზანმიმართულად, შეგიძლია წყნარად აწარმოო, გინდა გამოკითხვა, თუ სამუშაო ვითარებაში გარკვევა გინდა, მაგიდები დაიდე, გინდა საგარეო საქმეთა სამინისტროში, გინდა სხვა უწყებაში, შეიძლება ამ ყველაფერში გარკვევა. თუნდაც თუ გამოძიების წარმოება გინდა მაინც და მაინც, არ არის აუცილებელი ამის აჟიტირება. წარმოიდგინეთ, როგორ მოხდა აჟიტირება, არიქა, თურმე სადღაც რაღაც გვაქვს, არა ჩვენია. კი არ ამბობ, ეუბნები, რომ მოდი ვიმსჯელოთ, არა, ჩვენია გინდა თუ არა. ეს არის გაფუჭება, ეს ჩათვალეთ, რომ აი, როგორ არის, იცით, მოლაპარაკება რა არის? მოლაპარაკება ის არის, რომ იწყებ რაღაც საწყისიდან, რაღაც ეტაპიდან, რაღაც მეორედან და თანხმდები რა, ნელ-ნელა მიყვები ამ ყველაფერს და როდესაც ხაზს უსვამ და წყვეტ, რომ არა, გინდა თუ არა, ეს ჩემია, როგორ არის შენი, როცა არ არის შენი? არა გაქვს ამისი საფუძველი არა გაქვს და ვიღაცის იქ უკაცრავად და ბერი იქნება, თუ ერის წარმომადგენელი იქნება, თუ ზოგი მივა და იქ კელიებთან პოზირებას დაიწყებს, ამის გამო ეუბნები, რომ ჩემია? არ არის სწორი, არ არის შენი და არ დაგითმობს არასოდეს. იმ მოლაპარაკების ის საშუალება, რაც აქამდე გვქონდა, ყველაფერს ამას აფუჭებ, ხაზს უსვამ, ხაზს უსვამ და მტრულად განაწყობ შენს პარტნიორს.”

საუბრისას მელაშვილი შეეხო არა მონასტრის ისტორიულ კუთვნილებას, არამედ ტერიტორიის სამართლებრივ დაკანონებას, რაც დღემდე არ არის დადგენილი. მან ხაზი გაუსვა, რომ თუ მხარეებს შორის მსჯელობა და მოლაპარაკება შეფერხდება და შეჩერდება, ამით პრობლემა ვერ აღმოიფხვრება.

დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსში შემავალი მონასტრებიდან, ერთ-ერთი, ბერთუბნის მონასტერი, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მდებარეობს, სადავოა ჩიჩხიტურისა და უდაბნოს მონასტრების სამართლებრივი მდებარეობა. ამ საკითხის განხილვისას საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიაც სამთავრობო მოლაპარაკებების მნიშვნელობაზე საუბრობს, განცხადებაში ვკითხულობთ:

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, 19 ოქტომბერი: “დღესაც, საზღვრის ხაზი საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ჩიჩხიტურის სერსა და იქ მდებარე კოშკზე გადის, რაც მრავალ უხერხულობას ქმნის. ისტორიული სამართლიანობა მოითხოვს, რომ ხსენებული ტერიტორია გარეჯის სამონასტრო კომპლექსითურთ საქართველოს შემადგენლობაში დარჩეს. ეს შეიძლება გადაწყდეს მთავრობათშორისი მოლაპარაკების შედეგად.
ვფიქრობთ, სადავო საკითხის გადასაჭრელად ოთხი ძირითადი ფაქტორი უნდა იქნეს გათვალისწინებული: 1) ისტორიული, 2) კონფესიური, 3) სამართლებრივი და 4) პოლიტიკური.

ბოლშევიკური საბჭოთა რუსეთის მიერ დაპყრობილი, ანექსირებული საქართველოს ადმინისტრაციული საზღვარი აზერბაიჯანთან გარეჯის პარამეტრზე არ უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო საზღვრად. საქართველოს ხელისუფლებამ ამ საკითხში უნდა დაიკავოს უაღრესად პრინციპული პოზიცია (საქმე ეხება დაახლოებით 500 ჰა სადავო მონაკვეთს).”

აკადემიის განცხადების მონაკვეთი, სადაც ბოლშევიკური საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარია ნახსენები, 1929 წლის 18 თებერვალს ამიერკავკასიის სსრ ფედერაციის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის „გარეჯის ზამთრის საძოვრების და ელდარ სამუხის ზამთრის საძოვრების შესახებ“ მიღებულ დადგენილებას ეხება. ამ დადგენილებით საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარმა ჩიჩხიტურის სერსა და ცალკე მდგარ კოშკზე გაიარა, რის გამოც უდაბნოს მონასტერი და წამებულის კომპლექსი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე აღმოჩნდა.

2020 წლის სექტემბერში რუსეთთან დაკავშირებულმა ქართველმა ბიზნესმენმა დავით ხიდაშელმა “ახალი” 1: 200 000 მასშტაბის რუკები წარმოადგინა, რუკების არსებობის შესახებ სპეციალისტებისთვის იქამდეც ცნობილი იყო, თუმცა საზღვრის დადგენის პროცესში არ გამოიყენობდა, რადგან ისინი 1929 წლის დადგენილების სამართლებრივ ველში შეიქმნა. ამას ემატება ისიც, რომ მელაშვილის განმარტებით, რუკებს ტექნიკური ხარვეზები აქვს. ამას გარდა, 1996 წელს აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის დადებული შეთანხმებაც ხაზგასასმელია.

1996 წლის 13 ივნისს ორივე ქვეყნის სადელიმიტაციო-სადემარკაციო სამთავრობო კომისიის სხდომის ფარგლებში, აზერბაიჯანმა და საქართველომ ერთობლივი შეთანხმების ოქმს მოაწერეს ხელი. ოქმის მიხედვით, მოლაპარაკებების პროცესში კომისიები იხელმძღვანელებდნენ არა 1929 წლის შეთნახმებით (ან მის სამართლებრივ ველში შექმნილი რუკებით), არამედ 1938 წლის სასაზღვრო შეთანხმებით. ხოლო დავით ხიდაშელის მიერ მოპოვებულ რუკებში დავით-გარეჯის მონაკვეთი 1937 წელს დაიბეჭდა და შესაბამისად, 1938 წლის შეთანმხებაში არ შედიოდა.  1996 წელს ხელმოწერილი ოქმიდან ირკვევა ისიც, რომ მხარეები დაეყრდნობოდნენ მსხვილმასშტაბიან (1: 500 000) რუკებს, ხოლო 1: 200 000 მასშტაბის რუკები (რომლის დამალვასაც ედავებიან მელაშვილსა და ილიჩოვას და რომელიც დავით ხიდაშელმა მოიპოვა) შეთანხმებაში ნახსენები არ არის.

აზერბაიჯანთან საქართველოს სახელმწიფო საზღვარის 100% შეთანხმებული არ ყოფილა და უძველესი ქართული ძეგლის  მთლიანად საქართველოს ტერიტორიაზე მოსაქცევად მოლაპარაკებები დღემდე მიმდინარეობს. სწორედ ამ მოლაპარაკებების მნიშვნელობაზე საუბრობდა ივერი მელაშვილი “რეაქციაში.” მოგვიანებით თავადვე განმარტა, რომ სხვადასხვაა ისტორიული და სამართლებრივი კუთვნილება და საქართველოსთვის მნიშვნელოვანი რელიგიური ძეგლის თითოეული ნაწილის დასაბრუნებლად მეზობელ სახელმწიფოსთან სამართლებრივ-პოლიტიური მოლაპარაკება ერთადერთი გზაა და მხოლოდ პოპულიზმით მიზანი არ მიიღწევა.

ივერი მელაშვილი, 29 იანვარი: “დავითგარეჯა, რა თქმა უნდა, ჩვენია, ჩვენი კულტურის შემადგენელი ნაწილია, ჩვენი რელიგიის. ამაზე ვერც შემოგვედავება ვერავინ. აქ პრობლემა იმაშია, რომ საბჭოთა კავშირის დროს დადგენილია გარკვეული საზღვარი. ეს საზღვარი მოქმედებს. თუ ვინმეს მაინცდამაინც პოპულისტური განცხადება უნდა ჩემგან, რა თქმა უნდა, დავიწყებ გულში ხელების ბრახუნს და ვიტყვი, სულ ჩვენია ყველაფერი იქით, ფოილოს ხიდამდე ჩვენია, მაგრამ არის ასე? არ არის. იყო ერთ დროს, კი ბატონო. იყო საზღვარი ფოილოს ხიდზე, არ არის დღეს. ამოვდივართ სამართლებრივად. უნდა თქვა, კი ბატონო, შენია, კულტურული, რელიგიური, ეთნოგრაფიული თვალსაზრისით ჩვენია, მაგრამ თუ გინდა, რომ მიზანს მიაღწიო მოლაპარაკებებზე, უნდა მოიქცე სწორად. ზედმეტ და პოპულისტურ განცხადებებს თავი უნდა დაანებო”

  • რომელი ჯგუფები მონაწილეობენ მელაშვილი-ილიჩოვას წინააღმედგ მიმართულ კამპანიაში?

თავდაპირველად ივერი მელაშვილის განცხადების უკონტექსტოდ გავრცელება ულტრანაციონალისტურმა და პროსახელისუფლებო ჯგუფებმა დაიწყეს, მოგვიანებით კი ილიჩოვასა და მელაშვილის წინააღმდეგ სხვადასხვა ბრალდებაც გაისმა, მათ შორის ისიც, რომ მათ პროფესიული განათლება არ აქვთ. მიმდინარეობს ილიჩოვას დისკრიმინაცია ეთნიკური ნიშნით, ასევე მელაშვილის დისკრედიტაცია მისი ოჯახური ურთიერთობების შესახებ გავრცელებული ჭორით.

სახელისუფლებო და ხელისუფლებასთან დაკავშირებული მედიები, fb გვერდები და ექსპერტები 

ულტრა
ნაციონალისტური აქტორები

ქლიქბაიტ საიტები, რომელთა IP მისამართები რუსეთშია განთავსებული

პრორუსი აქტორები

სასულიერო პირები

Imedinews

ზვიად ტომარაძე

giftsat.ge

დიმიტრი ლორთქიფანიძე

მეუფე გიორგი ჯამდელიანი – მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი

Maestro TV

ეროვნულ რელიგიური ინსტიტუტი

Footbal.ge,

სტალინი

მეუფე იაკობი -ბოდბელი ეპისკოპოსი

reportiori.ge

კარდჰუ

ambavi.club

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე– საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი

Prime Time

კონსერვატიული პლატფორმა

ntv.ge

არქიმანდრიტი კირიონი

საზოგადოებრივი მაუწყებელი

სანდრო ბრეგაძე

მარშალპრესი

თურქეთი ოკუპანტია

გია აბაშიძე, სახელისუფლებო ექსპერტი

ნიკოლოზ მჟავანაძე

სოსო მანჯავიძე, სახელისუფლებო ექსპერტი

დავით ლორთქიფანიძე

ლიდერი 41

გეგა ხვედელიძე

ტერენტი გლდანელი

ასავალ-დასავალი

სექტაა

ალტ-ინფო

Political Sarcasm

ალია

რეალობა

ლევან ჩაჩუა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები

საჯარო მოხელეები. მელაშვილი-ილიჩოვას წინააღმდეგ კამპანიაში აქტიურად ჩაერთვნენ საჯარო მოხელეებიც, ამის დასადასტურებლად ელენე ხოშტარიამ გაავრცელა 100 სქრინი, სადაც ჩანს, რომ სხვადასხვა რეგიონში საჯარო სექტორში დასაქმებული ადამიანები თავიანთ პირად პოსტებსა თუ კომენტარებში მელაშვილის მოღალეტეობისა და გარეჯის გასხვისების შესახებ იდენტურ მესიჯებს კოორდინირებულად ავრცელებენ.

გასაჯაროვდა ქართული ოცნების აქტივისტის შაკო კუჭაშვილის სქრინიც, სადაც ჩანს, რომ ის ქართული ოცნების სხვა მხარდამჭერებს მოუწოდებს, გაავრცელონ კონკტერული “მარტივი” მესიჯები, მათ შორის “ივერი მელაშვილი არის მტერი,” “ივერი მელაშვილი არის არაპროფესიონალი კარტოგრაფი” და სხვა.

;
ფოტო: Helen Khoshtaria

მელაშვილის პირად ცხოვრებასთან დაკავშირებით ჭორებს ქლიქბაიტები ავრცელებენ, რომელთა IP მისამართები რუსეთშია განთავსებული 

დისკრედიტაციის კამპანიაში ქლიქბეით საიტიებიც  ჩართვნენ, ntv.ge, ambavi.club, Footbal.ge, wwww.ge, giftsat.ge “ალიას” ავტორის ირა გოგოსაშვილის პოსტს ავრცელებენ, სადაც ივერი მელაშვილის პირად ცხოვრებაზე ჭორებია მოყვანილი.

;;;;;

;

ხუთი ქლიქბეით საიტიდან ოთხის (ntv.ge ambavi.club, footbal.ge, gifsat.com) IP მისამართი რუსეთში მდებარეობს, ერთის (wwww.ge) მისამართად კი საფრანგეთია მითითებული.

ისტორიული ტრავმების გაღვივება – პიროვნული მტრის ხატიდან მეზობელ სახელმწიფომდე

სამთავრობო და სხვა აქტორების დისკრეტაციის კამპანიამ, რომელიც ივერი მელაშვილის ციტატის უკონტექსტოდ გავრცელებას ეყრდნობოდა, ნოყიერი ნიადაგი შექმნა ულტრანაციონალისტი და კრემლისტური აქტორებისთვის არა მხოლოდ კარტოგრაფებისგან შეექმნად პიროვნული მოღალატის ხატი,  არამედ ისტორიული ტრავმების გაღვივებით, მეზობელი სახელმწიფო აზერბაიჯანიც ოკუპანტ ქვეყნად წარმოეჩენათ. კარტოგრაფების თემა წინასაარჩევნო კამპანიის შემადგენელიც იყო, როცა რუსეთის ამჟამინდელი ოკუპაციიდან ისრების გადატანა ისტორიულ ოკუპაციაზე ხდებოდა და მკვიდრდებოდა ნარატივი, რომლის თანახმად, არა მხოლოდ რუსეთია ოკუპანტი, არამედ სხვა მეზობელი სახელმწიფოებიც.

იბერიულ-კავკასიური მოძრაობის ლიდერმა ბესარიონ მიქავამ განაცხადა, რომ  “ილჰამ ალიევის აზერბაიჯანი, საქართველოს ტერიტორიის ოკუპანტია!” მიქავას პოსტი გამოაქვეყნეს კრემლისტურმა გამოცებმა tvalsazrisi.ge-მ და News-front-მა. ტექსტში საუბარია ჰერეთის ანექსიასა და თურქულ ოკუპაციაზე და თურქეთის ექსპანსიის საფრთხეებზეწ.

ბესარიონ მიქავა, იბერიულ-კავკასიური ერთობა, 29 იანვარი: “აზერბაიჯანმა თავის დროზე საქართველოს ძირძველი ტერიტორიის, ჰერეთის ოკუპაცია და ანექსია მოახდინა. ილჰამ ალიევი ცდილობს, თურქეთის ხელისუფლებასთან შეთანხმებით მოახდინოს საქართველოს ნაწილის, კერძოდ მარნეულის, რუსთავის და თბილისის ანექსია, ხოლო ერდოღანს კი უნდა ბათუმიდან გურიამდე ტერიტორიის მითვისება (საქართველოს ტერიტორიის 30% ქართველთ მოძულე ლენინის დახმარებით უკვე მიითვისა).”

ულტრანაციონალისტური ჯგუფების მიერ გამოიყენება “ჰეშთეგი” #აზერბაიჯანიოკუპანტია, ამგვარ პოსტებში ჰერეთის დაკარგვის თემით ისტორიული ტრავმების გაღვივებაც აქტიურად მიმდინარეობს.

;;;

აზერბაიჯანული ოკუპაციის გზავნილი გვხვდება ულტრანაციონალისტური მედია საშუალება “ალტ-ინფოს” ეთერშიც, რომელიც ავითარებს მოსაზრებას, რომ საქართველომ ტერიტორიული პრეზეტენზიები სხვა მეზობლებსაც უნდა წაუყენოს:

ალტ-ინფო, ალტ-ინტერვიუ, 29 იანვარი
თათია გაბრიჭიძე, ჟურნალისტი:
„ანუ, ქართული მიწა უნდა დავიცვათ მხოლოდ ოკუპანტი რუსეთისაგან, რომელიც ჩვენი მტერია, მაგრამ თუ საქართველოს მიწას შეეხება ნებისმიერი ჩვენი მეზობელი: თურქეთი, სომხეთი აზერბაიჯანი, რომელთანაც კეთილმეგობლური ურთიერთობა გვაქვს, ამ შემთხვევაში ჩვენ მათ უნდა დავუთმოთ, არ უნდა შევედავოთ და უნდა მივცეთ ის, რასაც ითხოვენ, როგორც ივერი მელაშვილმა, მაგალითად გაავლო ხაზი აზერბაიჯანთან და მისცა, და ანალოგიურად თურქთის შემთხვევაშიც ივერი მელაშვილმა 6 ჰექტარი მიწა მისცა თურქებს, მიწა რომელიც იყო სადაო, მაგრამ მან გადაუფორმა. დეტალურად ვერ გეტყვით, რა დოკუმენტების საფუძველზე იმიტომ, რომ ეს ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა, თუმცა პალიტრანიუსზე ამის ნახვა შესაძლებელია.“

პრიმაკოვის რუსულ-ქართული ურთიერთობის ცენტრის ხელმძღვანელის დიმიტრი ლორთქიფანიძის ფეისბუქ პოსტი, რომელიც 1996 წლის აზერბაიჯან-საქართველოს სასაზღვრო კომისიების შეთანმხების ოქმს შეიცავს, ლორთქიფანიძის აზრით ილიჩოვა-მელაშვილის ბრალეულობას ადასტურებს. სახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკის მქონე ტვ Imedi-მა და კრემლისტურმა NEWS-Front-მა ლორთქიფანიძის ეს პოსტი გააშუქეს, თუმცა პრიმაკოვის ცენტრის ხელმძღვანელის პოზიციის ნაცვლად, მისი როგორც ყოფილი დეპუტატის რეპრეზენტაცია მოახდინეს.

;;

ღიად ქსენო და ჰომოფობიური გამოცემა ასავალ-დასავალი თავისი ახალი ნომრის პირველ გვერდზე ფიზიკურ ძალადობასაც აანონებს. სერგო ორჯონიკიძის სახით წარმოდგენილი ივერი მელაშვილის ფოტოს გვერდით ვხედავთ ამონარიდს ლაშა ნადარეიშვილის ლექსიდან: “ქართველი მაგას ფეხქვეშ გაიგებს!” სიტყვა “გაიგებს” ამ შემთხვევაში “გაიგდებს” მნიშვნლეობით არის გამოყენებული, რაც ძალადობის წახალისების მცდელობაა.

;

ეთნიკურობასა და სქესზე ხაზგასმა

“მართლაც, უდამპლესი მზერის ეს გვარგადაკეთებული მელაშვილი, როგორც კი გირაოთი გამოუშვეს და პირი დააღო, უცებ გაიშიფრა და ისე გადააწუწა თავზე მთელ ნაც-ობოზიციურ კლასტერს, ვეღარასოდეს ჩამოირეცხავენ!” – გიორგი გიგაური, ასავალ-დასავალის ჟურნალისტი

“ამიხსენით, ხალხო, რატომ უნდა დამიზუსტოს ჩემი ქვეყნის საზღვარი ვინმე ილიჩოვამ?! მითხარით, რომ ვტყუი! მითხარით, რომ ქსენოფობი და ფაშისტი ვარ!”- გელა ზედელაშვილი

“ახლა  გინდა შაიტანეთ და გინდა გამაიტანეთ თქვენი ბოზი ივერა და სომეხი ნატალია ბადალიან-ილიჩოვა, რომლებმაც  სიმაღლის და მიხედვით ჩაუშვეს თავისი ყოფილი ნაჩალნიკები!!!” – ირა გოგოსაშვილი

საერთოდ საოცარი კომისიაა რა, მეორე წევრია ქალბატონი და სახელმწიფო ენა არ ისწავლა. მარტო რუსული ენით გველაპარაკებოდა და შეიძლება? ასეთ საქმეს ვის ანდობ? ერთი, რომელიც განზრახ იძახის, რომ სხვისია ეს მიწა. ვინა ხარ, ვინ გეკითხება, წადი, დაეტიე სადაც ხარ.” – მეუფე იაკობი

მელაშვილი და ილიჩოვა არაპროფესინალები არიან

“ივერი მელაშვილი და ნატალია ბადალიან-ილიჩოვა, არ არიან მეცნიერები! მათ არ აქვთ სამეცნიერო ხარისხი!!!(თუ აქვთ წარმოადგინონ)

არც კარტოგრაფები არიან !!!” – ირა გოგოსაშვილი

“ეს ქვეყნის მოღალატეები არც ყოფილან კარტოგრაფები!!!” – ბექა ვარდოსანიძე

რელიგიური საკითხებით მანიპულირება და ისტორიული ტრავმის გაღვივება

“საქართველოს შვილი, ვინც ექვსი ათას მოწამეთა სისხლით მორწყულ გარეჯის მონასტერზე და მისი მიწა-წყლის თუნდაც მცირედ ნაწილზე იტყვის, რომ ეს მისი არ არის, ასეთი არამც თუ ამ ქვეყნის შვილად იწოდება,არამედ უცხოა და სახეა კლასიკური გამყიდველისა და მოღალატის.” – Marneuli Hujabi, Zneoba.ge

“დავით გარეჯი – ჩვენი იერუსალიმი” – Zneoba.ge

“და ეს მიწა უნდა დავთმოთ?:(((((ეს არაა ჩვენი მიწა-წყალი შე ნაძირალა მელაშვილო?ისტორიკოსები წერენ, რომ იმ ღამით სისხლით შეიღება უდაბნო. დღესაც წითელია ამ ტაძართან მისასვლელი დიდი ქვის ფილები.
დავით გარეჯში, ზემოთ საზღვართან, არის ერთი პატარა აღდგომის ტაძარი, სადაც გადმოცემის თანახმად,  აღდგომის ღამით 6000 ბერს სარწმუნოების გამო ურჯულოებმა, როგორც მათ ქართველები უწოდებდნენ, თავი მოჰკვეთეს.”ნინო ჯღარჯავა 

 

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist