კლავს თუ არა კორონავირუსს ხურმა?

კითხვის დრო: < 1 minute

კითხვის დრო: < 1 minute

200
VIEWS

5 ნოემბერს ფეისბუკ მომხმარებელმა Lana Lana-მ საჯარო ჯგუფში ,,კორონავირუსი/COVID-19 ერთად დავამარცხოთ” გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც ის ამბობს, რომ იაპონელი მეცნიერების კვლევის თანახმად, ხურმა კორონავირუსს კლავს. პოსტის ავტორი სხვა დამატებით ინფორმაციას და წყაროს არ ასახელებს.

erph კლავს თუ არა კორონავირუსს ხურმა?

პოსტში აღნიშნული ინფორმაცია ეფუძნება იაპონელი მეცნიერების მიერ ჩატარებულ ექსპერიმენტს, რომელმაც აჩვენა, რომ ხურმის ტანინებს კოვიდ19-ის დეტოქსიკაცია შეუძლიათ, თუმცა მტკიცება, რომ ხურმა კორონავირუსს კლავს, სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან ის კვლევებით დადასტურებული არ არის.

დასავლეთ იაპონიაში, ქალაქ კაშიჰარაში, ნარას სამედიცინო უნივერსიტეტის მკვლევრებმა ჩაატარეს ექსპერიმენტი: ხურმის წვენი, ნერწყვი და კორონავირუსი ერთმანეთს შეურიეს და 10 წუთიანი ინტერვალის შემდეგ აღმოაჩინეს, რომ ნიმუშში ვირუსის აქტივობა შეამცირდა და ის პრაქტიკულად უვნებელი გახდა. შედეგად ივარაუდეს, რომ ხურმის ტანინები (ხურმის ნაყოფში არსებული ქიმიური ნაერთები) ვირუსის დეტოქსიკაციას ახდენენ.

ადგილობრივი მედიის ცნობით, იაპონელი მეცნიერები კვლავ აგრძელებენ ხურმის ტანინების კვლევას. ამ დრომდე ჯერ არ არის ახსნილი ის მექანიზმი,რომელიც ვირუსის დათრგუნვას განაპირობებს. იმის დადასტურებას, რომ ხურმის წვენს კოვიდ19-ის წინააღმდეგ მოქმედება ნამდვილად შეუძლია ფართო კლინიკური კველები სჭირდება. ამასთანავე, ექსპერიმენტში გამოყენებული იყო სპეციალურად მომზადებული ხურმის ტანინების მაღალკონცენტრირებული წვენი, რაც არ ნიშნავს იმას, რომ ხურმის ჭამა ან მისი წვენის დალევა ახალი ტიპის კორონავირუსის პრევენციას ან განკურნებას უწყობს ხელს.

პოსტის გაზიარება

ხურმის, როგორც კორონავირუსის მკვლელის, შესახებ პოსტს 6 ნოემბრის მონაცემებით 56 გაზიარება და 450-მდე კომენტარი აქვს. გარდა აღნიშნული ჯგუფისა, ინფორმაცია სხვა ქართულმა ონლაინ გამოცემებმაც გაავრცელეს, მათ შორის არიან intermedia.ge და  infopostalioni.com, თუმცა ორივე მათგანის მასალაში ხაზგასმულია, რომ ხურმის მოხმარება კორონავირუსისგან დაცვისა და განკურნების საშუალებას არ წარმოადგენს. intermedia.ge-ს მასალა ასევე გვხვდება საჯარო ჯგუფში: ,,საინტერესო ამბები მთელი მსოფლიოდან”.


არქივის ბმული: https://archive.ph/f8NQc 


მასალაში გამოყენებულია CrowdTangle-ის მონაცემები, რომელიც ფეისბუქის საძიებო ინსტრუმენტია

დარღვევის ტიპი: ნაწილობრივ მცდარი
ქვეყანა/ორგანიზაცია: იაპონია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist