კითხულობს თუ არა გუბაზ სანიკიძე მარკეტინგზე ლექციას?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

26
VIEWS

9 თებერვალს ფეისბუკ გვერდმა ∞ Infinity Marketing ∞ გამოაქვეყნა პოსტი, რომელიც პანდემიისგან დაზარალებულ კომპანიებს გაყიდვების გაზრდის მიზნით სალექციო კურსს “როგორ გავყიდოთ მარტივად” სთავაზობს. აღწერის მიხედვით, კურსს  დავით გოგიჩაიშვილი, ადრო დგებუაძე და გუბაზ სანიკიძე გაუძღვებიან, რომელიც ოპოზიციის წარმომადგენელია. პოსტს თან ახლავს ბმული, საიდანაც ვიგებთ, რომ  ღონისძიება 9 თებერვლის 10-საათიდან 14 თებერვლის 10 საათამდე გრძელდება.

;
10 თებერვლის 10 საათის მონაცემებით პოსტს 231 რეაქცია და 93 გაზიარება აქვს.

პოსტში წარმოდგენილი ინფორმაცია სალექციო კურსის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება, ინფორმაცია სატირულია და მას არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა, რადგან მომხმარებელთა ნაწილმა ის რეალურად აღიქვა.

პოსტის კომენტარებში ვხვდებით დავით გოგიჩაიშვილის კომენტარს, რომელიც ღონისძიებაში მონაწილეობის შესახებ  გაოცებას გამოხატავს და პოსტის დარეპორტებას ითხოვს.
;

ამასთანავე პოსტი ბევრმა ფეისბუკ მომხმარებელმა  რეალური ინფორმაციად აღიქვა და გააზიარა, რადგან არც პოსტში, არც ღონისძეიბის ბმულში არ არის მითითებული, რომ მას სატირული ხასიათი აქვს და გუბაზ სანიკიძის ადრინდელ განცხადებას უნდა უკავშირდებოდეს, რომელშიც პოლიტიკოსი მილიონის შოვნის სურვილს გამოხატავს.

∞ Infinity Marketing ∞ 2019 წლის 21 სექტემბერს შეიქმნა და მისი თავდაპირველი სახელწოდება  ∞ Infinity ∞ იყო. გვერდის სახელი 2021 წლის 9 თებერვალს ღონისძიების შექმნის დღეს შეიცვალა და მარკეტინგის სახელი დაემატა. ამ დროისთვის გვერდზე, რომელიც თითქმის 2 წლის წინ არის შექმნილი, მხოლოდ ორი პოსტი ფიქსირდება, რომელთაგანაც ერთი  სალექციო კურსის შექმნას, მეორე კი ღონისძიების აღწერას შეეხება.
;
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: სატირა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist