პოლიტიკა

ხსნიან თუ არა კორონავირუსის გამო ევროკავშირის დროშებს საფრანგეთსა და იტალიაში მასობრივად?

6 აპრილი, 2020

5 აპრილს ანტი-ლიბერალურმა გვერდმა “კარდჰუ” გამოაქვეყნა ვიდეო, წარწერით “საფრანგეთსა და იტალიაში მოსახლეობა ევროკავშირის დროშებს მასობრივად ყრის”. ვიდეოში ჩანს კადრები, რომლებშიც მამაკაცი ევროკავშირის დროშას ხსნის და მის ნაცვლად საფრანგეთის დროშას კიდებს. ვიდეოს 6 აპრილის მდგომარეობით 48 გაზიარება აქვს. კომენტარებსა და პოსტებში მომხმარებლები წერენ, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნები კორონავირუსმა გამოაფხიზლა და ის მალე დაიშლება. 

?"

InVID-ის პროგრამის მეშვეობით “კარდჰუს” მიერ გამოქვეყნებული ვიდეოების კადრებად დაშლაა შესაძლებელი, რომელთა ძიების შედეგადაც დგინდება, რომ ვიდეო 2019 წლის მაისში, ახალი კორონავირუსის პირველ დადასტურებულ შემთხვევამდე რამდენიმე თვით ადრეა გადაღებული. 

""

ვიდეო 2019 წლის 1 მაისს არის გადაღებული. კადრში ფრანგ ულტრა-ნაციონალისტი პოლიტიკოსი, მარინ ლე პენის პრო-რუსული პარტიის “ნაციონალური ფრონტი” ყოფილი წევრი ფლორიანი ფილიპო ჩანს, რომელიც საფრანგეთის ქალაქ ფორბაკის საფინანსო ცენტრის შენობიდან ევროკავშირის დროშას ხსნის. ვიდეო ფილიპომ საკუთარ ტვიტერზე გაავრცელა

"

ფლორიან ფილიპო 2012-2017 წლებში “ნაციონალური ფრონტის” ვიცე პრეზიდენტი და მარინ ლე-პენის მარჯვენა ხელი იყო. 2017 წელს არჩევნებში დამარცხების შემდეგ, ფილიპომ პარტია დატოვა და ახალი პარტია “პატრიოტები” ჩამოაყალიბა. 

მანამდე, რუსულ მედიასა და სოციალურ ქსელებში გავრცელდა კიდევ ერთი ვიდეო, რომელიც ამტკიცებდა, თითქოს იტალიელები ევროკავშირის დროშას რუსეთის დროშით ანაცვლებდნენ. BBC დაეკონტაქტა იმ იტალიელ მამაკაცს, რომელსაც ვიდეოში რუსეთის დროშა უჭირავს. მან განაცხადა, რომ უცხო ქვეყნის დროშების გამოყენება მადლობის სათქმელად მისთვის ჩვეული მოვლენაა და ამით თავის ბიზნეს პარტნიორებთან მადლიერებას გამოხატავს, ერთ-ერთი ბიზნეს პარტნიორი კი სწორედ რუსული კომპანიაა. 

"

პროფილები: