ქართველი ტრამპისტი ნენსი პელოსის გაყალბებულ წერილს აქვეყნებს

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

35
VIEWS

10 იანვარს ფეისბუქ მომხმარებელმა ბექა ვარდოსანიძემ, რომელიც პრეზიდენტ ტრამპის ქართველი მხარდამჭერია, გამოაქვეყნა პოსტი, რომლის აღწერაშიც ვკითხულობთ, რომ გასაჯაროვდა ნენსი პელოსის პორტლენდის მერისადმი მიწერილი წერილი, სადაც ჩანს, რომ აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის დემოკრატი სპიკერი პორტლენდში BLM (Black Lives Matter) მოძრაობას უჭერდა მხარს და ქალაქის მერს სთხოვდა, სამოქალაქო აქტივისტების ქმედებებისთვის ხელი არ შეეშალა. პოსტი შეიცავს ნენსი პელოსის წერილის ფოტოს, ხოლო ავტორი აღწერაში წერილის ტექსტის ქართულ თარგმანს გვთავაზობს.

;

პოსტში წარმოდგენილი ნენსი პელოსის წერილი ყალბია, რასაც გრამატიკული შეცდმებიც ადასტურებს. წერილის არსებობას არც პელოსის და არც პორტლენდის მერის პრეს სამსახურებში არ ადასტურებენ.

  • ნენსი პელოსს პორტლენდის მერისადმი მიწერილი წერილი ყალბია და გრამატიკულ შეცდომებს შეიცავს

ნენსი პელოსის წერილი, სადაც ის თითქოს პორტლენდის მერს, ტედ ვილერს სთხოვს, BLM აქტივისტების წინააღმდეგ მკაცრი ზომები არ მიიღოს და ტრამპს მხარი არ დაუჭიროს, თავდაპირველად აშშ-ში გავრცელდა. ფაქტების გადამოწმების პლატფორმებმა, PolitFact-მა და Assosiated Press-მა, წერილის ავთენტურობა უკვე გადაამოწმეს. პელოსის ოფისის თავჯდომარის მოადგილე დრიუ ჰამილმა PolitFact-თან წერილის ნამდვილობა უარყო.  Assosiated Press-თან საუბრისას კი პორტლენდის მერის სპიკერმა ტიმ ბეკერმა აღნიშნა,  რომ მერს ნენსი პელოსისგან ასეთი წერილი არ მიუღია.

ორივე გამოცემა ხაზს უსვამს, რომ წერილში დაშვებული გრამატიკული შეცდომები შეუძლებელია ოფიციალურ კორესპონდენციას წარმოადგენდეს და ნენსი პელოსის სხვა წერილებისთვის დამახასიათებელი არ არის. ასევე PolitFact-ის ცნობით, ოფიციალური პირებისთვის გაგზავნილი ნენსი პელოსის წერილები საჯაროა და მათი მოძიება შედარების მიზნით ინტერნეტშიც შეიძლება.

ნენსი პელოსის 27 აგვისტოთი დათარიღებული ეს წერილი ამერიკელი ტრამპისების მიერ სოციალურ ქსელებში გავრცელდა, თავდაპირველ პოსტებში აღნიშნული იყო, რომ ეს წერილი კაპიტოლიუმში შეჭრისას მოპარულ ნენსი პელოსის ლეპტოპში იპოვეს და მისი გავრცელებით იმ მოსაზმრების გამყარებას ცდილობდნენ, რომ დემოკრატები ტრამპის საწინააღმდეგოდ Black Lives Matter-ის ანტირასისტულ მოძრაობას უჭერდნენ მხარს. საინტერესოა, რომ წერილი ფართოდ ვრცელდებოდა Parler-ის პლატფორმაზეც, რომელიც ძალადობისა და სიძულვილის გაღვივების თავიდან აცილების მიზნით “გუგლმა,” “ამაზონმა” და “ეფლმა” დაბლოკეს.

ორგანიზაცია BLM ანუ Black Lives Matter Foundation 2013 წელს დაარსდა, ორგანიზაცია ამჟამად ამერიკას, კანადასა და დიდ ბრიტანეთში შავკანიანების უფლებადამცველი აქტივისტების დეცენტრალიზებულ ქსელია, რომელმაც საერთაშორისო ყურადღება 2020 წლის 25 მაისს პოლიციელის მიერ ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის გამო დაწყებული საპროტესტო გამოსვლების შემდეგ მიიქცია.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს – შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist