„ქართულმა იდეამ“ თურქეთი ევროკავშირში „გააწევრიანა“

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

hnh
340
VIEWS

20 მაისს, ნაციონალისტურმა ფეისბუქ გვერდმა „ქართული იდეა“ “აინიუსის” მიერ 19 მარტს გავრცელებული ვიდეო გააზიარა. ვიდეოში ასახულია სტამბოლში 2015 წელს ლგბტ თემის მიერ გამართული პრაიდ მსვლელობა, რომლის მონაწილეების წინააღმდეგ, თურქეთის პოლიციამ წყლის ჭავლი, რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. ვიდეოს თამხლებ ტექსტში “ქართულმა იდეამ” თუქეთის ხელისუფლების ქმედებები მოიწონა და ის არა მხოლოდ ნატოს, არამედ იმ ევროკავშირის წევრად წარმოაჩინა, რომლის წევრობას თურქეთი უკვე 31 წელია, 1987 წლიდან ცდილობს:

ქართული იდეა: “ევროკავშირის წევრიც არის და ნატოს წევრიც [თურქეთი], მაგრამ ჩვენი მარიონეტი ხელისუფლებისგან განსხვავებით სასათბურე პირობებს და გაყიდულ ტელევიზიებს კი არ უთმობს, თავად უშლის ხელს ამ ბილწი ცხოვრების წესის პროპაგანდას…“
20 მაისი, 2018

"
თურქეთი 1999 წლიდან ევროკავშირის წევრობის კანდიდატია და არა  წევრი სახელმწიფო. ევროპული გაერთიანების სრულუფლებიან წევრობაზე განაცხადი ქვეყანამ 1987 წელს შეიტანა, მოგვიანებით ევროპული საბჭოს ჰელსინკის სამიტზე თურქეთი ევროკავშირის წევრობის კანდიდატად აღიარეს.

„ქართული იდეის“ შესახებ. საზოგადოებრივი მოძრაობა ქართული იდეა არასამეწარმეო იურიდიულ პირად, ლევან ჩაჩუას განცხადების საფუძველზე, 2014 წლის 21 თებერვალს დარეგისტრირდა. ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილ პირების ჩამონათვალში მოძრაობის თავმჯდომარედ მითითებულია ლევან ჩაჩუა, მთავარი კომიტეტის ერთ-ერთ წევრად „საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება 21-ის“ წარმომადგენელი გურამ ფალავანდიშვილი. 2014 წლის 31 მარტს, ლევან ჩაჩუას განცხადების საფუძველზე საჯარო რეესტრმა სუბიექტს რეგისტრაცია გაუუქმა.  2014 წლის 31 მარტს, ლევან ჩაჩუას განცხადების საფუძველზე საჯარო რეესტრმა სუბიექტს რეგისტრაცია გაუუქმა. 2014 წლის 16 დეკემბერს, ლევან ჩაჩუამ “Риа Новости“ თბილისის საერთაშორისო პრესცენტრში პოლიტიკური პარტია „ქართული იდეის“ დაარსების შესახებ დაანსონსა. „ქართული იდეა“ მონაწილეობას იღებდა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში. ცესკოსთვის წარდგენილ პარტიულ სიაში, პარტიის პირველ ნომრად ლევან ჩაჩუა, ხოლო მეორე ნომრად ქართული მარშის ლიდერი ალექსანდრე ბრეგაძეა დასახელებული.

ლევან ჩაჩუა „მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის“ წევრი იყო და 2010 წელს ტელეკომპანია “კავკასიაში” ექსტრემისტული ქმედებების გამო დააკავეს, როდესაც მმკ-ს წევრებთან ერთად პირდაპირ ეთერში სტუდიაში შეიჭრა, სადაც ფიზიკურ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი. თბილისის საქალაქო სასამართლომ ლევან ჩაჩუას ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელის შეშლისა და ხულიგნობის მუხლებით 4 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 2012 წელს ახლადარჩეულმა პარლამენტმა ლევან ჩაჩუა პოლიტპატიმრის სტატუსით გაათავისუფლა.  „ქართული იდეის“ ფეისბუქ გვერდზე, სექციაში ჩვენს შესახებ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ქართული იდეის ერთ-ერთ მიზნად მითითებულია ქვეყნის დეოკუპაციის მიზნით რუსეთთან პირდაპირი მოლაპარაკებების დაწყება. მოძრაობა ხშირად მართავს სხვადასხვა დემონსტრაციებს და გამოირჩევა ჰომოფობიური და ქსენოფობიური განცხადებებით.

თემატიკა: იდენტობა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ევროკავშირი, თურქეთი
წყარო

წყარო

qart
ქართული იდეა

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist