თვალსაზრისი

ქართული ტურისტული სექტორი ზაფხულის კრიზისს უმკლავდება

13 დეკემბერი, 2019

რუსეთიდან საქართველოს მიმართულებით ფრენების აკრძალვის შემდეგ სერიოზული ეკონომიკერი ზარალის შიში კავკასიის ქვეყანაში ფართოდ გავრცელდა. თუმცა, ტურიზმის ინდუსტრიამ დააამტკიცა, რომ მედეგია ამ მოვლენის შედეგებისა და მათ შორის თანმხლები დეზინფორმაციის მიმართ.
პიტერ სავიცკი

ქეთა გოლეთიანს  21 ივნისი დღემდე ახსოვს. ამ დღეს მისი ქვეყნის წინააღმდეგ მიღებულ ზომებს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ტურისტული სექტორისათვის შესაძლოა, ფატალური შედეგები გამოეღო. რუსეთის დუმის წევრის საქართველოს პარლამენტში გამოჩენას ქუჩაში პროტესტი მოჰყვა, რის საპასუხოდაც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ფრენები დროებით აკრძალა. კრემლმა ეს ნაბიჯი “რუსეთის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებითა და რუსეთის მოქალაქეების კრიმინალური და არაკანონიერი ქმედებებისგან დაცვის” განზრახვით გაამართლა.

ამ გადაწყვეტილებას,  როგორც ქეთა გოლეთიანი ამბობს, მიზანმიმართული დეზინფორმაციის კამპანია მოჰყვა. “რუსეთის ხელისუფლებამ თქვა, რომ აქ უსაფრთხო არ არის და საქართველოში  რუს ხალხს ცუდად ექცევიან,” - აღნიშნა გოლეთიანმა ყავის სმისას თანამედროვე კაფედ ქცეულ ყოფილ ქარხანაში. როგორც საერთაშორისო მედიამ, მაგალითად BBC-მა, აღნიშნა, რუსეთის სახელმწიფო ტელევიზია Rossiya 1 საშინელ სურათს ხატავდა საქართველოში საზოგადოებრივი უსაფრთხოების მდგომარეობს შესახებ, და უფრო მეტიც, ამტკიცებდა, რომ მიმდინარე დაპირისპირებების  შედეგად რუს ტურისტებს სიკვდილის საფრთხეც კი ემუქრებოდათ. 

იმისათვის, რომ აღნიშნული ბრალდებების და იმ ალბათობის სიმცდარე დაემტკიცებინათ, რომ ბევრი რუსი ტურისტი საქართველოში ზაფხულის დასვენებას გააუქმებდა, ქეთა გოლეთიანი ფრენების აკრძალვისთანავე თავის 4 მეგობარს შეხვდა. მათი შეხვედრის შემდეგ ფაისბუკ ჯგუფი, სახელწოდებით “#Spend your summer in Georgia” “(გაატარე ზაფხული საქართველოში”) დაფუძნდა. როგორც მარი ჯობავა, გოლეთიანის მეგობარი და იდეის ინიციატორი, გვიხსნის, ეს ქართული ტურიზმის მხარდასაჭერი კამპანიის დასაწყისი იყო. “მე მივხვდი, რომ ჩვენ, როგორც საზოგადოების ნაწილს რაღაც უნდა გაგვეკეთებინა” - თქვა ჯობავამ. “მე გამოვაქვეყნე ინფორმაცია ჩვენი ჯგუფის შესახებ ჩემს პირად ფეისბუკ გვერდზე იმისათვის, რომ ქვეყნისთვის მხარი დამეჭირა და  ჩემი უცხოელი მეგობერები საქართველოში ჩამოსასვლელად მომეწვია. მათ, ასევე ვთხოვე, გაევრცელებინათ ინფორმაცია, რომ ეს ქვეყანა მოგზაურობისათვის უსაფრთხოა.”

"

ამ კამპანიის შედეგმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ზუსტად ერთი დღის შემდეგ ჯგუფმა 20 000 წევრი მოიზიდა, მალე ეს რიცხვი 100,000-მდე გაიზარდა. დღეს ჯგუფს თითქმის 290,000 წევრი ჰყავს. ეს არის პლატფორმა, სადაც მოგზაურები მთელი მსოფლიოდან საქართველოში გატარებული დასვენების შესახებ ფოტოებს, საკუთარ გამოცდილებას და  რჩევებს ერთმანეთს უზიარებენ. ამ კამპანიამ ქართული მედიის დიდი ყურადღება მიიპყრო. ოქტომბერში მარი ჯობავამ ის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს სახელით ოფიციალურად  წარადგინა. ზაფხულის შემდეგ კამპანიას “#Spend 4 seasons in Georgia”, “გაატარე 4 სეზონი საქართევლოში” დაერქვა, იმის გამო, რომ ქვეყანაში ახალი ვიზიტორების მოსაზიდად პერმანენტულ პროცესს  ჩაყროდა საფუძველი. ქეთა გოლეთიანს სჯერა, რომ კამპანია წარმატებული იყო. “ერთ-ერთი მთავარი მიზეზი მისი შინაარსის თავისებურებაა,”- თქვა მან. “ის არის მომხმარებლების მიერ გენერირებული კონტენტია და რეალურ ემოციებსა და გამოცდილებებს გვაწვდის”. თუმცა, ის ასევე სხვა ფაქტორსაც უსვამს ხაზს: “ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო ჯგუფში რუსებიც გვყოლოდა, რომლებიც საქართევლოს შესახებ საკუთარ გამოცდილებას გაგვიზიარებდნენ და იტყოდნენ, რომ ცუდი ინციდენტი თავს არასოდეს გადახდომიათ. ეს ხელს უწყობს დეზინფორამციასთან ბრძოლას, რომლის მიზანი საქართველოს რუსებისათვის საფრთხედ წარმოჩენაა. ”

გოლეთიანი ამბობს, რომ ვიზიტორთა რაოდენობაზე კამპანიის ზუსტის გავლენის გაზომვა რთულია, თუმცა, უნდა ვივარაუდოთ, რომ მან პროცესში თავისი წვლილი შეიტანა. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ტურისტების რიცხვი, რომლებიც საქართველოში ზაფხულში ჩამოვიდნენ, გაზრდილია, მიუხედავად რუსი ტურისტების რაოდენობის მნიშვნელოვანი შემცირებისა. ეროვნული სტატისტიკის სამსახურის თანახმად,  2019 წლის მესამე კვარტალში საქართველოს დაახლოებით 3.4 მილიონი საერთაშორისო ტურისტი ეწვია, რაც წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით 4.6%-ით მეტია. ამავე დროს, რუსი ტურისტების რიცხვი ყველაზე პოპულარულ სეზონზე წინა წელთან შედარებით 24%-ით შემცირდა (2019 წელს -378 000, წინა წელს - 495 000).

რუსი ტურისტების შემცირება წელს მძიმე ნაირა გრიგორიანისა და  მისი დამსაქმებელისთვის იყო. ის  ბათუმის ერთ-ერთ უმაღლესი კლასის სასტუმროში გაყიდვების მენეჯერია. სასტუმრო 2016 წელს გაიხსნა, თუმცა რუს ტურისტებს შორის შავი ზღვის რეგიონის პოპულარობის ხარჯზე, რაც საბჭოთა პერიოდისთვის იყო დამახასიათებელი, მან სარგებელი მიიღო. ფრენების აკრძალვის შემდეგ, გრიგორიანის თქმით, ისინი “სხვადასხვა მედიის წყაროებს ამოწმებდნენ” და ხედავდნენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ “საქართველოში მოგზაურობა უსაფრთხო არ იყო”. სასტუმრო თავის მომხმარებლებს უკავშირდებოდა და არწმუნებდა მათ, რომ ჯავშანი მათთვის საფრთხეს  არ წარმოადგენდა. თუმცა, ფრენების აკრძალვამ თავისთავად შექმნა ტექნიკური დაბრკოლება მათთვის, ვისაც საქართევლოში მოგზაურობას გეგმავდა. “რუსი სტუმრების ნაწილი საქართველოში მინსკიდან ან ერევნიდან ჩამოფრინდა, სხვები მანქანით ჩამოვიდნენ,” - თქვა გრიგორიანმა. 

თუმცა, მიღებულმა ზომებმა დანაკარგს ვერ უშველა, გრიგორიანის სასტუმროში  აგვისტოში 1 000-მა რუსმა ტურისტმა ჯავშანი გააუქმა. შექმნილ ავრალურ ვითარებაში სასტუმრომ კამპანია წამოიწყო, რომლის შედეგადაც პოლონეთიდან, უკრაინიდან და უზბეკეთიდან სტუმართა რაოდენობა გაიზარდა,  მიუხედავად იმისა, რომ ივნისის ბოლოს ქვეყანაში არსებული უსაფრთხოების გარემოს მიმართ სკეპტიციზმი არსებობდა. “ჩვენთან არა მხოლოდ რუსეთიდან, არამედ სხვა ქვეყნებიდანაც გააუქმეს ჯავშანები. თავდაპირველად ბევრმა იფიქრა, რომ ამ დროს საქართველოში მოგზაურობა სახიფათო იყო,” - თქვა გრიგორიანმა ივნისში საქართველოში მიმიდანრე ქუჩის პროტესტისა და კრემლის საპასუხო მოქმედებების  შესახებ საუბრისას. 

ფრენების აკრძალვამდე,  სასტუმროს ნეგატიურ გამოხმარურებებთან გამკლავება მოუხდა, რისი მიზეზიც, გრიგორიანის თქმით, საქართველოში გავრცელებული არასრული ინფორმაცია იყო. შუა ივნისში ერთ-ერთმა ტელევიზიამ სიუჟეტი მოამზადა, სადაც სასტუმროს ტერიოტორიაზე აღმართული რუსული დროშის ფოტოები იყო ნაჩვენები, რასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელში. ბევრი მომხმარებელი სასტურმოს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რუსეთის პოლიტიკის გამართლებაში ადანაშაულოებდა. სასტუმრომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც შექმნილ ვითარებას ასე განმარტავდა: “ამ პერიოდში ჩვენ ვმასპინძლობდით ბიზნეს ფორუმს, რომელსაც მათ შორის ბევრი რუსი სტუმარი ესრებოდა. მათ  გვთხოვეს, დროშა მცირე ხნით ფოტო-გადაღებისათვის აღგვემართა, ასე რომ, ჩვენ მათ თხოვნა შევუსრულეთ, ეს მხოლოდ ნახევარი საათის საქმე იყო,”- თქვა გრიგორიანმა და ამ ფაქტს სტუმრის პატივისცემა უწოდა, და არა პოლიტიკური განცხადება. 

მიუხედავად ამისა, რომ აღნიშნულმა  შემთხვევამ, შესაძლოა, რუსეთის გარშემო საქართველოში დეზინფორმაციის გავრცელების პოტენციალი დაგვანახოს, რაც ორ ქვეყანას შორის არსებული დაძაბული ურთიერთობებიდან გამომდინარეობს, ქეთა გოლეთიანს არ მიაჩნია, რომ პოლიტიკა ქართვლებსა და რუსებს შორის პირად ურთიერთობებს ბოლომდე დაანგრევს. “ფაქტია, რომ პოლიტიკურ საკითხებზე ბევრი უთანხმოება არსებობს, მაგრამ ბევრ ქართველს დღემდე ჰყავს რუსი მეგობრები და ნათესავებიც, ასე რომ, მათთვის რთულია  ეს კავშირები უბრალოდ გაწყვიტონ”.


პიტერ სავიცკი
გერმანიის საზოგადოებრივი მაუწყებლის Deutschlandfunk-ის შტატგარეშე (ფრილანსერი) ჟურნალისტი სპეციალურად “მითების დეტექტორისთვის”
სტატია პროექტის #FIGHTFAKE-ის ფარგლებში მომზადდა, რომელსაც MDF-ი მის პარტნიორ ორგანიზაცია Deutsche Gesellschaft e.V.-თან ერთად ახორციელებს